ჭდე: იკერ კასილიასი

Home იკერ კასილიასი
კასილიასმა და პუიოლმა ბოდიში მოიხადეს
ჩანაწერი

კასილიასმა და პუიოლმა ბოდიში მოიხადეს

„ექაუნთი გამიტეხეს. საბედნიეროდ ყველაფერი წესრიგშია. ჩემს გამომწერებს ბოდიშს ვუხდი. და რასაკვირველია განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი ლგბტ თემს”, — დაწერა „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილიასმა თავის ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, შუადღისას კასილიასის ტვიტერზე გამოჩნდა ტექსტი, სადაც ვეტერანი ფეხბურთელი აღიარებდა, რომ გეი იყო. ამას მოჰყვა კომენტარების ზღვა, რის შემდეგაც კასილასმა ხსენებული „აღიარება” წაშალა. ისიც მოგეხსენებათ,...

კასილიასი გეია? პუიოლი რატომღა ლაზღანდარობს
ჩანაწერი

კასილიასი გეია? პუიოლი რატომღა ლაზღანდარობს

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილასმა სოციალური ქსელები ააფეთქა. მან თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა: იმედია გაგებით მოეკიდებით, მე გეი ვარ. ეს ტვიტი ცენტრალური ევროპის დროით 2 საათსა და 10 წუთზე გამოქვეყნდა და ინტერნეტიც ადუღდა — წამოვიდა კომენტარების ზღვა. საბოლოოდ, კასილიასმა ტვიტი წაშალა და გაჩნდა ახალი თავსატეხი: რას უნდა ნიშნავდეს ეს უკან დახევა? რაიმე კამპანიაა თუ სიმართლე?...

ვინისიუს III
ჩანაწერი

ვინისიუს III

ვინისიუს ჯუნიორის ბედნიერება სრული იქნებოდა, მადრიდის „რეალს“ პრიმერას 25-ე ტურში სან-სებასტიანელი სეხნია რომ დაემარცხებინა. ბრაზილიელი შემტევი ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე შეუშვა და მან ბოლო წუთებზე ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ეს შეხვედრა ვინისიუსისთვის მე-100 იყო მადრიდულ კარიერაში. მატჩის დღეს ის 20 წლის და 232 დღის გახლდათ. მასზე ახალგაზრდას „რეალში“ 100 მატჩი ორად ორ ფეხბურთელს აქვს ნათამაშევი –...

ჩანაწერი

საუკუნის ფეხბურთელი

დუბაიში „გლობ სოკერის” დაჯილდოებათა ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს „საუკუნის ფეხბურთელის” ჯილდო გადასცეს. მსოფლიოს უმაღლეს შენობაში, საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფაში” მოწყობილ გალაზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე საცოლესთან, ხეორხინა როდრიგესთან ერთად გაიარა. საფეხბურთო სელებრითებიდან საღამოს ესწრებოდნენ „ლივერპულის” ლეგენდა, 59 წლის იან რაში და მისი 43 წლის თანამეცხედრე, მომღერალი და მოდელი ქეროლ ენტონი. იყვნენ ჟერარდ პიკე, რობერტ ლევანდოვსკი, კრივის...

ჩანაწერი

რონალდუ – 750!

2 დეკემბერს ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაჩაგრა. სამიდან ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა და ეს პორტუგალიელის კარიერაში 750-ე შედეგიანი გასროლა აღმოჩნდა. რონალდუს ჯერ ასაკის არაფერი ეტყობა და ისევ ის მონსტრია, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს. ეს მოსაზრება რონალდუს სოცქსელში დატოვებული კომენტარით მისმა ძველმა პარტნიორმა და მეგობარმა იკერ კასილასმაც დაადასტურა: “მხოლოდ 750? შენ გაცილებით მეტი შეგიძლია!”.

რონალდუ და მხოლოდ კასილასი
ჩანაწერი

რონალდუ და მხოლოდ კასილასი

კორონამოხდილი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყო. 35 წლის პორტუგალიელმა ალვარო მორატას მისამართით შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს კრიშტიანუ რონალდუს ზედიზედ მე-18 სეზონია ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში. მასზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ იკერ კასილასს აქვს ნათამაშევი – 20 სეზონი. თუ კრიშტიანუს სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, მას დიდი შანსი აქვს, კასილასს არათუ გაუსწორდეს, გადაასწროს კიდეც.

ჩვენ ვიცოდით, რომ ფეხბურთი ყველაფერზე მნიშვნელოვანი არ იყო
ჩანაწერი

ჩვენ ვიცოდით, რომ ფეხბურთი ყველაფერზე მნიშვნელოვანი არ იყო

იკერ კასილიასმა ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა, ჩავი ერნანდესმა კი დიდი ესპანელი მეკარისადმი მიძღვნილ მოწიწების მესიჯებს თავისი დაამატა. კასილიასს და ჩავის ერთად მრავალი რამ გადახდენიათ. კასტილიელი და კატალონიელი ვარსკვლავები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთად გახდნენ მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონები, საკლუბო დონეზე კი ბევრჯერ უკაპიტნიათ „ელ კლასიკოში” დაპირისპირებული „რეალისა” და „ბარსელონასთვის”. ისინი უმაღლესი რანგის შეხვედრებში მეტოქეებიც ყოფილან...

კასილასი მადრიდში ბრუნდება
ჩანაწერი

კასილასი მადრიდში ბრუნდება

იკერ კასილასი მომავალი სეზონიდან ისევ მადრიდის „რეალის“ სამსახურში ჩადგება. მის თანამდებობას კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ჰქვია და დაახლოებით იგივე როლი დაეკისრება, რაც ზინედინ ზიდანს პირველად გამწვრთნელებამდე ჰქონდა. იკერი მადრიდში პორტუგალიის სამგზის ჩემპიონის რანგში ბრუნდება. მას „პორტუს“ სხვა წევრებთან ერთად ოქრო წლეულსაც გადაეცა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ერთხელაც არ გასულა. 2019 წლის 1 მაისს გადატანილი...

ჩანაწერი

კასილიასის ყველაზე დიდი გამარჯვება

ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გამოწერეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მას რამდენიმე ტესტი ჩაუტარეს, რომლებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ჰოსპიტლის წინ მას უამრავი ჟურნალისტი და თაყვანისმცემელი ელოდა. „არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ გამოვჯანმრთელდი და თავს კარგად ვგრძნობ. ახლა რამდენიმე კვირას, შეიძლება თვესაც დავისვენებ და მერე გადავწყვეტ რა გზას ვეწიო, – მიმართა შეკრებილთ პორტუს...

ჩანაწერი

კასილიასს გულმა შეუტია

ლეგენდარულ იკერ კასილიასს გულის შეტევა დაემართა. დილით, „პორტუს“ ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა. ცხადია, ვარჯიში შეწყდა. ესპანელი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად კასილიასი კარგადაა, თუმცა პრევენციის მიზნით საავადმყოფოში ყოფნა მაინც მოუწევს. „პორტუს“ ოფიციალური განცხადების თანახმად, საშიში აღარაფერია. ბევრგან დაიწერა, კარიერას დაასრულებსო, მაგრამ კლუბი უარყოფს. კასილიასს 2020 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. კასილიასის ტიტულები რომ ჩამოვწეროთ, იმაზე მეტ ადგილს დაიტევს,...