სერხიო რამოსმა „რეალისა” და „ლეგანესის” შეხვედრაში ანგარიში გახსნა (იხილეთ ვიდეო), რითაც ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში ახალი შედეგი ჩაწერა — ეს გახლდათ მადრიდელთა კაპიტნის მე-11 გოლი მიმდინარე სეზონში რაც იმას ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, ერთ სეზონში, რამოსზე მეტი გოლი მცველს არ გაუტანია.
წინა რეკორდი გახლდათ სეზონში 10 გოლი, რომელიც 15 წლის წინ „ხეტაფეს” მარცხენა მცველმა მარიანო პერნიამ დაამყარა. პერნია გახლდათ არგენტინელი, რომელიც ესპანეთში გადასახლდა და ახალი სამშობლოს ნაკრებში გამოდიოდა. მან 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.
საინტერესოა, რომ covid 19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების შემდეგ რამოსმა იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც ლეო მესიმ — 6.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
