„მანჩესტერ იუნაიტდის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გასაჭირშია — მის გუნდს „ბარნლიმ” მოუგო (2:0), თან „ოლდ ტრეფორდზე”, და პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირა. შონ დაიკის მოთამაშეთაგან გოლები გაიტანეს კრის ვუდმა და ჯეი როდრიგესმა. „იუნაიტედმა” საშინლად ითამაშა. გულშემატკივრები „ოცნებათა თეატრს” საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე ტოვებდნენ. „ხელები უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, — თქვა...
წელი: 2020
ხორვატიის უშიშრობაზე დასკვნას ნორვეგია დადებს
შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში დასრულდა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპი. დარჩა მატჩი 5-6 ადგილებისთვის, ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. მთავარი ეტაპის I ჯგუფში ხორვატიამ კინაღამ მოუგო ესპანეთს, მაგრამ იბერიელებმა ბოლოწამს გაქვითეს — 22:22. შედეგად, პირველი ადგილი ესპანელებს დარჩათ, მეორე კი ხორვატებს. ამ თამაშის შესახებ სხვანაირადაც შეიძლება ითქვას: ქამბექების დიდოსტატმა ხორვატიამ ესპანელებს ექვსქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და...
ჯანო კუნძულზე
11 წლის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკიდან“ აბარგებულმა ჯანო ანანიძემ კვიპროსს მიაშურა და კარიერას „ანართოზისში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმც პირობები ჯერ არ გახმაურებულა. ჯანო „ანართოზისში“ თავს უცხოდ არ იგრძნობს, რადგანაც მწვრთნელის გარდა მას კუნძულზე ეროვნულ გუნდში პარტნიორები – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დახვდებიან. შეგახსენებთ, ჯანო...
მეზობელი უკან დარჩა
მიჯრით 3 წაგებული მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მერვედფინალში რუსეთთან დრამატულ დაპრისპირებაში მინიმალური ანგარიშით მარცხი რომ იყო, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა თურქეთის ნაკრები დაიბრიყვეს. მეზობლებთან ჩვენები იმთავითვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ის ფაქტი, რომ აუზიდან გამარჯვებულები ამოვიდნენ, სიურპრიზი არავისთვის იყო. 12:6 – ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართველი წყალბურთელების უპირატესობა სოლიდური იყო....
ბარსა ექვსთვიანებს ეძებს
„ბარსელონა” „ვალენსიას” თავდამსხმელის როდრიგო მორენოს ყიდვას ცდილობს. ესპანეთის ჩემპიონი სხვა ვარიანტებზეც მუშაობს, მაგრამ მორენოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. „ბარსას” აქტიურობის მიზეზი კი დაშავებული ლუის სუარესის შემცვლელის მოძებნა გახლავთ. სუარესმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ოთხი თვე რეაბილიტაციას მოუნდება. შესაბამისად, „ბლაუგრანა” თავდამსხმელს ეძებს, ოღონდ გარკვეული პირობით: ვინაიდან ამ ეტაპზე კატალონიური კლუბი ფულის ხარჯვას ერიდება, გადაწყვიტა ისეთი ვინმე...
როგორმე მისი მავაში…
ტოჩინოშინმა გუშინ იოცუ-ძუმოთი (მავაშიში ჭიდილი) ასანოიამა დაამარცხა, დღეს კი 34 წლის ვეტერან ოკინოუმისთან დამარცხდა. ამ ბაშოზე ქართველი ჩემპიონისგან გამორიცხული არაფერია… ეს ერთის მხრივ კარგიც არის, რადგან მისი მეტოქე ხვალ ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც იმპერატორის თასის მოსაპოვებლად იბრძვის (ბალანსი 9:2 და 1 გამარჯვებით ჩამორჩება შოდაისა და ტოკუშორიუს). ასეთი რანგისა და მოტივაციის მქონე მოწინააღმდეგესთან გამარჯვება ორმაგად დასაფასებელი იქნება....
აღარ დააწიოკა
პორტუგალია რომ ყოჩაღი გუნდია, ეს სლოვენიასთან ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპის II ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაშიც დამტკიცდა. 21:21-მდე ანუ 45 წუთის განმავლობაში თამაში თანაბარი იყო და მხოლოდ მერე უმტყუნა სამხრეთელებს გამოცდილებამ. ბალკანელები წინ გავიდნენ და მოიგეს — 29:24. ამრიგად, სლოვენიამ უმნიშვნელოვანესი 2 ქულა შეიმატა და თუ ბოლო ტურში თვით ნორვეგიას აჯობებს, ნახევარფინალში გავა. თუ ვერა...
რიო მოგონებებს ანგრევს
რაღა დროს 2016 წელი და რიოა, სადაცაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მოგვიკაკუნებს, მაგრამ საოცნებო ქალაქს ოლიმპიურ-სპორტულ ჭრილში თითქმის 4 წლის შემდეგ ისევ უნდა დავუბრუნდეთ. არა, რა თქმა უნდა, ამ ზაფხულს, იაპონიის დედაქალაქიდან ოლიმპიური თამაშების რიო დე ჟანეიროში გადატანას არავინ გეგმავს, საქმე სულ სხვაა. ბრაზილიის სასამართლომ ოლიმპიური პარკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც თამაშების პერიოდში განთავსებული იყო საწყლოსნო...
ჯანომ წერილი დაწერა…
11 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკს“ საბოლოოდ დაემშვიდობა. 27 წლის ფეხბურთელი რუსულ კლუბს, რომელთან ერთადაც რუსეთის ჩემპიონობაც იზეიმა და ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა, ემოციური წერილით დაემშვიდობა. „დღეს, ურთიერთშეთანხმების შედეგად ჩემსა და „სპარტაკს“ შორის კონტრაქტი დასრულდა. შევთანხმდით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მოხარული ვარ, რომ 11 წლის წინ, ჩემი და ამ შესანიშნავი კლუბის გზები...
ჯანო მგელი გახდებაო?
დასრულდა ჯანო ანანიძის 13-წლიანი ეპოპეა მოსკოვის „სპარტაკში“. 2007 წელს კლუბის საფეხბურთო სკოლაში მისულს 2009-ში უკვე ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. წლების მანძილზე რა არ გამოიარა – გაღმერთებაც და მძაფრი კრიტიკაც. იმის მიუხედავად, რომ ევროპულ შემოთავაზებებზე უარი თქვა და კლუბს უერთგულა, ბოლოს „ყველაზე მსხვრევად სპარტაკელად“ შერაცხულ ქართველზე გული აიცრუეს. მიზეზი ტრავმები იყო, მაგრამ ვაღიაროთ, რომ 10 წლის...









