როგორც ჩანს, „მანჩესტერ სიტი” და „პორტუ” ერთმანეთს უკვე ტრადიციულად უშლიან ნერვებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ გუნდს შორის სამშაბათს ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის მატჩმა (0:0) თავადაც გამოიწვია დაძაბულობა და მეხსიერებაში 21 ოქტომბრის შეხვედრაც ამოატივტივა. ოქტომბერში, „ეტიჰედზე” „სიტიმ” 3:1 მოიგო, „პორტუს” დირექტორებმა კი თამაშის შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში მსაჯებს „მძ…ის მჭამელები” უწოდეს. არბიტრი გახლდათ ლატვიელი ანდრის ტრეიმანისი. ეს...
წელი: 2020
კონტრაქტი გინდათ? მომიყვანეთ მესი!
ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ლეო მესი მომდევნო სეზონიდან მის მეგობართან, ბრაზილიელ ნეიმართან ერთად ითამაშებს. არა, ნეიმარი კი არ ბრუნდება „ბარსელონაში“, არამედ მესი გადადის „პარი სენ-ჟერმენში“. ყოველ შემთხვევაში, ფრანგული მედია დარწმუნებით წერს, რომ „ბარსელონას“ კაპიტანსა და პსჟ-ს შორის საქმე სერიოზულადაა და არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბს 2021 წელს შეუერთდება. ესპანური მედია კიდევ უფრო შორს წავიდა და...
სხვებს დაასწრეს და შევიდნენ!
„არსენალის” ფანები მარტის შემდეგ პირველად დაბრუნდნენ „ემირეით სთედიუმზე” და დაესწრნენ, თუ როგორ მოუგო მათმა საყვარელმა გუნდმა ვენის „რაპიდს” 4:1. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა ტრიბუნებზე შეუშვა 2000 მაყურებელი, რომელთაც ბილეთები შეიძინეს პრინციპით: „სხვებს თუ დაასწრებ — მიიღებ”. ცხადია, ლაპარაკია ბილეთების ონლაინ შეძენაზე და არა ზედახორაზე სალაროსთან. ერთმა ფანმა პლაკატიც კი შეიტანა: „დააბრუნეთ მესუთ იოზილი!”. თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელის...
ფლიკი: არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ ესმოდეს!
დეკემბერი დადგა, 2020 იწურება. ამ წელიწადს „ბაიერნის” მწვრთნელმა, 55 წლის ჰანსი ფლიკმა უდიდეს წარმატებას მიაღწია — „ტრიპლი” მოიგო, შემაჯამებელი ინტერვიუ კი მას მიუნხენური კლუბის ჟურნალმა „51″-მა ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან. – ჰერ ფლიკ, თომას მიულერს მიაჩნია, რომ თქვენ უშიშარი ადამიანი ხართ, რადგან რასაც „ბაიერნის” მწვრთნელად დანიშვნის დღიდან აკეთებთ, ყველაფერი რისკთან არის დაკავშირებული. სწორი შეხედულებაა?...
საქართველო ევროპას უმასპინძლებს
უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატს ორი მასპინძელი ეყოლება – საქართველო და რუმინეთი. ფინალური ეტაპი ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფით დაკომპლექტდება. ბუნებრივია, საქართველო და რუმინეთი, როგორც მასპინძლები, პირდაპირ არიან დაშვებულნი ფინალურ ეტაპზე. გახსნის მატჩის მასპინძლობის პატივი რუმინელებს ერგოთ, ფინალურ შეხვედრას კი ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.
ფედერერმა ბოროტად ისარგებლაო
გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ღიად დასდო ბრალი როჯერ ფედერერს, რომ მან რეიტინგის დათვლის ახალი სისტემა საკუთარ ინტერესებს მოარგო. მოგეხსენებათ, ფედერერი ჩოგბურთელთა კავშირის გამგეობის წევრია და მართლაც მონაწილეობდა რეფორმის პროცესში. ახალი სისტემით, სპორტსმენს გამოტოვებულ ან წაგებულ ტურნირზე წინა წელს მიღებული ქულები არ აკლდება. მას კვირაში ერთხელ ავტომატურად აკლებენ რეიტინგის 1/52-ს, მოპოვებულს კი სრულად უმატებენ. რეფორმა ძალაში...
რონალდუ – 750!
2 დეკემბერს ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაჩაგრა. სამიდან ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა და ეს პორტუგალიელის კარიერაში 750-ე შედეგიანი გასროლა აღმოჩნდა. რონალდუს ჯერ ასაკის არაფერი ეტყობა და ისევ ის მონსტრია, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს. ეს მოსაზრება რონალდუს სოცქსელში დატოვებული კომენტარით მისმა ძველმა პარტნიორმა და მეგობარმა იკერ კასილასმაც დაადასტურა: “მხოლოდ 750? შენ გაცილებით მეტი შეგიძლია!”.
მთავარია ინტრიგა
სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, ეროვნულ ლიგაში მოულოდნელად სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი. თავი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. ეს ლადოს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. „დინამომ“ კი უცაბედად „ჩიხურასთან“ წააგო (0:2) და ზღვისპირელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაუტოვა. აქამდე საჩხერელებს მხოლოდ ორჯერ მოეგოთ და ორივეჯერ აუტსაიდერ „მერანთან.“ ახლა...
ჰოლიფილდს მადა გაეხსნა
ცნობილი გახდა, რომ მაიკ ტაისონისა და როი ჯონს-უმცროსის შეხვედრაზე მილიონამდე ტელე და ინტერნეტ ტრანსლაციის უფლება გაიყიდა. მხოლოდ ამ გზით ორგანიზატორებმა 50 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. დაუმატეთ ამას სარეკლამო შემოსავალი და ციფრი გაცილებით შთამბეჭდავი გახდება. რაც შეეხება თავად მებრძოლებს, ტაისონი იმთავითვე უპირატეს მდგომარეობაში იყო. ოფიციალური ფრეს მიუხედავად, მისი საბანკო ანგარიში 10 მილიონი დოლარით შეივსო, ჯონსს კი...
ტეხასიდან დედაქალაქში
„ჰიუსტონ როკეტსმა“ და „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ დიდ გარიგება გაჩარხეს. „რაკეტებმა“ 32 წლის გამთამაშებელ რასელ ვესტბრუკში იგივე ამპლუის 30 წლის კალათბურთელი ჯონ ვოლი და 2023 წლის NBA-ს დრაფტის პირველი პიკი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ვოლი მოედანზე 2018 წლის 26 დეკემბერს არ გასულა. მისი ხელფასი კი, სამი წლის მანძილზე 132,9 მილიონი დოლარი იქნება. შედეგად, წლიური ჯამაგირით ვოლი ლიგაში მეოთხე...