Breaking News

Day: December 3, 2020

No image

საქართველო ევროპას უმასპინძლებს

უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატს ორი მასპინძელი ეყოლება – საქართველო და რუმინეთი. ფინალური ეტაპი ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფით დაკომპლექტდება. ბუნებრივია, საქართველო და რუმინეთი, როგორც მასპინძლები, პირდაპირ არიან დაშვებულნი ფინალურ ეტაპზე. გახსნის მატჩის მასპინძლობის პატივი რუმინელებს ერგოთ, ფინალურ შეხვედრას კი ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.

Read more
No image

ფედერერმა ბოროტად ისარგებლაო

გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ღიად დასდო ბრალი როჯერ ფედერერს, რომ მან რეიტინგის დათვლის ახალი სისტემა საკუთარ ინტერესებს მოარგო. მოგეხსენებათ, ფედერერი ჩოგბურთელთა კავშირის გამგეობის წევრია და მართლაც მონაწილეობდა რეფორმის პროცესში. ახალი სისტემით, სპორტსმენს გამოტოვებულ ან წაგებულ ტურნირზე წინა წელს მიღებული ქულები არ აკლდება. მას კვირაში ერთხელ ავტომატურად აკლებენ რეიტინგის 1/52-ს, მოპოვებულს კი სრულად უმატებენ. რეფორმა ძალაში…

Read more
No image

რონალდუ – 750!

2 დეკემბერს ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაჩაგრა. სამიდან ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა და ეს პორტუგალიელის კარიერაში 750-ე შედეგიანი გასროლა აღმოჩნდა. რონალდუს ჯერ ასაკის არაფერი ეტყობა და ისევ ის მონსტრია, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს. ეს მოსაზრება რონალდუს სოცქსელში დატოვებული კომენტარით მისმა ძველმა პარტნიორმა და მეგობარმა იკერ კასილასმაც დაადასტურა: “მხოლოდ 750? შენ გაცილებით მეტი შეგიძლია!”.

Read more
No image

მთავარია ინტრიგა

სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, ეროვნულ ლიგაში მოულოდნელად სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი. თავი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. ეს ლადოს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. „დინამომ“ კი უცაბედად „ჩიხურასთან“ წააგო (0:2) და ზღვისპირელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის  შანსი დაუტოვა. აქამდე საჩხერელებს მხოლოდ ორჯერ მოეგოთ და ორივეჯერ აუტსაიდერ „მერანთან.“ ახლა…

Read more
No image

ჰოლიფილდს მადა გაეხსნა

ცნობილი გახდა, რომ მაიკ ტაისონისა და როი ჯონს-უმცროსის შეხვედრაზე მილიონამდე ტელე და ინტერნეტ ტრანსლაციის უფლება გაიყიდა. მხოლოდ ამ გზით ორგანიზატორებმა 50 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. დაუმატეთ ამას სარეკლამო შემოსავალი და ციფრი გაცილებით შთამბეჭდავი გახდება. რაც შეეხება თავად მებრძოლებს, ტაისონი იმთავითვე უპირატეს მდგომარეობაში იყო. ოფიციალური ფრეს მიუხედავად, მისი საბანკო ანგარიში 10 მილიონი დოლარით შეივსო, ჯონსს კი…

Read more
No image

ტეხასიდან დედაქალაქში

„ჰიუსტონ როკეტსმა“ და „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ დიდ გარიგება გაჩარხეს. „რაკეტებმა“ 32 წლის გამთამაშებელ რასელ ვესტბრუკში იგივე ამპლუის 30 წლის კალათბურთელი ჯონ ვოლი და 2023 წლის NBA-ს დრაფტის პირველი პიკი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ვოლი მოედანზე 2018 წლის 26 დეკემბერს არ გასულა. მისი ხელფასი კი, სამი წლის მანძილზე 132,9 მილიონი დოლარი იქნება. შედეგად, წლიური ჯამაგირით ვოლი ლიგაში მეოთხე…

Read more
No image

სად აპირებს ნეიმარი მესის თანაგუნდელობას?

„პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” სტუმრად მოუგო 3:1. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ორი გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ, ჩინებულ გუნებაზე მყოფ ნეიმარს სხვადასხვა კითხვასთან ერთად, მის ყოფილ კლუბთან „ბარსელონასთან” და მის ყოფილ თანაგუნდელთან ლეო მესისთან დაკავშირებული კითხვებიც დაუსვეს. 28 წლის თავდამსხმელმა თქვა: „ყველაზე მეტად მინდა კვლავ მესის მხარდამხარ ვითამაშო,…

Read more
No image

დაბრუნდნენ!

რვა თვეზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ინგლისის სტადიონებზე გულშემატკივარს ფეხი არ შეუდგამს და აი, გუშინ, ისინი დაბრუნდნენ! დაბრუნდნენ „კემბრიჯის”, „ლუტონის”, „შრუსბერის”, „ჩარლტონის”, „ვიკომბისა”, „კერლისლის” და კიდევ რამდენიმე კლუბის ფანები. კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის მერე ჩაკეტილი სარბიელები გაიღო. „ლუტონის” ფანებმა პლაკატიც მიიტანეს: ჩვენ დავბრუნდით! გუშინ, ინგლისში მეორე ეროვნული შეზღუდვა მოიხსნა, რამაც ზონა 2-ში მდებარე ქალაქების…

Read more