მელბურნის დიდებული საჩოგბურთო კომპლექსის მე-12 კორტზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს 4 საათი დასჭირდა უცნობ-უსახელო სუნ კვონის დასამარცხებლად. ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრეში ქართველი მეჩოგნე სამხრეთ კორეელს დაუპირისპირდა და ხუთსეტიანი თრილერიც გამოცხვა – 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3. ნათქვამია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, სპორტში მთავარი ყოველთვის საბოლოო შედეგია და ნიკასაც ამ გამარჯვებას ვულოცავთ, მაგრამ უთქმელობაც არ ივარგებს. ბასილაშვილი, 22...
წელი: 2020
მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი ბაზრობენ
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის” ჯობნა და „პარი სენ ჟერმენის” 32 წლის თავდამსხმელის ედინსონ კავანის გადაბირება უნდა. თავად კავანის კი პსჟ-დან წასვლა სურს. „იუნაიტედისთვის” კავანი „ვულვერჰემპტონთან” სათასო შეხვედრაში დაშავებული მარკუს რეშფორდის შემცვლელი იქნება. რეშფორდს გარკვეული ხანი მკურნალობა სჭირდება. „ექსპრესი” წერს, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა „პარი სენ ჟერმენს” კვირას წერილობით სთხოვა ტრანსფერი, რაც...
ტოჩი და 5:5
რას არ ველოდით, რას არ ვფიქრობდით, მაგრამ ასეთ ფორმაში მყოფი ლევან გორგაძე ასანოიამას მავაშიში ჭიდილს თუ მოუგებდა და მას დოჰიოზე შიტატენაგეს კიმარიტეთი (ილეთით) თუ დაანარცხებდა – ვერ წარმოვიდგენდით! იყო ორთაბრძოლა, გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი ოძეკის რანგს იბრუნებდა, ჩემპიონობისკენ მიემართებოდა, მაშინ ასანოიამასთან შეხვედრა რომ მოეგო. მოიგო კიდეც, მაგრამ შიმპანები (მსაჯები) ადგნენ და სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღეს – წარმატება ჩვენიანს წართვეს...
ხორვატია, ესპანეთი ან ეპანეთი, ხორვატია
ჩახვიდე ევროზე და ექვსი თამაშიდან ექვსი მოიგო, ჩინებული შედეგია. ეს ხორვატიამ ჩეხების კარში საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე გატანილი გოლით შეძლო — 22:21. გადამწყვეტი სროლა მარცხენა ინსაიდმა ლუკა სტეპანჩიჩმა შეასრულა. ხორვატთა გუნდში რამდენიმე წამყვანი ხელბურთელი ისვენებდა. მიზეზი: წინა ტურში გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ ბალკანელებს ნახევარფინალის საგზური გარანტირებული ჰქონდათ. ახლა ხორვატები, 8 ქულითა და ბურთების სხვაობით +14, მთავარი...
ომი წყალში
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი დაგვიტოვა. ჯგუფში საფრანგეთთან გამარჯვებამ კონტინენტის საუკეთესო თორმეტ გუნდში გაგვიყვანა. მართალია, საბერძნეთსა და იტალიასთან დავმარცხდით, თუმცა აქ ძალთა ბალანსი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ გამარჯვების მოთხოვნა მეტისმეტი იქნებოდა. 1/8 ფინალში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდა. შეხსენება არავის სჭირდება, ეს შეხვედრა რამდენად პრინციპულ მნიშვნელობას ატარებდა. პირველი ტაიმი მეტოქემ მოიგო –...
7 ქართული ლელო ევროთასებზე
არნახულად ბარაქიანი უქმეები გამოუვიდათ ქართველ მორაგბე ლეგიონერებს. 7 ლელო! ასეთი შედეგი ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის რომელიმე ცალკეულ ტურში ან საშეჯიბრო დღეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ძირითადად ფრანგულ კლუბებში თავმოყრილ ქართველებს შორის არა მხოლოდ პირველხაზელი მორკინალები არიან, არამედ შუამარბებისა და გარემარბების გამოკლებით ყველა პოზიციის მოთამაშეა, რომლებიც თანდათან ეჩვევიან უმაღლეს დონეზე თამაშს და...
ბარსელონამ ბურთი უკან წაიღო
ახალი მწვრთნელის ხელში „ბარსელონამ“ წუხელ პირველად ითამაშა და არ ითქმის, ქომაგი აღფრთოვანებული დარჩაო. კატალონიელებმა კი მოიგეს, მაგრამ ისე უსახურად ითამაშეს, ბოლოს ლამის ტრიბუნებიდან უსტვინეს. კიკე სეტიენის შეგირდები „გრანადასთან“ 1:0 მოგებული შეხვედრისას მართლაც ტოტალურ უპირატესობა ფლობდნენ, ოღონდ ეს უპირატესობა ოდენ ბურთის ფლობაში გამოიხატა და, ცხადია, ანგარიშში… სანახაობრივ მხარეზე კი ბოდიში, ის სადღაც გამქრალიყო. „ბარსელონამ“ 90 წუთის...
შენგელიას ბარსელონა მადრიდში
91:91 – ტაბლოზე ეს ანგარიში იყო დაფიქსირებული, ხოლო მატჩის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა. ვიწრო კი ისევ თორნიკე შენგელიამ გაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა, მადრიდში ბარსელონა გაიმეორა, ყველაზე ნერვულ და რთულ სიტუაციაში თამაში საკუთარ თავზე აიღო, ცრუ მოძრაობებით ფარქვეშ ისე შეიჭრა მეტოქეებს თავბრუ დაახვია და ისეთი ჩატენა კალათის ღერძი ლამის მოგლიჯა. ჩვენებურმა მალევე ორი საჯარიმო ტყორცნაც ზუსტად გამოიყენა....
ლივერპულის 1001 ღამე
იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისური პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერს“ 2:0 მოუგო და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა. უკვე 1001 დღეა, მერსისაიდელებს მშობლიურ „ენფილდზე“ პრემიერლიგის მატჩი არ წაუგიათ. ბოლოს ეს 2017 წლის 23 აპრილს „კრისტალ პალასთან“ მოხდა. მას შემდეგ „ლივერპულმა“ 52-დან 42 შეხვედრაში იმარჯვა და 10-ჯერ ფრედ ითამაშა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში კლოპის გუნდი 22 მატჩში 21 მოგებით და...
ტოჩი-ლომ-შინი
ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა და ბალანსი მისი რეიტინგისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. როცა ოძეკი იყო, მაშინ ოთხს წააგებდა თუ შვიდს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა ასეთი ფუფუნება აღარ გვაქვს – კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შემთხვევაში წინ წაიწევს, მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) დაქვეითდება, რაც მეტს წააგებს – მით უფრო. ჰაცუ ბაშოს მეცხრე დღეს, ქართველი გოლიათი მისთვის უხერხულ მეტოქეს, ტამავაშის დაუპირისპირდა. ისინი...









