წელი: 2020

Home 2020
ალალი იყოს…
ჩანაწერი

ალალი იყოს…

შედგა წილისყრა. მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კარი უკვე ჩაირაზა. არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავა. აქ სხვა ამოცანაა გადასაჭრელი, უფრო რთული. ესპანეთი და შვედეთი ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან. ჩვენს ნაკრებს თუ რამე პრეტენზია აქვს, მათთან ფეხბურთი უნდა ითამაშოს და თუ ფეხბურთთან ერთად, შედეგიც დადებითი იქნება, ალალი იყოს… დაგვრჩა საბერძნეთი და კოსოვო.  ამ...

ჩანაწერი

უეფა მარტს ელის

საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ჯერ უცნობია, დაესწრებიან თუ არა კონტინენტის პირველობის მატჩებს მაყურებლები. ასევე უცნობია სად და რა ფორმატით ჩატარდება ევრო 2020. ამ ეტაპზე ქალაქები ცნობილია, მაგრამ ყველგან ისევ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. „თუ როგორი სცენარით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, გადაწყვეტილებას 2021 წლის 5 მარტს მივიღებთ....

ჩანაწერი

სადა და ფენომენალური დანიელი

„არსენალთან” 2:0 გამარჯვებისა და პრემიერლიგის ცხრილის სათავეში მოქცევის შემდეგ, „დეზების” მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ძალიან კმაყოფილი იყო. ინტერვიუში მან თქვა, რომ 25 წლის ბაიერნგამოვლილი დანიელი ნახევარმცველის, 25 წლის პიერ-ემილ ჰოიბერგის სახით „ფენომენალური მოთამაშე” ჰყავს. ჰოიბერგი „ტოტენჰემამდე” „საუთჰემპტონში” თამაშობდა, უფრო ადრე კი „ბაიერნს” ეკუთვნოდა, თუმცა იჯარით „აუგსბურგშიც” იყო და „შალკეშიც”. დანიელი „არსენალთან” შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „განსაკუთრებულმა”...

ჩანაწერი

აზარი ზის, ფული მიდის

მას მერე, რაც 2019 წლის ზაფხულში „ჩელსიდან” „რეალში” გადავიდა, ედენ აზარი მადრიდელებს წუთში 72 000 ევრო უჯდებაო, დაწერა ესპანურმა AS-მა. გაზეთმა თქვა, რომ ტრანსფერიდან სამ წელიწადში „თეთრები” ლონდონში ფულის გადარიცხვას დაასრულებენ და თანხა ჯამში  157,5 მილიონი ევრო იქნება. 29 წლის ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” 18 თვის წინ გადაბარგდა, ოღონდ მას მერე 26 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი...

ჩანაწერი

ოცნებას კაცი არ მოუკლავს…

უეფას შტაბ-ბინაში გამართული მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. არავითარი მოწვეული სტუმრები, ონლაინ რეჟიმი და ორად ორი გამონაკლისი – დანიელე დე როსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცერემონიაში. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ: ალბათ თითოეული ჩვენგანი ადგენდა ყველაზე სასურველი ქვეჯგუფის ვერსიას და ყველა კალათიდან თითქმის უმჯობესი გუნდი კი გვერგო. დეტალურად...

ჩანაწერი

ვინ, თუ არა ლევანდოვსკი?

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა – FourFourTwo – 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ხმის მიცემის პროცესში 101 ქვეყნის წარმომადგენელი 101 ჟურნალისტი მონაწილეობდა. საუკეთესოდ მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი აღიარეს. გასულ სეზონში პოლონელი გერმანიის ჩემპიონატის, ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო და უეფას სუპერთასიც მიაყოლა. ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გათამაშების ბომბარდირიც...

ჩანაწერი

უმცროსი ბორგი მალიორკიდან იწყებს

ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის ბიორნ ბორგის შვილი მამის კვალზე წავიდა და ხელში ჩოგანი აიღო. ლეო ბორგი 17 წლის არის და მალიორკაზე, რაფაელ ნადალის აკადემიაში ვარჯიშობს. თუ როგორი ჩოგბურთელია ლეო, ამას ტონი ნადალისგან გაიგებთ, რომელიც რაფას ბიძა და ყოფილი მწვრთნელია. „ლეო შესანიშნავია, თუმცა მისთვის რთული იქნება მამის კვალზე წასვლა. მით უფრო, რომ შედარებები მალე დაიწყება. ერთი რაც...

ჩანაწერი

ლებრონის სარეკორდო მესამე

ამერიკულმა სპორტულმა ჟურნალმა Sports Illustrated წლის სპორტსმენად „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. ეს ლეგენდარული კალათბურთელის მესამე აღიარებაა. აქამდე მსგავსი პატივი სხვას არავის რგებია. ლებრონი წინა ორ ჯერზეც ნაკიან – 2012 და 2016 წლებში დაასახელეს საუკეთესოდ. ჯეიმსმა გასულ სეზონში NBA-ს ჩემპიონის ტეტული მეოთხედ მოიგო. წინა სამი ბრილიანტის ბეჭედი „მეფემ“ „მაიამიდან“ (2012,2013) და „კლივლენდიდან“ (2016) წაიღო. ბოლო...

ჩანაწერი

კონტემ გერმანელები გააკრიტიკა

„ინტერის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გერმანელები გაანაწყენა. ერთი ხნის წინ, მან თავისი ახალი ფეხბურთელი, „დორტმუნდისგან” ნაყიდი მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი გააკრიტიკა — პოტენციალი კი აქვს, მაგრამ როგორც მცველმა საკუთარ თავზე ჯერ ბევრი უნდა იმუშაოსო. ვერ გეტყვით როგორ შეისმინა მენტორის შეგონება ჰაკიმმა როგორც მცველმა, მაგრამ შეტევაში გაამართლა — „ბოლონიას” ორი გოლი გაუტანა. „ინტერმა” მოიგო 3:1. „ბიჭი 20 წლისაა...

ჩანაწერი

ლივერპული ლივერპულია!

ისინი 30 წელიწადი ელოდნენ წამს, როდესაც ფეხბურთელები „ენფილდის” მოედანზე ფეხს შედგამდნენ, თავად კი ტრიბუნიდან დააგუგუნებდნენ სიმღერას, რომ „ლივერპული” ინგლისის ჩემპიონია! კვირას ეს დიდი ბედნიერება „ოქროს ბოლეთის” 2000 მფლობელს ხვდა წილად. ალბათ ყველა, ვინც ამ სცენას შინიდან უყურებდა, დარწმუნდა, რომ ვირუსული, ეკონომიკური თუ საფეხბურთო წინააღმდეგობების მიუხედავად „წითლებს” არც ფანები დაუკარგავთ და არც ლაზათიანი ბურთაობა დავიწყებიათ. მერსისაიდელებმა...