„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი „სტრასბურგთან“ 0:4 წაგებული მატჩის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ადრე ითქვა, რომ კლუბი გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტს არ გააგრძელებდა, მაგრამ თუ ნახევარი წლით ადრე გაუშვებდნენ, არც განიხილებოდა…
ამასობაში, ტუხელის სავარაუდო მემკვიდრეც გაირკვა – მაურისიო პოჩეტინო. არადა, არგენტინელი სპეციალისტი, რომელმაც სახელი „ტოტენჰემში“ მუშაობით გაითქვა, 2019 წლის შემოდგომის შემდეგ უმუშევარია.
საუბრობდნენ იმაზეც, რომ პოჩეტინოს გადაბირება რუსულ „ზენიტსაც“ სურდა.
პსჟ-ს მიმდინარე ლიგა 1-ის გათამაშებაში 17 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება ლიდერთა დუეტს – „ლიონსა“ და „ლილის“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