„ჩელსის“ ამბავი ასეა: ოთხ მყიდველს დამატებითი დრო მისცეს, რათა თავიანთი წინადადებები უფრო დახვეწონ, გააძლიერონ და ისე წარმოადგინონ. თავდაპირველად, ბოლო ვადა ორშაბათამდე იყო დათქმული, მაგრამ „სქაი ნიუსმა“ შეიტყო, რომ კონკურენტებს რამდენიმე დღე დაუმატეს. ოთხშაბათს, როდესაც „ლურჯებმა“ „რეალთან“ შინ 1:3 წააგეს, მათთვის უთქვამთ, რომ გეგმების პრეზენტაცია მომდევნო კვირის მეორე ნახევარშიც შესაძლებელია. ვაჭრობის ოთხი მონაწილიდან ერთმა, ინკოგნიტომ, „სქაის“...
ჭდე: ტომას ტუხელი
ტუხელი რუმინელმა მსაჯმა იმსხვერპლა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის გაშვების მიზეზი ფეხბურთელებთან კონფლიქტი ყოფილა. გეხსომებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში, სადაც პარიზელები „ბაშაქშეჰირს“ მასპინძლობდნენ, მეოთხე მსაჯმა თურქული კლუბის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს, პიერ ვებოს „ნიგერი“ უწოდა, რის შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს და რუმინელი მსაჯის ასისტენტი რასიზმში დაადანაშაულეს. გავრცელებული ცნობით, გასახდელში ტუხელმა საკუთარ ფეხბურთელებს მოედანზე დაბრუნება მოთხოვა,...
ტუხელის სკამს პოჩეტინო უყურებს
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი „სტრასბურგთან“ 0:4 წაგებული მატჩის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ადრე ითქვა, რომ კლუბი გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტს არ გააგრძელებდა, მაგრამ თუ ნახევარი წლით ადრე გაუშვებდნენ, არც განიხილებოდა… ამასობაში, ტუხელის სავარაუდო მემკვიდრეც გაირკვა – მაურისიო პოჩეტინო. არადა, არგენტინელი სპეციალისტი, რომელმაც სახელი „ტოტენჰემში“ მუშაობით გაითქვა, 2019 წლის შემოდგომის შემდეგ უმუშევარია. საუბრობდნენ იმაზეც, რომ პოჩეტინოს...
ნეიმარის მე-13 ატირება
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ბაშაკშეჰირსა“ და პსჟ-ს შორის, პირველი ტაიმი მეტისმეტად უღიმღამო გამოდგა. ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ნეიმარის ტრავმა იყო. მან მოედანი კოჭლობით დატოვა და მარცხენა ფეხის გადახვევის შემდეგ რამდენიმე წუთით მოედანზეც დაბრუნდა, მაგრამ ამაოდ – მალევე შეცვლა ითხოვა. 26-ე წუთზე მისი ადგილი პაბლო სარაბიამ დაიკავა. ნეიმარმა, რა თქმა უნდა, იტირა – ეს ხომ მისი...
სიყვარულით პარიზიდან
ტომას ტუხელთან კონფლიქტის შემდეგ კილიან მბაპეს სატრანსფერო საკითხი ისევ ყურადღების ქვეშ მოექცა. მოგეხსენებათ, მონპელიესთან 5:0 მოგებული შეხვედრისას, თავდამსხმელი შეცვალეს და მანაც უკმაყოფილება არ დამალა. პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხალიეფმა კი კილიანს პოზიცია ნათლად განუმარტა – ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, ის არც ერთ კლუბთან მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება და...
ნახევარი კაცი
იქნებ მართლა ჯობდა მისი თავიდან მოშორება? ამის შანსი პარიზულ გრანდს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ ელევიან. ბოლოსდაბოლოს ის ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე სპექტაკლის დადგმა ხელეწიფება და მარტოს შეუძლია გუნდს მოაგებინოს, თუმც რაღაც მაინც აკლია. ქრონიკულ ტრავმიანობას რომ არაფერი ვთქვათ, ალბათ ლიდერის თვისებაც არ აქვს, როგორც მის ასაკში და უფრო ახალგაზრდულ წლებშიც სხვა...



