ტოჩინოშინს უკვე დამტკიცებული აქვს, რომ მონაცემებით ჩემპიონია და, პირველ ყოვლისა, ბრძოლა ტრავმებთან უწევს. იოკოძუნა ვაკანოჰანამ რამდენიმე დღის წინ თქვა, ჩავხედე ქართველის ტრავმების ჩამონათვალს და ამ კაცს სიარული როგორ შეუძლია, ეგეც მიკვირსო. როცა ფორმაში იყო, თავად ჰაკუჰო დაამარცხა, მაშინ იმპერატორის თასის მოსაგებად მეორედ მიდიოდა, ტრავმა მიიღო და ოცნება ოცნებად დარჩა. მას მოტეხილი ხელი, მოტეხილი ნეკნი ოიაკატასთვის...
წელი: 2020
ბრავო – თანაგუნდელს კილერი მიუგზავნაო
იანვრის დასაწყისში ათენში დარკო კოვაჩევიჩს ესროლეს. მან მოახერხა ტყვიის არიდება და მხოლოდ მუხლი დაიზიანა, მსროლელი კი უკვალოდ გაუჩინარდა. ვის შეიძლებოდა ნდომებოდა კოვაჩევიჩის სიკვდილი თუ არა, დაშინება მაინც? შეგახსენებთ, რომ მშობლიური „ცრვენა ზვეზდას“ შემდეგ სერბმა „შეფილდ უენსდეიში“, „სოსიედადში“, „იუვენტუსში“, „ლაციოსა“ და „ოლიმპიაკოსში“ ითამაშა, ამჯამად კი სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორია. ბერძნულმა პოლიციამ ყველა ვერსია განიხილა, ყველაზე...
ჯოკერი
სლოვენიას ევროზე ადრეც უთამაშია, მაგრამ ოთხიდან ოთხი აქამდე არ მოუგია — შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე კონტინენტის მთავარ სანაკრებო შეჯიბრებაში მთავარი რაუნდის II ჯგუფის თამაშები დაიწყო. შეიძლება ანგარიშით ვერ მიხვდეთ (30:27), მაგრამ სლოვენიელებმა ისლანდიას იოლად მოუგეს. თუ სიტყვა იოლად გეხამუშებათ, ასე ვთქვათ: ამ შეხვედრაში სლოვენიელები ისლანდიელებს აშკარად ჯობდნენ. სლოვენიის ნაკრები ევრო 2020-ზე მსოფლიო მედიის საყვარელ...
საქართველოს ევროპაში მაისაშვილი გაიყვანს
საქართველოს რაგბის კავშირში ბრიფინგი გაიმართა, რომელსზეც საზოგადოებისთვის რამდენიმე საინტერესო ინფორმაციაც გამოცხადდა. კერძოდ, ის, რომ 2020 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს, ვინც იმმავდროულად თბილისის „ლელო-სარასენსის“ მთავარი მწვრთნელია და აქამდე მილტონ ჰეიგის ასისტენტად მუშაობდა. ნაკრებს ჰეიგთან ერთად ჩამოცილდა ყველა უცხოელი სპეციალისტი და ლევანს ქართველი ასისტენტები ეყილებიან. ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ „რაგბი ევროპის“...
ალინა, ლუკა და ნოა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ოფიციალურმა საიტმა (www.eurolympic.org) საქართველოს და ისრაელს საგანგებო სტატია მიუძღვნა, სადაც ყურადღება შვეიცარიაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე ამ ორი ქვეყნის სპორტსმენთა წარმატებაზეა გამახვილებული. „ლოზანის III ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ევროპის ორი ქვეყნისთვის ისტორიული გამოდგა. საქართველომ და ისრაელმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი მედლები მოიპოვეს,“ – წერენ ევროპელი ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ წყვილებში ისტორიული...
თქვენი სახელი? ფეიენოორდი, გენაცვალე…
ქართველებს (განსაკუთრებით ლიხსიქით) უცნაური სახელებით ვერ გაგვაკვირვებ. ოლიმპიადა, ლენსტალბერი, ავეჯი, ელშუქი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი უცნაურობა გაგვიგია, მაგრამ ერთი ჰოლანდიური წყვილის ფანტაზია ყველა საზღვარს გასცდა. მათ გადაწყვიტეს, შვილისთვის საყვარელი კლუბის სახელი დაერქმიათ. ფეიენოორდი ცუდად არ ჟღერს, მაგრამ თურმე ჰოლანდიაში მოქმედი კანონი “მიუღებელი” სახელების დარქმევას კრძალავს. როტერდამიდან ბელგიამდე, სადაც მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, სულ 100...
მელბურნში ბასილაშვილს სუნი დახვდება
ჩოგბურთის ქომაგებi სულ მალე 14-დღიან ნირვანაში გადაეშვებიან. 20 იანვარს, მისი უდიდებულესობა ავსტრალიის ღია პირველობა იწყება. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ალბათ, თავისებურად ემზადებიან სამეფო სპორტის ქართველი გულშემატკივრებიც. მიზეზს კი ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს. სწორება ნიკოლოზ ბასილაშვილზეა, რომელიც ერთადერთი იქნება შორეულ ავსტრალიაში საქართველოს რომ წარადგენს, რადგან ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს. ჩვენებური,...
ფეხბურთელებო, ერიდეთ პოლიტიკას
– ეჰ, სულ ტაქსის მძღოლი კი არ ვიყავი... – ალბათ ორი საუნივერსიტეტო განათლება გაქვთ და დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით (ღიმილით)… – არა, ფეხბურთელი ვიყავი. – მიაღწიეთ რამე სერიოზულს? – როგორ გითხრათ. FIFA-მ წლის საუკეთესო თავდამსხმელად მაღიარა… თუ ეს საუბარი თბილისში კი არა, ვაშინგტონში ხდება, UBER-ის ტაქსიში და მძღოლი ზომიერად ფერხორციანი ჭაღარა მამაკაცია, კარგად დააკვირდით. ეს შუახნის თურქი...
ტოჩინოშინი აგებს, გაგამარუ მიდის…
17 იანვარი სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის მძიმე აღმოჩნდა. ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს მეექვსე დღეს, მისთვის პრინციპულ მეტოქესთან, შოდაისთან, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ბალანსი 7:8-ზე ჰქონდა, კიმარიტე (ილეთი) იორიკირით დამარცხდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან იაპონელი შესანიშნავ დიდ ტურნირს ატარებს და ჯერ მარცხიც არ აქვს ნაგემი. თუმცა, ერთი მარცხი კარიერის დასრულებასთან რა მოსატანია. მთავარი სალაპარაკო თემა თეიმურაზ ჯუღელია. 2005 წლის შემდეგ, გაგამარუმ...
იბერიული წინსვლა
შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე მთავარი რაუნდი დაიწყო. I ჯგუფში „ბებერი კონტინენტის” მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ჩეხეთს აჯობა — 31:25 (14:9). მიმდინარე ევროზე იბერიელებმა ოთხიდან ოთხი მოიგეს. ჩეხებთან შეხვედრაში ესპანელების თამაში აწყობილი იყო სწრაფ კონტრშეტევებზე, რომელთაც ზურგს შესანიშნავი მეკარის გონსალო პერეს დე ვარგასის კარგი თამაში (11 მოგერიება) უმაგრებდა. სტატისტიკოსებმა თქვეს, რომ ეს ესპანეთის...









