„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დოკ რივერსი გაათავისუფლა. კლუბის განცხადება და მწვრთნელზე მთხოვნების გაჩენა ერთი იყო – რივერსის დასაქმება ერთბაშად სამმა კლუბმა მოისურვა.
ყველაზე მონდომებული „ჰიუსტონ როკეტსია“, რომელიც აქტიურად ეძებს მაიკ დანტონის შემცვლელს. გავრცელებული ცნობით, „რაკეტები“ მზად არიან კონტრაქტი არა მარტო რივერსს კონტრაქტი მთლიანად მის სამწვრთნელო გუნდთან ერთად გაუფორმოს.
რივერსით ასევე დაინტერესებულნი არიან „ნიუ-ორლეან პელიკანი“ და „ფილადელფია სიქსერსი“.
რივერსი 2013 წლიდან წვრთნიდა „კლიპერსს“. მისი ხელმძღვანელობით შვიდ სეზონში გუნდმა მოიგო 356 მატჩი და წააგო – 208 (63,1%). ასევე აღსანიშნავია, რომ „კლიპერსი“ არასდროს გასულა დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ჰყავდა ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან კრის პოლი და ბლეიკ გრიფინი, ასევე კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
