ესპანეთის სუპერთასის გათამაშების ახალმა ფორმატმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც წესი, ტიტულს ორი გუნდი შინ და გასვლით სისტემით ათამაშებდა. ცვლილება საუდეთიდან მიღებულმა მაცდურმა წინადადებამ განაპირობა – ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია 4 წელიწადში გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, სუპერთასი კი 4 საუკეთესო გუნდს შორის ნახევარფინალებისა და ფინალის სისტემით გათამაშდება. არაბთა მიერ ნაოცნებარი სუპერფინალი „რეალი“-„ბარსა“ არ შედგა. ქომაგებმა...
წელი: 2020
კიკე – ბარსას ელ მაესტრო
„ბარსელონას“ ფანებისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა კლუბის დირექტორატის გადაწყვეტილება. 14 იანვარს კატალონიური გრანდის საჭე კიკე სეტიენმა ჩაიბარა. კონტრაქტი 0.5+1+1 სისტემით გაფორმდა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. ყველას ერთადერთი კითხვა აწუხებს: რატომ სეტიენი, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე დიდად არ დაუქუხია და არა იგივე ხავი? ხავის შემთხვევაში პასუხი მარტივია: „ბარსელონას“ დარი გრანდები შეთავაზებას, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია, მხოლოდ...
სუ ომი! საქართველო კვირას ელოდება
24:24! კვირას, ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში, საქართველოს დროით 18 საათზე, საპასუხო მატჩს ველით. სტრიმს ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელესაიტი გადასცემს: https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054 თბილისის სპორტის სასახლეში კი დრამატული მატჩი ვიხლეთ, რომლის მსვლელობისას ანგარიში თორმეტჯერ(!) გათანაბრდა და თუ ამ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, ფრე ლოგიკური შეგედი იყო. კიდევ, ცხელ გულზე რაც გვახსენდება, კარის ძელის მუხანათობაა — აშკარად ფინელებისკენ იყო. მარტო გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც ამ...
პატარა-დიდი ლუკა
ლეგენდარული მეჯიკ ჯონსონის სახელი არა მხოლოდ კალათბურთის, ზოგადად სპორტის ქომაგების მეხსიერებიდან, ალბათ, არასოდეს წაიშლება. დიდებული ამერიკელი კალათბურთელი, თავისი არაჩვეულებრივი კარიერის განმავლობაში, მილიონობით ქომაგს აღაფრთოვანებდა, პარკეტზე სასწაულებს სჩადიოდა და არაერთი რეკორდიც დაუმყარებია, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე მოხსნილია. მაგალითად, 1981 წელს, ჯონსონის დაფიქსირებული მიღწევა წარსულს ლუკა დონჩიჩმა ჩააბარა. სლოვენიელ კალათბურთელს წარდგენა არ უნდა ესაჭიროებოდეს. ამომავალი კი არა, გადაუჭარბებლად...
საქართველომ საბერძნეთს ტაიმი მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა. საფრანგეთთან გამარჯვების (9:7) შემდეგ, რითაც გუნდმა პრაქტიკულად პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, ჩვენები ძალიან ძლიერ საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ბერძნებმა პირველი შეხვედრა იტალიასთან წააგეს და სათამაშოდ ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ. სამწუხაროდ, მოწინააღმდეგემ ყველა ინტრიგა პირველსავე ტაიმში მოკლა და ცხრა ბურთით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ საქართველომ ბევრად უკეთესად ითამაშა და ლოკალური წარმატებაც იზეიმა, საქართველომ ტაიმი –...
ვირ-ეშმაკები
უეფამ 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გააკეთეს, თუმც ბოლო წუთს ერთი უცნაური რამ მოხდა, რის გამოც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ჩინოვნიკები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს. საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესიზე, სადიო მანეზე და რობერტ ლევანდოვსკიზე ნაკლები ხმები დააგროვა და წლის სიმბოლურში ვერ ხვდებოდა… უცებ კი ტაქტიკური სქემა...
აი, ამბავი: ჩიხურა ფრუიძის გარეშე
სოსო ფრუიძემ ჩიხურა დატოვა. ეს სენსაციური ამბავი დღეს გაცხადდა. გამოცდილმა სპეციალისტმა თითქმის 13 წელი იმუშავა საჩხრეში. მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი, სამჯერ იყო ქვეყნის თასის ფინალში და ერთხელაც გუნდი ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა. ფრუიძის ხელში „ჩიხურა“ ექვსჯერ გავიდა ევროტურნირებზე და ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით („აბერდინთან“ 0:5), დიდი ანგარიშით არ ჰქონდა წაგებული. ფრუიძის გუნდმა გამოთიშა თურქული „ბურსასფორი“...
არის ოქროც…
ეს უკვე სხვა საქმეა. ლამაზი სიზმარი, რომელიც ცხადად იქცა. ლოზანაში, სადაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გახურებულა, საქართველოს ოქროს მედალიც შეემატა. ზაფხულის სახეობებში ეს ამბავი არ გვიკვირს. ის კი არა, ერთხელ მაინც ასე რომ არ მოხდეს, სპორტის ქართველი გულშემატკივრები, სპეციალისტები და ჟურნალისტები იმ თამაშებს აუცილებლად წარუმატებლად შერაცხავენ, მაგრამ ზამთარში ოქრო კი არა, მედალიც ჩვენთვის დიდ ფუფუნებად...
უხერხული მეისეი…
ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე არსტაბილურად ასპარეზობს – ერთ დღეს გამარჯვებით გვახარებს, მეორე დღეს კი… ამჯერად, ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელთან ურთიერთშეხვედრების მაჩვენებელი 0:2-ზე ჰქონდა. ამჯერადაც, პერსპექტიული იაპონელი რიკიში (სპორტსმენი) უკეთესი იყო და ტენდენცია მის სასარგებლოდ გაგრძელდა. ჩვენებურმა კარგად დაიწყო, თუმცა მეტოქემ შესანიშნავად დაიქნია, უკნიდან ხელი მიარტყა და ცუკიოტოშის კიმარიტეთი (ილეთით) ტოჩინოშინი დოჰიოდან...
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი შინ წავიდა
ესეც, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი… დანია გავარდა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც E ჯგუფის ადრეულ შეხვედრაში უნგრეთმა ისლანდიას მოუგო და დანია-რუსეთის მატჩი ფორმალობად აქცია. დანიელებმა რუსებს მაინც აჯობეს — 31:28 და ეს იყო მათი პირველი გამარჯვება ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე. შედეგად, ქულის გარეშე დარჩენილი რუსები ბოლო ადგილზე ჩარჩნენ, ხოლო ნაქები მსოფლიოს ჩემპიონი ერთი მოგებითა და ერთი...









