„ბენფიკას” მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა თქვა, რომ დიეგო მარადონა მსოფლიოს უდიადეს მოთამაშედ ფეხბურთისადმი ვნებამ, დაუცხრომელმა სიყვარულმა აქცია. შემდეგ კი პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა მარადონა დღევანდელ ვარსკვლავებს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.
„მარადონა პელესთან ერთად ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, — ბრძანა ჟესუსმა, — პელე კვლავ ჩვენთან არის, ცოცხალია, მარადონაზე კი უკვე წარსულში გვიწევს ლაპარაკი. მარადონას სიდიადე მხოლოდ მისმა სათამაშო გენიამ კი არ განაპირობა, არამედ იმან, თუ როგორ გამოხატავდა, როგორ აკეთებდა ყველაფერს. სწორედ ამან შექმნა განსხვავება.
დიეგო მსოფლიოს მწვერვალზე იყო, მაგრამ მას მაინც სიგიჟემდე უყვარდა თამაში. ის ფეხბურთელად იყო დაბადებული. მას ყველაფერი თან დაჰყვა.
გრძნობას, რომელიც მარადონას ბურთის მიმართ ჰქონდა, სიყვარული ჰქვია. დღევანდელი საუკეთესო ფეხბურთელებიდან ეს გრძნობა მეტ-ნაკლებად აქვს კრიშტიანუ რონალდუს, ლეო მესის კი საერთოდ არ აქვს. მას ეს ვნება აბსოლუტურად არ ახასიათებს.
მესი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ახლა ცხოვრებაზე, გრძნობებზე ვლაპარაკობთ. ჩვენ თამაშის, ფეხბურთის მიმართ წარმოუდგენლად დიდ ვნებას განვიხილავთ. ჩემი აზრით, მარადონა სხვებთან შედარებით გაცილებით მაღლა იდგა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?