ცნობილი გახდა, რომ მაიკ ტაისონისა და როი ჯონს-უმცროსის შეხვედრაზე მილიონამდე ტელე და ინტერნეტ ტრანსლაციის უფლება გაიყიდა. მხოლოდ ამ გზით ორგანიზატორებმა 50 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. დაუმატეთ ამას სარეკლამო შემოსავალი და ციფრი გაცილებით შთამბეჭდავი გახდება. რაც შეეხება თავად მებრძოლებს, ტაისონი იმთავითვე უპირატეს მდგომარეობაში იყო. ოფიციალური ფრეს მიუხედავად, მისი საბანკო ანგარიში 10 მილიონი დოლარით შეივსო, ჯონსს კი…
„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ მიუნიჭებია კრივში ეგოდენ საჭირო და პრესტიჟული უნარი სანოკაუტო დარტყმისა. დიახ, კრივში არსებობს სხვა ტერმინიც – „ქეიოპანჩერი“, რაც იმას გულისხმობს, რომ მავან მოკრივეს მანოკაუტებელი დარტყმა ძალუძს. ასეთი რამ იმას ნიშნავს, რომ კრივის…
ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა კუბაზე ჩასვლა და იქედან შთაბეჭდილებებით სავსე რვეულები, ჯერაც გაუმჟავნებელი ფოტოფირები და „კინტეროს“ სიგარები, ნამდვილი კუბური სიგარების კოლოფები ჩამოიტანა. ბილისთვის არასოდეს მიკითხავს, რამ შეაყვარა ასე ჰავანა და კუბელები. მასში…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes