წელი: 2020

Home 2020
გოგონები ჰელსინკიში
ჩანაწერი

გოგონები ჰელსინკიში

დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობა. ქომაგმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მერვე ტრიუმფი იხილა, ხოლო ქალებში საჩოგბურთო სამყაროს სიურპრიზი 21 წლის ამერიკელმა სოფია კენინმა შესთავაზა. მელბურნის ციებ-ცხელები შემდეგ კი სანაკრებო ბატალიების დრო დადგა, ოღონდ ქალთა შორის, თორემ ვაჟებში დევისის თასის გამარჯვებული, რომელიც ამიერიდან უკვე განახლებული ფორმატით იმართება, ესპანეთის ნაკრები რომ გახდა კარგად გემახსოვრებათ. ფედერაციის თასზე, მსოფლიო ჯგუფის ფლეი ოფში...

მესის წელიწადში ერთი
ჩანაწერი

მესის წელიწადში ერთი

„ბარსელონას“ კაპიტანმა და მსოფლიო ფეხბურთის საყოველთაოდ აღიარებულმა პირველკაცმა ლეო მესიმ კლუბის პრეზიდენტ ჟოზე მარია ბარტომეუს გეგმები აურია. „ბარსას” თავკაცს ლეოსთან უვადო კონტრაქტის გაფორმების ეიმედებოდა, მაგრამ არც არგენტინელი გამოდგა ჯაბანი: 33 წლის არგენტინელმა ბოსებს შეუთვალა, კონტრაქტი, რომელსაც 2021 წელს ყავლი გასდის, წელიწადში ერთხელ, ივლისის თვემდე გავახანგრძლივოთო. არავინ ეჭვობს, რომ მესი ბარსელონადან არსად წავა და ეს მისი...

ჩოგბურთის დი კაპრიო…
ჩანაწერი

ჩოგბურთის დი კაპრიო…

… ეს ახლა შეარქვეს, თორემ სოფია კენინს უფრო ხშირად მაკოლეი კალკინს ადარებდნენ – ერთი როლის ტყვეობაში ჩარჩენილ მსახიობს. ამ გოგონამ 21 წლის ასაკში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, თუმცა ვუნდერკინდი გოგონასგან მსგავს ტრიუმფს ადრეც ელოდნენ. ამადაც ადარებენ ლეონარდო დი კაპრიოს, ვინაც 41 წლის ასაკამდე ელოდა ნანატრ „ოსკარს“. 21 წელიწადი ბევრი არ არის, მაგრამ კენინმა მაინც დაიგვიანა....

ნოლეს მერვე საოცრება
ჩანაწერი

ნოლეს მერვე საოცრება

„შენ დღეს საკუთარი თავი პოპულარული და უფრო ცნობადი გახადე. ყოჩაღ, მშვენიერი მოქმედება იყო შენი მხრიდან,“ – უთხრა მეორე სეტის მიწურულს ნოვაკ ჯოკოვიჩმა დამიენ დუმუსს. და ვინ არის ეს დუმუსი? ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი, რომელმაც ნოლე მოწოდების ხაზზე მდგომი ორჯერ დროის გაწელვისთვის დააჯარიმა. პირველი სეტი სერბს მოგებული ჰქონდა და მეორეშიც ფსიქოლოგიური უპირატესობა მის...

ძველ ჭეშმარიტებათა გახსენება
ჩანაწერი

ძველ ჭეშმარიტებათა გახსენება

„ვ სავრემენნომ ფუტბოლე სამოე გლავნოე პერეხოდ ოტ ატაკი კ აბარონე ი ნააბაროტ,“ – იტყოდა ხოლმე ძველ, ზასტოის დროში ნიკოლაი ოზეროვი, რუსთა უპირველესი ტელეკომენტატორი. ოზეროვი ამას იმეორებდა ტაიმში სამჯერ და იმგვარი ინტონაციით, რომ თქვენი არ ვიცი და, მე ყოველთვის მეცინებოდა. დიახ, ოზეროვს უყვარდა პათეტიკა და შეცვეთილი თეატრალური გამონათქვამები, რომლებიც, როგორც ამბობენ, ბლოკნოტშიც კი ჰქონდა ჩაწერილი. მას...

