ფანტასტიურია! ესპანელმა რაფა ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალში სამ სეტში „ჩამოალაბორანტა“ ნოვაკ ჯოკოვიჩი და საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მეცამეტედ გახდა.
რაფას ამ ტურნირზე სულ 15-ჯერ აქვს ნათამაშევი და სულ ორი მარცხი განიცადა, ნოვაკთან მოგება კი მე-100 იყო. ჯამში მისი სლემტიტულების ოდენობა 20 გახდა, რითაც როჯერ ფედერერს გაუტოლდა.
საფრანგეთში 13 ტიტულიდან 4 ესპანელს სეტის დაუთმობლად აქვს მოგებული – რეკორდი! დიდი მუზარადის ტურნირებზე პირველსა და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვებას შორის სხვაობა 15 წელია – რეკორდი!30 წლის ასაკს გადაცილების შემდეგ კიდევ 6 სლემტიტული მოიგო – რეკორდი!
თიხნარზე მოგებული მატჩების 92% – რეკორდი!
თიხნარზე ზედიზედ მოგებული 81 მატჩი – რეკორდი!
რაფა ნადალმა 10 და მეტჯერ მოიგო სამი დიდი ტურნირი: „როლან გაროსი“ (13), მონტე-კარლო (11) და ბარსელონა (11) – რეკორდი!
ესპანელს 21-ჯერ ჰყავს დამარცხებული მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგნები – რეკორდი!
ამას დავუმატოთ, რომ როჯერ ფედერერს პირად შეხვედრებში 24:16 უგებს.
ასე რომ, სერიოზული დილემაა: ვინ არის ყველა დროის უდიადესი?
ჯერ ნოვაკი მოიცდის…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
