„ერთი პერიოდი იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, პრესკონფერენციაზე თუ რა ახსნა უნდა მომეძებნა მარცხისთვის,“ – იტყვის მოგვიანებით როჯერ ფედერერი.
გენიალურ შვეიცარიელ მეჩოგნეს თავის მართლება აღარ დაჭირდება. ყველაზე კრიტიკულ მომენტში „რკინის როჯერმა“ გააკეთა ის, რაც თავისი არაჩვეულებრივი კარიერის მანძილზე ხშირად გაუკეთებია და ავსრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა.
ჯონი მილმანს კი ქება და ქება ეკუთვნის. აშკარაა, რომ ფედერერს მასთან თამაში ძალიან უჭირს და ერთგვარად უხერხულ მეტოქედაც ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც – 30 წლის ავსტრალიელ მეჩოგნეს შარშანშინ ამერიკის ღია პირველობაზე ფედერერი დამარცხებულიც ჰყავს.
ამჯერად აღარ გამოუვიდა, თუმცა მიზანთან სულ რაღაც ორი მოგებული ქულა აშორებდა. გადამწყვეტი, მეხუთე სეტის ტაიბრეიქზე მილმანი 8:4 იგებდა, მაგრამ სასწაული ნერვების მქონე ფედერერმა ზედიზედ 6 გათამაშება და მასთან ერთად მატჩიც მოიგო.
ბოლოს, როდესაც ფედერერმა ხუთ პარტიისგან შემდგარი დაპირისპირება მოიგო მისთვის განსაკუთრებით ტკბილად მოსაგონარია – 2018 წელს, აქვე მელბურნში, მან მარინ ჩილიჩს ფინალში აჯობა.
ამასობაში კი ირკვევა, რომ როჯერ ფედერერისთვის ეს რთული გამარჯვება ავსტრალიის ღია პირველობაზე საიუბილეო – მე-100 ყოფილა. დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონმა ბოლო დროს მისთვის კიდევ ერთი უსიამოვნო ტრადიციაც დაარღვია. საქმე იმაშია, რომ როჯერს ხუთ სეტიანი თრილერები ზედიზედ 3-ჯერ ჰქონდა წაგებული, ამჯერად კი ნავსი გატეხა.
მეოთხედფნალის საგზურისთვის ფედერერი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება.
ავტორის პროფილი
- ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/03/2020 | 12:39თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
კატეგორიის გარეშე01/03/2020 | 13:14აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
აქეთურ-იქითური29/02/2020 | 18:15თუ დასცალდა ლივერპულს…
კატეგორიის გარეშე29/02/2020 | 17:39დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
