ბოლო დროს „დორტმუნდს“ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. კლუბის სკაუტები ახერხებენ სუპერტალანტების მოძიებას სრულიად მისაღებ ფასად და მერე სულ რაღაც ერთ სეზონში ვარსკვლავებად ქცევას.სწორედ ასეთ მომავალს უწინასწარმეტყველებენ 17 წლის ინგლისელ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს, რომელიც გუნდს 30 ივლისიდან შეუერთდება. ასაკის მიუხედავად, ჯუდს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. გასულ სეზონში „ბირმინგემის“ მაისურით 40-ჯერ გავიდა მოედანზე და ინგლისურ ჩემპიონშიფში 4 გოლიც გაიტანა.
დორტმუნდში ბელინგემისგან ძალიან ბევრს ელიან და პრეზენტაციაც შესაფერისი მოუწყვეს. მის წარდგენას ფონად ლეგენდარული „ბითლზის“ ცნობილი სიმღერა Hey Jude! გასდევდა.
ჯუდს გუნდში მისი კბილა ერთი ტალანტიც დახვდება – ამერიკელი ჯოვანი რეინა ასევე 17 წლისაა და გუნდთან გაშინაურება უკვე მოასწრო.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
