„ბარსელონას“ კაპიტანმა და მსოფლიო ფეხბურთის საყოველთაოდ აღიარებულმა პირველკაცმა ლეო მესიმ კლუბის პრეზიდენტ ჟოზე მარია ბარტომეუს გეგმები აურია.
„ბარსას” თავკაცს ლეოსთან უვადო კონტრაქტის გაფორმების ეიმედებოდა, მაგრამ არც არგენტინელი გამოდგა ჯაბანი:
33 წლის არგენტინელმა ბოსებს შეუთვალა, კონტრაქტი, რომელსაც 2021 წელს ყავლი გასდის, წელიწადში ერთხელ, ივლისის თვემდე გავახანგრძლივოთო. არავინ ეჭვობს, რომ მესი ბარსელონადან არსად წავა და ეს მისი აგენტების ხრიკია, რაც საპენსიოდ შემზადებული არგენტინელისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.
აქეთ ბარტომეუა და იქით ლეო, თუმც პრეზიდენტსაც მშვენივრად ესმის, რომ ეს მხოლოდ ვაჭრობაა და ჯიბეში ხელის ჩაყოფა კიდევ უფრო ღრმად მოუწევს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
