ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ტრავმა იოლი არ უნდა იყოს. „ბაიერნის” ვარსკვლავი” ჯოშუა კიმიხი „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა. მას იღბალმა ერლინგ ჰოლანდთან ორთაბრძოლისას უმტყუნა.
გერმანიის ნაკრების მოთამაშე მოედნის ცენტრში შეცდა — ბურთი ჰოლანდს ჩაუგდო. როდესაც შეატყო, რომ ნორვეგიელი სახიფათო შეტევას იწყებდა, კიმიხმა ორთაბძოლა წამოიწყო. მან დორტმუნდელს ფეხში მიჰკრა, ის წაბორძიკდა, მაგრამ წონასწორობა შეეინარჩუნა და სხვლა განაგრძო. საბოლოოდ, „დორტმუნდის” კონტრშეტევა უშედეგოდ დასრულდა, კიმიხი კი მუხლნატკენი დარჩა.
მოედანზე „ბაიერნის” ექიმები შევიდნენ, კიმიხს მცირე მკურნალობა ჩაუტარეს, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ ადგილზე ვერაფერს გააწყობდნენ. ბავარიელებმა კიმიხი შეცვალეს, მსაჯმა კი ჰოლანდის წინააღმდეგ აგრესიული თამაშის გამო ის ყვითელი ბარათით დასაჯა.
მატჩის შემდეგ „ბაიერნის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ტელეკომპანია „სქაის” უთხრა: „თავის მოკატუნებას აზრი არ აქვს. კიმიხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მისი შეცვლა იოლი საქმე არ იქნება”.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კიმიხის ტრავმაზე ჯერჯერობით უფრო დაზუსტებით არაფერია ცნობილი, „დორტმუნდისა” და „ბაიერნის” შეხვედრა კი მშვენიერი სანახავი გამოდგა. ბავარიელებმა მოიგეს 3:2.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
