წელი: 2020

Home 2020
სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?
ჩანაწერი

სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?

ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ. რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება. უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი...

როჯერის რთული მეასე
ჩანაწერი

როჯერის რთული მეასე

„ერთი პერიოდი იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, პრესკონფერენციაზე თუ რა ახსნა უნდა მომეძებნა მარცხისთვის,“ – იტყვის მოგვიანებით როჯერ ფედერერი. გენიალურ შვეიცარიელ მეჩოგნეს თავის მართლება აღარ დაჭირდება. ყველაზე კრიტიკულ მომენტში „რკინის როჯერმა“ გააკეთა ის, რაც თავისი არაჩვეულებრივი კარიერის მანძილზე ხშირად გაუკეთებია და ავსრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა. ჯონი მილმანს კი ქება და ქება ეკუთვნის. აშკარაა, რომ...

კოცნა და ცრემლი
ჩანაწერი

კოცნა და ცრემლი

„ყველაზე საშინელი მომენტი, რაც კორტზე გადამიტანია,“ – ეს რაფა ნადალის სიტყვებია. ავსტრალიის ღია პირველობაზე ფედერიკო დელბონისთან შეხვედრისას (ესპანელმა 6:3, 7:6, 6:1 მოიგო) რაფამ უხერხულად მიიღო ბურთი და მსაჯის კოშკურასთან მდგომ გოგონას თავში მოარტყა. ნადალი მაშინვე გოგონასთან მივარდა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგადაა, ნამატჩევს კი მას და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა: “მაპატიეთ. შემთხვევითობა იყო, ანიტა...

საქართველომ ათეული დახურა
ჩანაწერი

საქართველომ ათეული დახურა

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა რიგით 34-ე ევრო პირველობაზე, საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩის მოგებასთან და შესაბამისად საუკეთესო 9 გუნდში მოხვედრასთან ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რაც ალბათ გამოცდილების ნაკლებობასთან ერთად, მეტოქის შეუპოვრობით და ხასიათის სიმტკიცით იყო გამოწვეული. გერმანელები რომ ნებისმიერ სპორტში მედგრად დგანან და რაც უნდა ცუდად მისდიოდეთ საქმე ყურებს არასოდეს ყრიან, არახალი ამბავია. მათ ეს...

ტოჩი უარყოფითში წავიდა
ჩანაწერი

ტოჩი უარყოფითში წავიდა

ჰაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. არც ველოდით, რომ გოეიდო ამ შერკინებაში მონაწილეობას მიიღებდა, რადგან მაკე-კოში (უარყოფით ბალანსი) უკვე დაფიქსირებული ჰქონდა და რეიტინგის მხრივ ასპარეზობის გაგრძელება ვერანაირ შედეგს მოუტანდა. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ქართველს 18:10-ს ამარცხებდა და, სამწუხაროდ, მისი გამარჯვებების მარაგს კიდევ ერთი შემატა. ოძეკიმ, მარტივად, იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) ჩვენებური დოჰიოს მიღმა გადაიყვანა. ლევანმა...

მაინც რუსებთან გატეხეს…
ჩანაწერი

მაინც რუსებთან გატეხეს…

როგორც იქნა, „ბასკონიამ“ რუსული წყევლა მოიშორა. ვიტორიელებმა, ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ 3 წაგებული თამაშის შემდეგ, რომელთაგან ორი მოსკოვის ცეესკასთან და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ განიცადეს, ნავსი გატეხეს და გამარჯვების გემო ისევ რუსულ კლუბთან გაიხსენეს. მცირე მიკროტრავმის შემდეგ „ხიმკის“ თავისი ერთპიროვნული ლიდერი ალექსანდრე შვედი დაუბრუნდა და მან მასპინძლებს 18 ქულა ჩაუგდო, თუმცა „ბასკონიას“ ქომაგთა სასიხარულოდ ეს საბოლოო წარმატებისთვის...

ისტორიული მედალი საქართველოსთვის
ჩანაწერი

ისტორიული მედალი საქართველოსთვის

ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია ელენე გედევანიშვილის შემდეგ, რომელიც ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 2010 და 2012 წლებში. ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ვაჟთა ერთეულებში, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! მორისმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა მიიღო, რაც დისციპლინაში მე-3 შედეგია. საბოლოო ჯამშიც მე-3 ადგილზე გავიდა – 246.71...

მანე, მანე, მანე?
ჩანაწერი

მანე, მანე, მანე?

„ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სადიო მანეს ტრავმის შესახებ ილაპარაკა. მანე სტუმრად „ვულვერჰემპტონთან” შეხვედრის 33-ე წუთზე დაშავდა. მერსისაიდელებმა  2:1 მოიგეს. გერმანელმა თქვა, რომ სენეგალელმა კუნთი იტკინა და მან ის თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ „წითლებმა” ანგარიში მე-8 წუთზევე გახსნეს — ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან ჯორდან ჰენდერსონმა თავურით შეაგდო, — იოლად არ მოუგიათ. რაულ...

ბასილაშვილი: ავსტრალია დამთავრდა, ქულები წავიდა…
ჩანაწერი

ბასილაშვილი: ავსტრალია დამთავრდა, ქულები წავიდა…

90 სარეიტინგო ქულა ავსტრალიაში დამწვარი ტყეებივით დაიფერფლა. პროგრამა მინიმუმიც, რისიც გულშემატკივარს ასე ეიმედებოდა, ვერ შესრულდა. ფერნანდო ვერდასკომ, ის მესამე წრეში თან გაიყოლა. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა და ამით რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებას ვერ აცდება. მეორე ეტაპზე, ქართველმა მეჩოგნემ ვეტერანი ესპანელის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მელბურნის კორტებზე შარშან გამომუშავებული ქულები დაკარგა. ასე რომ...

წაგებულის გამართლება
ჩანაწერი

წაგებულის გამართლება

ტაკაკეიშო მარტში ოძეკი იქნება, რადგან, ექს-ოძეკებიმ, ტაკაიასუმ და გოეიდომ ჩემპიონის შესაფერისი სუმო ვერ აჩვენეს, ერთადერთი წოდება კი, რომელიც არ ქვეითდება – იოკოძუნაა. გახსოვთ 2019 წლის ჰარუ (მარტის) ბაშო? მაშინ ბრძოლა ოძეკობისთვის შედგა – ტოჩი თუ მოიგებდა, ამ წოდებას შეინარჩუნებდა, თუ წააგებდა – დაქვეითდებოდა. ტაკაკეიშო თუ მოიგებდა გახდებოდა, თუ წააგებდა – ვერა… სამწუხაროდ, მაშინ იაპონელმა მოიგო,...