თვე: ივლისი 2020

Home 2020 ივლისი
Hey Jude!
ჩანაწერი

Hey Jude!

ბოლო დროს „დორტმუნდს“ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. კლუბის სკაუტები ახერხებენ სუპერტალანტების მოძიებას სრულიად მისაღებ ფასად და მერე სულ რაღაც ერთ სეზონში ვარსკვლავებად ქცევას. სწორედ ასეთ მომავალს უწინასწარმეტყველებენ 17 წლის ინგლისელ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს, რომელიც გუნდს 30 ივლისიდან შეუერთდება. ასაკის მიუხედავად, ჯუდს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. გასულ სეზონში „ბირმინგემის“ მაისურით 40-ჯერ გავიდა მოედანზე და...

ვიდალის ოქრო დამთავრდა
ჩანაწერი

ვიდალის ოქრო დამთავრდა

„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა. დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო. არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო,...

უკან სარა, წინ – პელე
ჩანაწერი

უკან სარა, წინ – პელე

არგენტინელი გენია ლეო მესი ესპანეთის ბომბარდირი (პიჩიჩი) მეშვიდედ გახდა და ამ მაჩვენებლით ტელმო სარას გადაასწრო, რომელიც ესპანეთის მთავარმეგოლე 6-ჯერ აქვს ყოფილა. რაც შეეხება მესის მიღწევას ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, აქ მისი კონკურენტი გერმანული და, ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერია, რომელიც ასევე 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლე. წელს ლეომ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა, ეს...

კორონამ პრეზიდენტი მოკლა
ჩანაწერი

კორონამ პრეზიდენტი მოკლა

ბოლივიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სესარ ლუის სალინას სინკა 58 წლის ასაკში  კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ლუის სალინა ლა პასის საავადმყოფოში ჰაერის მწვავე უკმარისობით 9 ივლისს მიიყვანეს და კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. სალინას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა და ექიმებმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს, ამაოდ…

ლემპარდის სამი ფინალი
ჩანაწერი

ლემპარდის სამი ფინალი

„ჩელსის“ მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა ინგლისის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ კმაყოფილება ვერ დამალა. „მე ვერ მოვთხოვდი ბიჭებს უკეთესად თამაშს. საქმისადმი მათი მიდგომა და თამაშის ხარისხი საკმარისზე მაღალი იყო. როცა მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა, უკეთაც კი ავთამაშდით. ახლა წინ სამი ფინალი გველის – ორი პრემიერლიგაში და ერთიც „არსენალთან“. ბოლომდე დავიხარჯებით, მაგრამ შედეგისგან დამოუკიდებლად ჩვენი პროგრესი აუცილებლად...

მზიანი დილა
ჩანაწერი

მზიანი დილა

ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ...

XXI საუკუნის რეკორდსმენი!
ჩანაწერი

XXI საუკუნის რეკორდსმენი!

სერხიო რამოსმა „რეალისა” და „ლეგანესის” შეხვედრაში ანგარიში გახსნა (იხილეთ ვიდეო), რითაც ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში ახალი შედეგი ჩაწერა — ეს გახლდათ მადრიდელთა კაპიტნის  მე-11 გოლი მიმდინარე სეზონში რაც იმას ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, ერთ სეზონში, რამოსზე მეტი გოლი მცველს არ გაუტანია. წინა რეკორდი გახლდათ სეზონში 10 გოლი, რომელიც 15 წლის წინ „ხეტაფეს” მარცხენა მცველმა მარიანო პერნიამ...

კატალონიურ პრესას 70-იანების ამერიკული პოპ მუსიკა გაახსენდა
ჩანაწერი

კატალონიურ პრესას 70-იანების ამერიკული პოპ მუსიკა გაახსენდა

ძველი თაობის შესანიშნავი ამერიკელი მომღერალი ფრენკი ვალი და მისი ჯგუფი The Four Seasons ბოლოს გავიხსენოთ, დასაწყისში კი ის ვთქვათ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში „რეალმა” „ლეგანესთან” სტუმრად 2:2 ითამაშა და კატალონიური პრესა გაახარა — სეზონის განახლების შემდეგ მადრიდელებმა თერთმეტიდან თერთმეტივე შეხვედრა ვერ მოიგესო. სხვა საქმეა, რომ „ლეგანესს” სამი ქულა სჭირდებოდა და რაკი ვერ გაიმარჯვა, ლა...

ვალენსია კაპიტანს ეთხოვება
ჩანაწერი

ვალენსია კაპიტანს ეთხოვება

დანიელ პარეხო ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და „ვალენსიასთან“ მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. ამის მიუხედავად, კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთერთ საუკეთესო ნახევარმცველს ტრანსფერზე აყენებს. ექსპერტთა მოსაზრებით, ნახევარმცველის რეალური ფასი 27-28 მილიონი ევროა, მაგრამ კლუბი მას მაქსიმუმ 10 მილიონ ევროდ შეელევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პარეხომ ჩამოთვალა კონკრეტული კლუბები, რომლებში გადასვლაზეც თანახმა იქნება: „რეალი“, „ბარსელონა“,...

ფახთაქორში კორონაა
ჩანაწერი

ფახთაქორში კორონაა

შოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის „ფახთაქორში“ კორონავურისის ტესტებმა ხუთ ფეხბურთელს დადებითი პასუხი უჩვენა. ყველა კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენმა ფეხბურთელებმა, თანამშრომლებმა და სამწვრთნელო შტაბმა დამატებითი ტესტირება გაიარეს, რომლის პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი. შოთას გარდა „ფახთაქორის“ სამწვრთნელო შტაბშია გოჩა ტყებუჩავა და ტყუპისცალი არჩილი. ტესტირება გაიარეს აგკმ-ს ფეხბურთელ-თანამშრომლებმაც, ვისთანაც ტაშკენტელებმა უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ითამაშეს. აგკმ-ს შემადგენლობაშიც ორი...