მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო გეგმები მას შემდეგ შეცვალა, რაც გუნდი ევროტურნირებს დაემშვიდობა.
როგორც იცით, „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შინ დონეცკის „შახტარს“ (0:0) ვერ მოუგო, ბოლო, მეოთხე ადგილზე გავიდა და არა თუ ფლეი ოფის საგზური, ევროპალიგაზე გადართვაც ვერ მოახერხა.
როგორც იტალიური მედია წერს, „ინტერის“ მფლობელები განაწყნებულნი არიან გუნდის ევროპულ არენაზე სუსტი თამაშით. შედეგად, ისინი არ აპირებენ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გასაძლიერებლად ფინანსები გამოუყონ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად „ინტერი“ რამდენიმე უსარგებლო ფეხბურთელს გაყიდის. სხვების შესაძენად მხოლოდ აქედან მიღებული თანხა დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ გაცილებით უკეთესად სერია A-ში გამოიყურება და 10 ტურის შემდეგ 21 ქულით მეორე ადგილზეა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…