დიდი ფულისთვის
ჩანაწერი

დიდი ფულისთვის

„ჰაბიბი დათანხმდება კონორთან ჩხუბს. ის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან,“ – თავს ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც ამბობენ ეს სიტყვები დანა უაითს ეკუთვნის, ხოლო ის ვინ არის, ბრძოლა წესების გარეშეს მოყვარულთ არ უნდა ესწავლებოდეს. UFC-ის პრეზიდენტთან კონფიდენციალური საუბრის დეტალები სააშკარაოზე მაიკლ ბისპინგმა გამოიტანა, რომელიც საშუალო წონაში ყოფილი  ჩემპიონია. „მე მას ვკითხე, ბოლოს და ბოლოს მიეცემა მაკგრეგორს რევანშის...

დააბით ეს ბიჭები!
ჩანაწერი

დააბით ეს ბიჭები!

წლევანდელ საფეხბურთო სეზონს გმირები არ აკლია, მაგრამ „დორტმუნდის“ ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგური დებიუტით ევროპა შეაზანზარა. 19 წლის ჰოლანდმა სულ სამ მატჩში ითამაშა და ჯამში 7 გოლი გაიტანა. ამ სამიდან ორ შეხვედრაში სულაც შეცვლაზე შევიდა და როცა სტატისტიკა დაუთვალეს, აღმოჩნდა: ერლინგს თითო გოლის გასატანად 20 წუთზე ნაკლენი ჰყოფნის. გაინტერესებთ, 7 გოლის გასატანად კარის ჩარჩოში რამდენჯერ დაარტყა...

უძვირესი ვირჯილი, ჩასაფრებული იუვენტუსი
ჩანაწერი

უძვირესი ვირჯილი, ჩასაფრებული იუვენტუსი

„იუვენტუსი” ზაფხულისთვის გამაოგნებელ სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს. ტურინელებს „ლივერპულისგან” ჰოლანდიელი მცველის ვირჯილ ვან დაიკის შეძენა უნდათ და მასში 150 მილიონი გირვანქის ანუ 178,5 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. გამოდის, რომ 28 წლის ფეხბურთელი მეორედ შეიძლება გახდეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული უკანახაზელი. 2018 წელს „ბებერმა ქალბატონმა” „რეალისგან” კრიშტიანუ რონალდუ იყიდა, ახლა კი მიზნად ვან დაიკის გადაბირება დაუსახავს და მიაჩნია,...

ძველი რბევა…
ჩანაწერი

ძველი რბევა…

შარშან, იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გულშემატკივრების წინაშე პირველად თბილისში წარსდგა, თან მეტოქეც უხერხული ჰყავდა. ახალი სეზონი და დიდი რაგბი იწყებაო, ასეთი იყო რუმინეთთად დაპირისპირებამდე წინასამატჩო ანონსი. ვისთვის როგორ, ჩვენი საზომებით შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ  2020 წლის 1 თებერვალს დიდი რაგბი მართლაც დაიწყო, ოღონდ...

სოფია
ჩანაწერი

სოფია

ავსტრალიაში, სადაც რამოდენიმე თვეა ტყის ხანძარი მძვინვარებს, ესპანელ გარბინიე მუგურუზას გავარვარებული მუგუზალი მოხვდა. ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პირველ ჩოგან ესპანელ ჩოგბურთელს როდ ლეივერის არენაზე ცეცხლი ამერიკელმა სოფია კენინმა შეუნთო და მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე ემოციებისგან ხმააკანკალებულმა და თვალცრემლიანმა ორგანიზატორებისგან ავსტრალიის ღია პირველობის კოხტა თასიც აღმართა. გარბინიე მუგურუზა ბლანკო ბევრს ეცადა გაესამებინა, როლან გაროსის და უიმბლდონის შემდეგ...