ფანტასტიურია! ესპანელმა რაფა ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალში სამ სეტში „ჩამოალაბორანტა“ ნოვაკ ჯოკოვიჩი და საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მეცამეტედ გახდა. რაფას ამ ტურნირზე სულ 15-ჯერ აქვს ნათამაშევი და სულ ორი მარცხი განიცადა, ნოვაკთან მოგება კი მე-100 იყო. ჯამში მისი სლემტიტულების ოდენობა 20 გახდა, რითაც როჯერ ფედერერს გაუტოლდა. საფრანგეთში 13 ტიტულიდან 4 ესპანელს სეტის დაუთმობლად აქვს მოგებული...
წელი: 2020
ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, რომლებიც თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 21 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში ვარჯიშობდნენ, 11 ოქტომბერს 10-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრნენ. „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, მანდელიოში ნაკრებს სამი დღით (ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით) ლეგიონერები შეუერთდებიან. ხუთშაბათს მათი ნაწილი კლუბებს დაუბრუნდება და ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება. გუნდი შოტლანდიაში 21 ოქტომბერს მიემგზავრება, სადაც 23-ში ედინბურგის „მარიფილდზე“ „ნარშავებს“ დაუპირისპირდება. წინასწარ გამოცხადებულ გაფართოებულ...
რა უთხრა მესიმ კუმანს და კუმანმა სუარესს
„ბარსელონას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჰოლანდიურ NOS-თან საუბარში გააანალიზა კატალონიის დედაქალაქში გატარებული პირველი პერიოდი და, რასაკვირველია, ლეო მესისა და ლუის სუარესის სატრანსფერო თავგადასავლებზეც ილაპარაკა. „როდესაც „ბარსელონასთან” კონტრაქტს მოვაწერე ხელი, პირველი რაც გავაკეთე მესისთან შინ სტუმრობა იყო. ის კლუბით აშკარად უკმაყოფილო დამხვდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენმა საუბარმა შედეგი გამოიღო. მან მითხრა „კარგი, მე გავაკეთებ რაც საჭიროა” და მას...
ლეიკერსი ბოსტონს გაუტოლდა
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი დასრულებულია. ფინალის მეექვსე შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 106:93 გადასძალა „მაიამი ჰიტი“ და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა NBA-ს ტრიუმფატორი. აქედან პირველი ხუთი ჩემპიონობა გუნდმა მაშინ მოიპოვა, როცა მინეაპოლისში იყო ბაზირებული, 12-ჯერ კი უკვე ანგელოსთა ქალაქის სახელით იპირველა. 17 ტიტულით „ლეიკერსი“ არანაკლებ ლეგენდარულ “ბოსტონ სელტიქსს” გაუტოლდა. ფლეი ოფის MVP-დ, ბუნებრივია, ლებრონ ჯეიმსი აღიარეს,...
კორონას შიშით სპორტი ვის შეუწყვეტია!
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მადრიდის „რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომელსაც მის გარდა ფრანგული სპორტული საზოგადოების ასზე მეტი წარმომადგენელი უჭერს მხარს. ეს გახლავთ მოთხოვნა მთავრობისადმი, რომ მან გახსნას სპორტული დარბაზები და covid 19-თან ბრძოლის ეგიდით ნუ ეწევა სპორტისა და სპორტული სარბიელების დემონიზაციას. მოთხოვნა გამოქვეყნდა გუშინ, Le Journal du Dimanche-ში (საკვირაო ჟურნალი). ტექსტი ეხება პანდემიის...
ომში მშვიდობა დარჩა
რა გითხრათ? რით გაგახაროთ? თითქოს ნომინალურად სტუმრები ვიყავით და სტუმრად მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი აქვს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთი ვერ გადაძალა. ქულებში პარიტეტი შენარჩუნდა და ახლა საქართველოს უამოცანესი დარჩა – მაკედონიაში მოგება. ფრე მათ უტოვებს უპირატესობას… ეს სულ მათემატიკაა, მაგრამ ემოცია? ვერ დავმალავ და მერჩივნა დღეს მოგების სანაცვლოდ ესტონეთთან შინ წაგვეგო. მტრულად...
სულშერი კედელთან მიაყენეს
თუ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ორ-სამ კვირაში „მანჩესტერი“ მკვეთრად ვერ გამოასწორებს თამაშის ხარისხს და შედეგებს, მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი უმუშევარი დარჩება. ამის შესახებ მანჩესტერელთა ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა ღიად განაცხადა. ბრიტანულმა მედიამ მშვენივრად იცის სერ ვუდვორდის მკვეთრი განცხადების მიზეზი. ამ „მიზეზს“ კი სახელად მაურიციო პოჩეტინო ჰქვია. ედ ვუდვორდმა ისიც იცის, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ...
ვუძღვნი სომხეთს
ევროპული და განსაკუთრებით სომხური მედიის ყურადღების ცენტრში მოსაქცევად სოცქსელში გამოქვეყნებული ერთი პატარა ფრაზაც საკმარისი აღმოჩნდა – „ამ გამარჯვებას სომხეთს ვუძღვნი!“. ფრაზის ავტორი მონტენეგროს ნაკრების მეკარე ანდრეა დრაგოევიჩი გახლავთ. რომელ გამარჯვებაზეა საუბარი? ჩერნოგორიამ აზერბაიჯანს ერთა ლიგის მატჩი 2:0 მოუგო და ფრაზაც მაშინვე გაჩნდა. დრაგოევიჩი მესამე წელია, სომხეთში თამაშობს და ამჟამად „ალაშკერტის“ ღისებას იცავს. ბუნებრივია, სომხურმა მედიამ...
პოლონეთის გმირი
19 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი „როლან გაროსის“ გამარჯვებულია. საფრანგეთის ახალმა გმირმა ტურნირი ისე დაასრულა, რომ სეტიც არ წაუგია. ფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ სოფია კენინს სულაც საათსა და 21 წუთში მოუღო ბოლო – 6:4, 6:1. შვიონტეკი პირველი პოლონელია, რომელმაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოიგო და ამით ისტორიაში ჩაეწერა. გამარჯვებულმა 1.892.160 ამერიკული დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ აქამდე...
გერმანელთა ისტორიული გამარჯვება!
ერთა ლიგის A4 ჯგუფში წუხელ უხეში შეცდომების დღე იყო. მეტოქის დოყლაპიობის წყალობით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანეთმა შვეიცარიის კარში და ასევე მეკარის უხეში შეცდომა (იხ. ვიდეო) დაეხმარა გერმანიას უკრაინელთა კარში მეორე გოლის გატანაში — 2:1. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამ დღეს უცნაური შემადგენლობა შეარჩია — ნამდვილი თავდამსხმელი არ ჰყავდა. როგორც „შპორტბილდი” წერს, თავის წილ...









