„პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” სტუმრად მოუგო 3:1. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ორი გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ, ჩინებულ გუნებაზე მყოფ ნეიმარს სხვადასხვა კითხვასთან ერთად, მის ყოფილ კლუბთან „ბარსელონასთან” და მის ყოფილ თანაგუნდელთან ლეო მესისთან დაკავშირებული კითხვებიც დაუსვეს. 28 წლის თავდამსხმელმა თქვა: „ყველაზე მეტად მინდა კვლავ მესის მხარდამხარ ვითამაშო,...
წელი: 2020
დაბრუნდნენ!
რვა თვეზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ინგლისის სტადიონებზე გულშემატკივარს ფეხი არ შეუდგამს და აი, გუშინ, ისინი დაბრუნდნენ! დაბრუნდნენ „კემბრიჯის”, „ლუტონის”, „შრუსბერის”, „ჩარლტონის”, „ვიკომბისა”, „კერლისლის” და კიდევ რამდენიმე კლუბის ფანები. კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის მერე ჩაკეტილი სარბიელები გაიღო. „ლუტონის” ფანებმა პლაკატიც მიიტანეს: ჩვენ დავბრუნდით! გუშინ, ინგლისში მეორე ეროვნული შეზღუდვა მოიხსნა, რამაც ზონა 2-ში მდებარე ქალაქების...
სახლში ხომ თბილად იჯექით, ბატონო ვაის?
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა რომ, საქართველოდან სუფთა სინდისით წავიდა. „საქართველოს ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, ან წარმატებული წავიდოდი, ან წარუმატებელი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ და მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. საქართველოში 5 წელი ვიმუშავე, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის და ცხოვრებისთვის. გამარჯვებული ვერ წამოვედი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ კვალი...
მესის ეს გრძნობა საერთოდ არ აქვს
„ბენფიკას” მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა თქვა, რომ დიეგო მარადონა მსოფლიოს უდიადეს მოთამაშედ ფეხბურთისადმი ვნებამ, დაუცხრომელმა სიყვარულმა აქცია. შემდეგ კი პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა მარადონა დღევანდელ ვარსკვლავებს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა. „მარადონა პელესთან ერთად ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, — ბრძანა ჟესუსმა, — პელე კვლავ ჩვენთან არის, ცოცხალია, მარადონაზე კი უკვე წარსულში გვიწევს ლაპარაკი. მარადონას სიდიადე მხოლოდ მისმა სათამაშო...
რატომ არ ითამაშებს მესი?
დღეს „ბარსელონა” სტუმრად თამაშობს „ფერენცვაროშთან”. ამ შეხვედრაში კატალონიელებს არ ეყოლებათ ლეო მესი. გამოდის, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე თამაშს ტოვებს, რაც ფრიად უჩვეულო ამბავია. ზედიზედ ორს კი არა, არგენტინელი, როგორც წესი, ერთ შეხვედრასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებს, თუ დაშავებული ან დისკვალიფიცირებულია. მესის წინა ტურში კიევის „დინამოსთანაც” არ უთამაშია. „ფერენცვაროშთან” შეხვედრის წინა...
თუ, თუ, თუ…
„რეალი” „შახტართან” ისევ დამარცხდა — 0:2. ზინედინ ზიდანი დიდი წნეხის ქვეშაა. თუკი ჩამპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს, ეს იქნება მისი პირველი ჩავარდნა ბოლო 24 წელიწადში. ყველა შეჯიბრებაში ერთად, „რეალმა” უკანასკნელ 6 შეხვედრაში მარტო ერთის მოგება მოახერხა. „შახტართან” სათამაშოდ გასულ „ლოს ბლანკოსს” ლა ლიგის სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და ამ...
გულშემატკივარს სრულად დააბრუნებენ!
„სანმა” შეიტყო, რომ სეზონის ბოლოს ინგლისში საფეხბურთო სტადიონები კვლავ გაივსება გულშემატკივრით. ამბობენ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბრიტანელთა ვაქცინაციის პროგრამა სრულად არ იქნება ამუშავებული. მთავრობიდან გამოვიდა ხმა, რომ ხალხის ტრიბუნებზე დასაბრუნებლად სრულიად საკმარისია დასრულდეს მოხუცებისა და რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრა. სხვა სიტყვებით, ვაქცინაციის საწყისი ფაზის შემდეგ, როგორც კი სიკვდილიანობა შემცირდება, სტადიონების ჭიშკრებს გააღებენ....
მშვიდობით, პაპა
გახსოვთ პაპა ბუბა დიოპი? როგორ არ გეხსომებათ ეს სენეგალელი გოლიათი, მეტსახელად „გარდერობი“, ვინაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარსკვლავებით გაძეძგილი საფრანგეთი დაასამარა. ფაბიენ ბარტეზის კარში მის მიერ გატანილი გოლით ჩემპიონატი სენსაციურად გაიხსნა. მესამე წრეში დიოპის დუბლით სენეგალმა ურუგვაისთან 3:3 ითამაშა და ჯერ მერვედ, მერე მეოთხედფინალში გავიდა. ეს წარმოუდგენელი მიღწევა დიდწილად დიოპის დამსახურება იყო. მოგვიანებით, პრემიერლიგაში ჭიდილებისას...
ტორონტო ჰარდენისთვის
ამერიკული მედიის ცნობით, „ტორონტო რეპტორზმა“ ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონ როკეტსიდან“ გადასაბირებლად სოლიდური სატრანსფერო პაკეტი გაამზადა. კანადური მხარე მზად არის ჰიუსტონელებს ჰარდენის სანაცვლოდ გამთამაშებელი კაილ ლოური, შემტევი მცველი ნორმან პაუელი და 2021, 2023 და 2025 წლების დრაფტის პირველი პიკი შესთავაზოს. თავად ჰარდენს კი, „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლა სურს და კლუბს აიძულებს ამ ვარიანტზე არც დაფიქრდეს შეგახსენებთ, რომ „ჰიუსტონში“...
ქართველი საფრანგეთის ნაკრებში
ქართველი ფეხბურთელი, კალათბურთელი თუ მორაგბე ევროპულ კლუბებში – არცთუ იშვიათი მოვლენაა. მაგრამ გაგიკვირდებათ და, ევროპაში ქართველი… თქვენ წარმოიდგინეთ, ჰოკეისტიც არსებობს! ფლორიან შაკიაშვილი საფრანგეთის ჰოკეისტთა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ალპების მაღალთიანეთში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბრიანსონში დაბადებულ-გაზრდილი ჭაბუკი ისევე, როგორც მისი თანატოლი თანაქალაქელი ბიჭების დიდი უმრავლესობა, ყინულის ჰოკეიმ გაიტაცა და თანდათან გამოჩნდა,...