„ბარსელონა” „ვალენსიას” თავდამსხმელის როდრიგო მორენოს ყიდვას ცდილობს. ესპანეთის ჩემპიონი სხვა ვარიანტებზეც მუშაობს, მაგრამ მორენოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
„ბარსას” აქტიურობის მიზეზი კი დაშავებული ლუის სუარესის შემცვლელის მოძებნა გახლავთ.
სუარესმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ოთხი თვე რეაბილიტაციას მოუნდება. შესაბამისად, „ბლაუგრანა” თავდამსხმელს ეძებს, ოღონდ გარკვეული პირობით: ვინაიდან ამ ეტაპზე კატალონიური კლუბი ფულის ხარჯვას ერიდება, გადაწყვიტა ისეთი ვინმე მოძებნოს, ვინც ექვსთვიან კონტრაქტსაც დაყაბულდება. ხოლო, თუ ფეხბურთელი და „ბარსა” ერთმანეთს შეეწყობიან, ზაფხულში უკვე ნაღდ გამოსყიდვაზე დაიწყება ლაპარაკი.
„ბარსას” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მიერ დასახული ამოცანის ხორცშესხმა რთულია, მაგრამ გამორიცხული არ არის. თუ მორენოს ვერ იყიდიან, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ან ტიმო ვერნერის ვარიანტს მოსინჯავენ. პირველი „არსენალში” თამაშობს, ხოლო მეორე „ლაიპციგში”, თუმცა ამ ორმა კლუბმა კატალონიელთა გეგმების შესახებ რომ გაიგო, ჯერჯერობით შორს დაიჭირა.
კიდევ, ლაპარაკია „მონაკოს” თავდამსხმელ ბენ იედერზეც, თუმცა მორენო მაინც ყველაზე სავარაუდო ვარიანტია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
