აგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო. ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა სტადიონზე მიდის, იმდღევანდელი მატჩი თითქოს მოთავებულიც კი აქვს და უკვე იმას ფიქრობს, ხუთი თვის შემდეგ როგორ მოუგებს ნორვეგიას. ჩვენი ფეხბურთის ბედი ისეთია, რომ კაცმა სულ მომავალზე უნდა ილაპარაკოს, ვინაიდან დღევანდელობის...
წელი: 2020
რეალს ბევრი დრო აღარ აქვს
სერხიო რამოსმა ინსტაგრამის მეშვეობით თავისი გულშემატკივარი ააღელვა. „რეალის” 34 წლის კაპიტანმა თავისი 100 გოლის ვიდეო დაპოსტა და მიაწერა: „ჯერ დრო მაქვს. კიდევ გავიტან”. რამოსის ეს სიტყვები ბევრმა მინიშნებად აღიქვა. რას უნდა ნიშნავდეს „ჯერ დრო მაქვს”? იმას ხომ არა, რომ კაპიტანი კლუბთან ახალ კონტრაქტს აფორმებს? მის ძველ ხელშეკრულებას ხომ 2021 წლის ზაფხულში ვადა გასდის. თუმცა, რამოსის...
კუმანი: თუ სკანდალს ეძებთ, ეს თქვენი პრობლემაა
დღეს „ბარსელონა” „ბეტისს” ხვდება. თამაში საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზეა. მატჩის წინ, „ბარსას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სხვა საკითხებთან ერთად ლეო მესის ერთგულებაზეც ილაპარაკა. ამ ბოლო დროს მოხშირდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს არგენტინელმა „ბლაუგრანაზე” გული აიყარა. „ლეო დიდი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ მოედანზე გვჭირდება. აქ, მას შეუძლია მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნას. მესი განსაკუთრებით საშიში შეტევაშია. როგორც...
მანჩესტერის კანდიდატებში ცვლილებაა
აგერ, გუშინ, ბრიტანულმა მედიამ, გაემზადეთ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელად მაურისო პოჩეტინო მიდისო და… დღეს, უკვე ESPN-მა, დიდი შანსია „იუნაიტედი“ იულიან ნაგელსმანმა გაწვრთნასო. თავადვე წერენ, 33 წლის გერმანელი სპეციალისტის ინტერესი კლუბიდან მიდისო… ასევე იყო საუბარი ბრენდან როჯერსზეც, მაგრამ იმასაც იუწყებიან, იმის მიუხედავად, რომ არასახარბიელო შედეგებია, კლუბი ჯერ მხარდაჭერას უცხადებს ოლე-გუნარ სულშერსო.
ინგლისის კარში ფსიქოლოგიური პრობლემა დგას
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეშფოთება გამოთქვა — მას მეკარე ჯორდან პიკფორდი მხნედ სჭირდება, ის კი მერსისაიდულ დერბიში ლივერპულელ ვირჯილ ვან დაიკთან დაჯახების შემდეგ შესაძლოა ცოტა შემკრთალია. მოგეხსენებათ, იწყება სანაკრებო თამაშების პერიოდი. ინგლისელებს სამი შეხვედრა ელით, ირლანდიასთან, ბელგიასა და ისლანდიასთან. საუთგეიტი კი ამბობს, რომ პიკფორდი მისთვის ნომერ პირველია, რომლის სრულყოფილი შემცვლელიც ინგლისში ჯერჯერობით არ ჩანს....
ბარსელონაში ვადა ჰქონდათ დათქმული
თავიდან იყო ლეო მესის ტრანსფერის ირგვლივ ატეხილი ალიაქოთი; შემდეგ, პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს გადადგომის მოთხოვნა და გადადგომა; ახლა კი ხელფასების შემცირების ამბავია. ნათქვამი იყო, რომ თუ კლუბი და კლუბის დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა შორის ყველაზე დიდხელფასიანები ფეხბურთელები არიან, გუშინდლამდე საერთო ენას ვერ გამონახავდნენ, ადმინისტრაცია გასამრჯელოებს თვითნებურად შეკვეცდა. ცხადია, ეს მარტივი საქმე არ არის. კლუბის დაქირავებულ თანამშრომლებს...
ნება თუ მიზანი
უეფამ უფრო მაღლა მდგომ ორგანოს, ფიფას საფეხბურთო წესებში ცვლილების შესატანად, წინადადებით მიმართა. ევროპელთა აზრით, მსაჯს თავად უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება საჯარიმოში ხელის თამაშის დროს. დღევანდელი წესებით საჯარიმოში ყველა „ხელზე მოხვედრა“ – პენალტია. ჰოდა, UEFA-ს ამ წესის გადახედვა სურს. „ძალიან ხშირად ხდება, რომ ბურთი ფეხბურთელს შემთხვევით ხვდება ხელზე. რადგან ასეთ შემთხვევებს ვერ გავექცევით, ისინი პენალტით...
მანჩესტერში პოჩეტინოზე დაფიქრდნენ
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელის შეცვლაზე დაფირდნენ. მიზეზი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგებია. თუ Manchester Evening News-ს დავუჯერებთ, „წითელმა ეშმაკებმა“ რადარზე „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მონიშნეს. საქმე ის არის, რომ თავად არგენტინელსაც სურს მანჩესტერელთა გაწვრთნა და ამაზე 2019 წლის დეკემბერშიც საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ახლანდელ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლშიარს გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მხარს ბოლომდე...
რაფა – მეოთხე უდიადესი
პარიზის „მასტერსის“ მეორე წრეში რაფაელ ნადალმა სამ სეტში თანამემამულე ფელიციანო ლოპესს 4:6, 7:6, 6:4 მოუგო. ეს მის კარიერაში მე-1000 გამარჯვება იყო. დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ესპანელი ისტორიაში მეოთხეა, ვინც ეს ბარიერი გადალახა. მასზე წინ მხოლოდ ივან ლენდლი (1068), როჯერ ფედერერი (1242) და ჯიმი კონორსი (1274) არიან.
რონალდუ და მხოლოდ კასილასი
კორონამოხდილი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყო. 35 წლის პორტუგალიელმა ალვარო მორატას მისამართით შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს კრიშტიანუ რონალდუს ზედიზედ მე-18 სეზონია ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში. მასზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ იკერ კასილასს აქვს ნათამაშევი – 20 სეზონი. თუ კრიშტიანუს სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, მას დიდი შანსი აქვს, კასილასს არათუ გაუსწორდეს, გადაასწროს კიდეც.









