… ეს ახლა შეარქვეს, თორემ სოფია კენინს უფრო ხშირად მაკოლეი კალკინს ადარებდნენ – ერთი როლის ტყვეობაში ჩარჩენილ მსახიობს.
ამ გოგონამ 21 წლის ასაკში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, თუმცა ვუნდერკინდი გოგონასგან მსგავს ტრიუმფს ადრეც ელოდნენ. ამადაც ადარებენ ლეონარდო დი კაპრიოს, ვინაც 41 წლის ასაკამდე ელოდა ნანატრ „ოსკარს“.
21 წელიწადი ბევრი არ არის, მაგრამ კენინმა მაინც დაიგვიანა. ეს რომ აღვიქვათ, მის ცხოვრებას უნდა გადავავლოთ თვალი.
მოსკოველმა მშობლებმა, რომლებიც ნიუ-იორკში 1987 წელს გადაცხოვრდნენ, ყველაფერი გაიღეს გოგონასთვის. მამა ავტოსერვისში მუშაობდა, დედა მედდად, 5 წლის გოგონას კი უკვე პირადი საიტი შეუქმნეს. სრორედ მაშინ იპოვა რიკი მაკკიმ, ვისაც მარია შარაპოვა და ენდი როდიკი გაუზრდია.
პატარა სოფია აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, TENNIS CHENNEL-მა გადაცემა უძღვნა, შარაპოვასთან ფოტოები, კურნიკოვას მფარვალობა, კლაისტერსის ძიძობა…
ვალდებული იყო, ასეთი ავანსი გაემართლებინა. აკი თავად რიკი მაკკიმ თქვა, ასეთი ნიჭიერი პაწუკა არ მინახავსო.
16 წლისა იუნიორთა შორის მეორე ნომერი გახდა და იმავე წელს უფროსთა სლემზე ჰქონდა დებიუტი.
19 წლისამ ტოპ-50-ში შეაბიჯა და „როლან გაროსზე“ სერენა იმსხვერპლა.
სარშან VTA-ს სამი ტურნირი მოიგო და ოცეულის წევრი გახდა.
წელს უკვე დიდი სლემი და მე-7 ადგილი რეიტინგში…
მერე?
მერე უფრო ჩოგბურთის სტივენ სიგალს შევადარებდი. სონია იდეალურად ახერხებს მეტოქის სიმძლავრის და მოწოდების სიჩქარის მისსავე წინააღმდეგ გამოყენებას. თუ მეტოქე სწრაფია და ტექნიკური, სონია არ აცდის თამაშს და პირველ ნომრად იქცევა…
ეს უკვე ახალი ყაიდის ჩოგბურთია და ეს გოგონა მეშვიდეობას არ დაჯერდება. სონია ხომ მარია შარაპოვას (2008) შემდეგ ხომ პირველია, ვისაც ყველაზე სრულყოფილი ჩოგბურთელის შეფასება ერგო.




ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
