ვიდრე „დინამო არენაზე“ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი დაიწყება, საფრანგეთისა და ზოგადად სარაგბო სამყაროს ერთ-ერთმა უმთავრესმა ავტორიტეტმა, გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობის ერთერთ წევრზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, 29 წლის კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა გაწყვიტა კონტრაქტი რუსეთის „ენისეი სტმ“-სთან, რაც მთლად ზუსტი ინფორმაცია არაა, რადგან „შადრე“ კარგა ხანია კრასნოიარსკიდან წამოსულია და მშობლიური „ყოჩების“ ღირსებას...
წელი: 2020
ტალახაძის ახალი ოქროები
მორიგი ოქროს მედლები ლაშა ტალახაძის ისეც უმდიდრეს კოლექციაში, ამჯერად მსოფლიო თასზე გამარჯვების აღსანისნად… რომში ლაშა ტალახაძე, ცხადია, პირველობა არავის დაუთმო. დაუთმო. მან ჯერ 215 კგ. შტანგა აიტაცა, მერე 255 კგ. ასწია. სათქმელია, რომ ლაშამ მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონი სავჩუკზე მთელი 31 კგილოგრამით მეტი ასწია. ორჭიდის საერთო ჯამში ლაშა ტალახაძის ანგარიშზე 470 ქულა გახლავთ. აქვე...
ჩემპიონის მარცხი და გამარჯვება
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა ხელბურთელ ქალთა უმაღლესი ლიგის შეხვედრები. პირველ დღეს საქართველოს ჩემპიონმა ფოთის „ოქროს ვერძმა” „ყვარელთან” წააგო 24:30, ხოლო „მამულმა” 35:14 დაამარცხა წყალტუბოს „პრომეთე”. აღსანიშნავია, რომ ფოთელებმა ყვარელელებს პირველი ტაიმი 16:14 მოუგეს, თუმცა შესვენების შემდეგ კახეთის გუნდმა უფრო იყოჩაღა. მეორე დღს კი „ოქროს ვერძმა” ჩემპიონის შესაფერისი ძალები მოიკრიბა და „მამულს” 18:11 მოუგო. ყვარელმა 58:23...
იუნაიტედმა ბოლოწამს თავდამსხმელი იყიდა
ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ამას არა: იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „შანხაი შენხუადან” იჯარით ოდიონ იგჰალო გადაიბირა. ამრიგად, ოლე გუნარ სულშერს ბოლოს და ბოლოს ჰყავს თავდამსხმელი, რომელსაც ასე ნატრობდა — 30 წლის ნიგერიელი, რომელიც როგორც ინგლისური წყაროები ამბობენ, ადრე „უოტფორდში” თამაშობდა. ინგლისელი ჟურნალისტები „უოტფორდს” ხაზს იმიტომ უსვამენ, რომ მათი გუნდია და „იუნაიტედის” გულშემატკივარს იგჰალო...
265 ქალზე იძალადა. 300 წელი მიესაჯა
გაგაოცათ სათაურმა? არაფერი გამოგონილი. აშშ – ის სპორტული ტანვარჯიშის ნაკრებში გამეფებული ძალადობის ისტორია ბომბივით გასკდა. ბრალდებული კი ნაკრების ექიმი ლარი ნასარი გახლავთ. ახლა ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს, მაგრამ ნასარის წინააღმდეგ ჩვენება 265-მა გოგონამ მისცა. სექსიალური ძალადობა კონვეერულად ხდებოდა. დაზარალებულთა შორის ოლიმპიური ჩემპიონებიც არიან: სიმონე ბაილსი, ალექსანდრა რაისმანი, გაბრიელე დუგლასი და მაკკაილა მაროუნი. ბრალდებულს ჯამში 300...
წყალი, ბურთი და ერთი შანსი
ახლახანს, ბუდაპეშტში, წყლაბურთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა რომ დადებითად შეფასდა უკვე ითქვა და დაიწერა. ქართველმა წყალბურთელებმა, კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ იასპარეზეს და ყოველ ჯერზე უკეთესი შედეგით გამოირჩნენ. რევაზ ჩომახიძის შეგირდებისგან ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება სპეციალისტების მხრიდან სენსაციად შეირაცხა, რამაც საქართველოს ნაკრებს საუკეთესო 12 გუნდში გაუკვალა გზა. ქართველმა წყალბურთელებმა საბოლოოდ ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულეს...
კლოპის ლივერპული vs სერ ალექსის იუნაიტედი
ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „ვესტ ჰემთან” 2:0 გაიმარჯვა და ახლა სტატისტიკურად უფრო წინ არის, ვიდრე 1999 წელს ტრებლის მომგები „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. იურგენ კლოპის გუნდი საოცარ ფორმაშია. ის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 19 ქულით უსწრებს. არადა, სადაცაა 30 წელი შესრულდება მას მერე, რაც მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან. დღეს „ლივერპულს” 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ჩემპიონატის...
კორონავირუსმა სპორტს შეუტია
სპორტის პროფოსერობა ან მისი თავგადაკლული ქომაგობა სულაც არ უნდა იყოს საჭირო იმის ცოდნისთვის, რომ 2020 ოლიმპიური წელია. 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ფორუმზე საასპარეზოდ ათასობით სპორტსმენი შეიკრიბება, თუმცა მათ დიდ ნაწილს ტოკიოში გამგზავრების უფლება ჯერ არ გაუნაღდებიათ. ივნისის შუა რიხვებამდე, რიგ სპორტის სახეობებში სალიცენზიო შეჯიბრებია დაგეგმილი და ათლეტებმაც მთელი მსოფლიოდან სწორედ იქ...
ბრუნო ფერნანდეში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ხუთი პორტუგალიელი
ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ შეაყვარა. 25 წლის პორტუგალიელმა მანკუნიანელებთან ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფერნანდეშის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგი” „ოლდ ტრეფორდიდან” 55 მილიონ გირვანქას მიიღებს. თანხა ასე განაწილდება: 46,6 მილიონი ახლავე, 4,2 მილიონი იმის მიხედვით, თუ როგორ მოერგება ფეხბურთელი ახალ გუნდს და 4,2 იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. ხოლო თუ ბრუნო...
რუმინეთამდე საქართველო
შაბათს, 1 თებერვალს, საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება. ბორჯღალოსანთა პირველი მეტოქე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირზე ჩვენი მორაგბეების ტრადიციული და უმთავრესი კონკურენტია. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება, დასაწყისი 18:00 საათზე. ამასობაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს, სამატჩო რაზმი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 1.მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი...









