მიუხედავ იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წუხელ, „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისას პენალტი გააცუდა, ბოლო წუთზე თავისი ბურთი მაინც შეაგდო და მორიგი მიღწევაც დააფიქსირა – შვედმა ფორვარდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა გოლი, რაც სერია A-ში აქამდე არავის გაეკეთებინა. სერიას მატჩებში ზედიზედ ექვსი გოლი ასევე მილანელ ანდრეი შევჩენკოსა და თავად ზლატანს ჰქონდათ გატანილი. უკრაინელმა თავი 2001 წელს გამოიჩინა, შვედმა...
წელი: 2020
კიმიხის ოპერაცია
ჯოშუა კიმიხმა უკვე გაიკეთა ოპერაცია. „ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მუხლი იტკინა და მეორე დღესვე ქირურგის მაგიდაზე აღმოჩნდა. გადადება აღარ ურჩიეს. დღეს ამბობენ, რომ კიმიხი მოედანს იანვრამდე არ დაუბრუნდება, რაც საუკეთესო ვარიანტია. „კმაყოფილებით ვაცხადებთ, რომ ჯოშუა რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ შეუერთდება გუნდს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ აღდგენითმა პერიოდმა რაც შეიძლება მალე...
ვალენსია – რეალი 4:1!
კატალონიური გაზეთი „სპორტი” წერს: ეს უფრო „ბარსელონას” ფანის ოცნებას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია — „რეალის” კარში „ვალენსიას” სასარგებლოდ სამი პენალტი დანიშნეს! საჯარიმოში წესის სამი დარღვევიდან სამივე დაფიქსირდა. არადა, ზინედინ ზიდანის გუნდმა კარგად დაიწყო. 23-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ძლიერი, ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მალე „ვალენსიამ” ყველაფერი ყირაზე დააყენა და ამაში წვლილი ვიდეოტექნოლოგიებმაც შეიტანა. ზემოთ ნახსენები სამი...
უემბლი ოფსაიდში დარჩება?
კოვიდპანდემია სანაკრებო ფეხბურთს საკლუბოზე მეტად უშლის ხელს. ასე მაგალითად, ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც ერთა ლიგის ფორმატით უნდა გაიმართოს შესაძლოა ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიტანონ. წესითა და რიგით ის ლონდონში, „უემბლიზე” უნდა ჩატარებულიყო. პრობლემა გახლავთ ახალი რეგულაცია, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ შემოიღო და რომლის თანახმადაც დანიიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლა შეიზღუდა. თვით პრემიერლიგამაც კი მიმართა თავის კლუბებს, მოერიდონ...
ძიუდო ძველი ახალი პრეზიდენტით
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა პანდემიის გამო რეგულაციების დაცვით ღია ცის ქვეშ ჩატარდა და 55 დელეგატიდან 45 დაესწრო. გიორგი ათაბეგაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა და უფლებამოსილება მოიხსნა, მაგრამ ყრილობის დელეგატებმა ათაბეგაშვილს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. ის ერთადერთი კანდიდატი აღმოჩნდა. ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პირველ ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად კი, ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი,...
გვარდიოლას ყველაზე ყოჩაღი
სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. ესპანელი ტაქტიკოსის თქმით, სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც უმუშავია. „სტერლინგს მალე დავასვენებთ, თუმცა ჯერ არა. რაჰიმი „ლივერპულთან“ ძალიან გვჭირდება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. გაოცებული ვარ მისი ნიჭით და საქმისადმი მიდგომით. როცა „სიტი“ ჩავიბარე, ის სხვა...
ფატი გაჩერდა
„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5:2 კი დაამარცხა, მაგრამ დაკარგა ანსუ ფატი, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და სულ უფრო უკეთ და უკეთ თამასობს. ფატიმ „ბეტისთან“ მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა და ექიმების პირველადი ცნობით, იანვრამდე დასვენება მოუწევს. არადა ფატი შესანიშნავ ფორმაში იყო. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი...
ინგლისის და ისლანდიის თამაშს გადადება ემუქრება
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრძანა, ჩემს ქვეყანაში დანიიდან შემოსული არავინ დავინახოო და… ინგლისისა და ისლანდიის შეხვედრას გადადება დაემუქრა. მიზეზი ცხადია კორონაპანდემია გახლავთ. ზემოთ ხსენებული ბრძანება უეჭველად შეაშფოთებს პრემიერლიგის კლუბებსაც, რომლებმაც სანაკრებო ფანჯრის შემდეგ შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელები მთელი ორი კვირით მოისაკლისონ. მათ ხომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინი დაემუქრებათ. აქამდე დანიიდან შემოსვლა ელიტურ სპორტსმენებს შეუზღუდავი ჰქონდათ. მათთვის გამონაკლისი...
დამტვრევა ლამაზ თამაშში
ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ტრავმა იოლი არ უნდა იყოს. „ბაიერნის” ვარსკვლავი” ჯოშუა კიმიხი „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა. მას იღბალმა ერლინგ ჰოლანდთან ორთაბრძოლისას უმტყუნა. გერმანიის ნაკრების მოთამაშე მოედნის ცენტრში შეცდა — ბურთი ჰოლანდს ჩაუგდო. როდესაც შეატყო, რომ ნორვეგიელი სახიფათო შეტევას იწყებდა, კიმიხმა ორთაბძოლა წამოიწყო. მან დორტმუნდელს ფეხში მიჰკრა, ის წაბორძიკდა, მაგრამ წონასწორობა შეეინარჩუნა და სხვლა...
ლეონარდომ ფლიკი დაიწუნა
ლეონარდო ჟარდიმი ის კაცია, „მონაკოს“ წლების განმავლობაში რომ თავკაცობდა და ისეთი ფეხბურთელები გამოზარდა კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ტომა ლემარი და სხვები რომ არიან. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და ქომაგთა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. „კარგ გუნდში რომ მოხვდე, კარგი კონტაქტებია საჭირო. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომგები მწვრთნელების ჩამოსათვლელად თითები გეყოფა. აი, პსჟ-სა და „ბაიერნის“ მწვრთნელები ავიღოთ. მათი...









