ესეც, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი… დანია გავარდა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც E ჯგუფის ადრეულ შეხვედრაში უნგრეთმა ისლანდიას მოუგო და დანია-რუსეთის მატჩი ფორმალობად აქცია. დანიელებმა რუსებს მაინც აჯობეს — 31:28 და ეს იყო მათი პირველი გამარჯვება ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე. შედეგად, ქულის გარეშე დარჩენილი რუსები ბოლო ადგილზე ჩარჩნენ, ხოლო ნაქები მსოფლიოს ჩემპიონი ერთი მოგებითა და ერთი ფრით მესამე პოზიციას დასჯერდა.
დანიელთა და რუსთა თამაში, თუკი გავარდნილთა მატჩის აღწერას რაიმე მნიშვნელობა აქვს, დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმი რუსებმა მოიგეს 15:12; მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა, ხოლო ბოლო 11 წუთში დანიამ მეტოქე დაჯაბნა.
დანიას ასეთი ცუდი შედეგი არასდროს ჰქონია — ევროდან ისე გავარდა, რომ 11 საუკეთესში ვერ მოხვდა. ასეთი რამ აქამდე არც ერთ მსოფლიოს ჩემპიონს არ მოსვლია.
რაც შეეხება უნგრეთისა და ისლანდიის შეხვედრას, ის უნგრელებმა 24:18 მოიგეს და E ჯგუფის თავში დაფუძნდნენ. ამრიგად, უნგრელები მთავარ რაუნდში 2 ქულით გადავიდნენ, ხოლო ისლანდიელები ნულით.
პირველი ტაიმი ისლანდიამ 12:9 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ უნგრელებმა მათ გასაქანი არ მისცეს, 6 გოლზე მეტი არ გაატანინეს და საბოლოოდ დაჯაბნეს.
ამრიგად, მთავარ რაუნდში გუნდები წინასწარი ეტაპიდან გადაყოლილი ქულებით ასე დალაგდნენ:
I ჯგუფი: ხორვატია (2), ესპანეთი (2), ავსტრია (2), ჩეხეთი (0), გერმანია (0), ბელარუსი (0).
II ჯგუფი: ნორვეგია (2), უნგრეთი (2), სლოვენია (2), შვედეთი (0), პორტუგალია (0), ისლანდია (0).
ამ ჩამონათვალში, თანაბარქულიანი გუნდების რიგითობას განაპირობებს მათ მიერ წინასწარ ეტაპზე მეორე ადგილზე გასულ მეტოქესთან გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობაც. ასე მაგალითად, ნორვეგიამ D ჯგუფში პორტუგალიას 34:28 მოუგო, რაც მთავარი რაუნდის II ჯგუფში თავმოყრილ ორქულიანთა შორის საუკეთესო შედეგია და ამიტომ პირველად ნორვეგია წერია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
