მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო გეგმები მას შემდეგ შეცვალა, რაც გუნდი ევროტურნირებს დაემშვიდობა. როგორც იცით, „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შინ დონეცკის „შახტარს“ (0:0) ვერ მოუგო, ბოლო, მეოთხე ადგილზე გავიდა და არა თუ ფლეი ოფის საგზური, ევროპალიგაზე გადართვაც ვერ მოახერხა. როგორც იტალიური მედია წერს, „ინტერის“ მფლობელები განაწყნებულნი არიან გუნდის ევროპულ არენაზე სუსტი თამაშით....
წელი: 2020
ბელარუსი მაინც წინაა
გარდა მუდმიმოქმედი ე.წ. „მცოცავი“ რეიტინგისა, ფიფა ყოველწლიურ რეიტინგებსაც აქვეყნებს. 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა 1267 ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოში 89-ე პოზიცია დაიკავა. ჩვენზე 2 ქულით მეტი აქვს და ერთი საფეხურით გვისწრებს ბელარუსი, რომელმაც ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსთან კი წააგო, მაგრამ შესარჩევი ციკლი უფრო წარმატებულად გაიარა. ზედიზედ მესამე წელიწელიწადია საუკეთესო გუნდი ბელგიის ეროვნული ნაკრები ხდება. ათეული კი...
რამდენი შვილი ჰყავდა დიეგო მარადონას?
როგორც ჩანს, დიეგო მარადონას ქონების გასაყოფად მისი ნათესავები ხმაურიანად და ენთუზიაზმით დაეტაკებიან ერთმანეთს. ცნობები ამის შესახებ მსოფლიო პრესაში უკვე გამოჩნდა, მაგრამ მოდი ჯერ სხვა კითხვა დავსვათ: მაინც რამდენი შვილი ჰყავდა ფეხბურთის ლეგენდას? საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ მარადონას პირადი ცხოვრება ისეთივე ბობოქარი იყო, როგორც მისი ცხოვრება მოედანზე. არგენტინელს ათასი ჯურისა და მორალის ადამიანთან ჰქონია ურთიერთობა —...
მშვიდად კრიზისის წინააღმდეგ
„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს. „მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს...
რა სარგებლობა მოაქვს VAR-ს?
„ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ სააჩემპიონთალიგო დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ აქცია საკამათოდ ვიდეორეფერის ობიექტურობის და საერთოდ საჭიროების საკითხიც კი… ნამატჩევს „ბარსას“ თავკაცი რონალდ კუმანი აღშფოთებას ვერ მალავდა, რონალდუზე არდასადები პენალტი დაიდო და მესიზე კი უეჭველი დარღვევა გაატარესო. მოგეხსენებათ, გოლი სენსორებით ფიქსირდება, თამაშგარეს ლაზერული სისტემა არკვევს და რაღა დარჩა ვიდეორეფერის, მხოლოდ პენალტის დანიშვნა-არდანიშვნა? რაში მდგომარეობს ვიდეორეფერის უპირატესობა? სტუდიაში მჯდომს...
შვედები არიან, ცა
საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ორი გმირობის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეთექსმეტედფინალში შვედურ „როსენბერგს“ უმასპინძლა და 0:7 წააგო. ანგარიში არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გურულთა მეკარეს, თათია გაბუნიას რომ არ ეყოჩაღა. ლანხჩუთელთა მეკარე ბურთი 21 ჯერ მოიგერია, საიდანაც რამდენიმე მართლაც ურთულესი ასაღები იყო. სხვა სტატისტიკური მონაცემები უფრო შემაშფოთებელია: შვედებმა კარში 28 ჯერ დაარტყეს, კიდევ 17 მცდელობა...
რონალდუ: მესის მოქიშპედ არასდროს აღიქვამდი
მას მერე, რაც „იუვენტუსმა” კრიშტიანო რონალდუს მიერ „თითქმის შეუსრულებელ მისიად” მონათლული მისია შეასრულა და ბარსელონაში 3:0 მოიგო, პორტუგალიელმა თქვა, რომ ლეო მესის მოქიშპედ არასდროს აღიქვამდა. „ბებერ ქალბატონს” „ბარსასთან” შინ 0:2 ჰქონდა წაგებული და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ეს ჩამორჩენა უნდა გადაეწონა. „ეს იყო თითქმის შეუსრულებელი მისია, რომლისთვისაც ძლიერი სტარტი გვჭირდებოდა — თქვა რონალდუმ...
რატომ გავიდა ბარსა მოედანზე?
„კამპ ნოუზე” ეგრეთწოდებული „ოქროს ბურთების მფლობელთა დაპირისპირება” კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. პორტუგალიელმა ერთი პენალტი შესვენებამდე გაიტანა, ერთიც — შესვენების შემდეგ. „იუვენტუსმა” „ბარსელონას” სტუმრად 3:0 აჯობა და ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. „ბებერი ქალბატონის” მესამე გოლი ამერიკელმა ვუნდერკინდმა ვესტონ მაკკენიმ შეაგდო. ეს გახლდათ კარგად გათამაშებული კომბინაციის ლამაზი დაგვირგვინება, ხოლო რონალდ კუმანის გუნდისთვის ეს იყო ბოლო...
სტამბოლი რასიზმის წინააღმდეგ!
დემბა ბა საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება აღმოჩნდა და როდესაც შეიტყო, რომ მისი გუნდის ასისტენტ-მწვრთნელს პიერ ვებოს მეოთხე მსაჯმა (სავარაუდოდ) რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენი ქნა, რომ „ბაშაქშეჰირისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაში ჩაშალა — ფეხბურთელები მოედნიდან გავიდნენ. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრა. როდესაც გუნდებმა მინდორი დატოვეს, მიმდინარეობდა პირველი ტაიმი და ანგარიში იყო 0:0. რასაკვირველია, ფეხბურთელები...
შვედეთიდან შვედეთამდე
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფი ხომ ურთულესი შეხვდა, არანაკლებია – კალენდარი. კალენდარი კი, independent.co.uk-მა გამოაქვეყნა. სეზონს გაზაფხულზე შვედებით ვიწყებთ და შემოდგომაზე შვედებითვე ვამთავრებთ. საწყისი სამი ტური ურთულესი გვაქვს – ექვსი დღის განმავლობაში ვეთამაშებით შვედეთს (სტუმრად), ესპანეთსა (შინ) და საბერძნეთს (სტუმრად). სრული კალენდარი ასეთია: I ტური, 25 მარტი: შვედეთი-საქართველო; II ტური, 28...