სპორტის პროფოსერობა ან მისი თავგადაკლული ქომაგობა სულაც არ უნდა იყოს საჭირო იმის ცოდნისთვის, რომ 2020 ოლიმპიური წელია. 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ფორუმზე საასპარეზოდ ათასობით სპორტსმენი შეიკრიბება, თუმცა მათ დიდ ნაწილს ტოკიოში გამგზავრების უფლება ჯერ არ გაუნაღდებიათ. ივნისის შუა რიხვებამდე, რიგ სპორტის სახეობებში სალიცენზიო შეჯიბრებია დაგეგმილი და ათლეტებმაც მთელი მსოფლიოდან სწორედ იქ უნდა იყოჩაღონ.
ამასობაში კი რამდენიმე სალიცენზიო ტურნირის გამართვას საფრთხე შეექმნა, უფრო სწორად ორი შეჯიბრი უკვე გადაიდო და ერთიც იგივე ბედის გაზიარების წინაშეა. მიზეზი, ბოლო ხანს, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსია, რომლის მთავარი კერაც ჩინეთი და ქალაქი ვუჰანია, თუმცა მკვლელმა ვირუსმა მცირედი დოზით ევროპამდეც ჩამოაღწია. ჩინეთის გარდა, ვირუსი კიდევ 19 ქვეყანაში ფიქსირდება და ბოლო მონაცემებით 213 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
27-29 მარტს, ჩინეთის ქალაქ უსანმა ჭიდაობაში აზიის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირს უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ვირუსის გამო დიდი ალბათობით გაუქმდება ან ადგილმდებარეობას შეიცვლის. „შექმნილ მდგომარეობას თვალყურს ვადევნებთ. კავშირზე ვართ ჩინეთის ჭიდაობის ფედერაციასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გადაწყვეტილებას უახლოესი 15 დღის განმავლობაში მივიღებთ,“ – ამბობს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი.
სერბი ჩინოვნიკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, აზიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობისთვის კორეა, ყაზახეთი და უზბეკეთი მზად არიან ჩაანაცვლონ ჩინეთი. მისივე თქმით, ჩინელმა მოჭიდავეებმა შეჯიბრებამდე გარკვეული დრო კარანტინში უნდა გაატარონ.
30 იანვარს, ამერიკის სამოას დედაქალაქ პაგო პაგოში ჭიდაობაში ოკეანეთის ჩემპიონატი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ იქ გავრცელებული წითელას გამო ტურნირი გაუქმდა.
3-14 თებერვალს უშუალოდ ქალაქ უჰანში, აზიის და ოკეანეთის მოკრივეთა ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირი იყო დანიშნული, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეპიდემიის ეპიცენტრში შეჯიბრის გამართვას არავინ დაუშვებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, შეჯიბრი მარტში იორდანიის დედაქალაქ ამანში ჩატარდება.
ავტორის პროფილი
- ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/03/2020 | 12:39თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
კატეგორიის გარეშე01/03/2020 | 13:14აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
აქეთურ-იქითური29/02/2020 | 18:15თუ დასცალდა ლივერპულს…
კატეგორიის გარეშე29/02/2020 | 17:39დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
