ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი „ლოს ანჯელეს ლეიკერშსი“ ერთად პირველ სეზონს ატარებენ, მაგრამ არ გასჭირვებიათ კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის დუეტის შედეგი გაემეორებინათ. კობი-შაკის დეუტმა 2002-03 წლებში მოახერხეს 20 მატჩში მინიმუმ 30 ქულა დაეგროვებინათ. ამჯერად იგივე ჯემსმა და ენტონმა მოახერხეს. ჯეიმსს ეს შედეგი უკვე დაფიქსირებული ჰქონდა, ხოლო დევისმა NBA-ს განახლებული სეზონის პირველივე მატჩში „ლოს ანჯელეს...
ინფანტინო შარშია
თუ ვინმეს ფიფას პრეზიდენტობა ამოგიჭრიათ გულში, ახლავე გადაიფიქრეთ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავიდან ციხის კარამდე ერთი ნაბიჯია. მოკლედ, მაგარი შარია… ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კრიმინალური საქმის ფიგურანტია. ჩინოვნიკის მიმართ გამოძიებას შვეიცარიის პროკურატურა აწარმოებს და ბრალს ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებში სდებს. ფიფა, ცხადია, აღიარებს შვეიცარიის კანონმდებლობასა და ფედერალური პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესამაბისად...
მორალური სპორტი
აბა, რა უნდა ექნა? სხვა გზა არ ჰქონდა… სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ… ეს და ამის მსგავსი ფრაზები, ალბათ, ყველას მოგვისმენია და როგორც წესი, ისეთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად გამოიყენება ხოლმე, მორალურ ასპექტს რომ შეიცავს. აი, მაგალითად, რა უნდა ქნას ფეხბურთელმა, რომელიც გასახდელში შედის და იქ სათამაშო ფორმაზე ამოტვიფრულ მისთვის მიუღებელ სიმბოლოს აღმოაჩენს? ეს ამბავი 2 წლის...
როდის დაიწყება ბაიერნისთვის შემდეგი სეზონი?
ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი „დორტმუნდი” უკვე 2020-21 წლების ჩემპიონატისთვის ემზადება, ჩემპიონ „ბაიერნს” კი ჯერ წინა სეზონი არ დაუსრულებია. 8 აგვისტოს ბავარიელებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ელით „ჩელსისთან”. ლონდონელები მათთან, „ალიანც არენაზე” ჩადიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრად რეკორდმაისტერს 3:0 აქვს მოგებული, სავარაუდოდ, მეოთხედფინალშიც ის უნდა გავიდეს. მეოთხედფინალი 14 აგვისტოს ლისაბონშია დანიშნული. „ბაიერნის” მეტოქე „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შორის...
კაჭკაჭების ყიდვა ჩაიშალა
ცრემლებამდე მისული ამანდა სტეივლი ბრალს პრემიერლიგის კლუბებს სდებს. სტეივლიმ, საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა და ძმებმა რიუბენებმა „ნიუკასლ იუნაიტედის” ყიდვაზე ხელი აიღეს. ისინი 300 მილიონ გირვანქას იხდიდნენ. მიზეზი: დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ „კაჭკაჭების” ლამის უკვე მარადიულმა და გულშემატკივართა საძულველმა პრეზიდენტმა მაიკ ეშლიმ ბოლოწამს მეტი ფული მოინდომა. ამანდა სტეივლი კი „ლივერპულსა” და „ტოტენჰემსაც”...
მესის გზა მილანში მიდის
ყველაფერი იქით მიდის, რომ ლიონელ მესი მილანის „ინტერში“ ამოყოფს თავს, თუმცა, გაისად… როგორც La Gazzetta dello Sport წერს, როდესაც მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაუმთავრდება, მილანური კლუბი არგენტინელ ვარსკვლავს 4-წლიან კონტრაქტსა და 260 მილიონ ევროს შესთავაზებს. არადა, „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ მესის მათ გუნდში გადასვლას უტოპია უწოდა. ამავე აზრის იყო ანტონიო კონტეც, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ცნობა,...
ქინქლაძიდან დღემდე
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ავლენს, სათავეს 1992-1993 წლების სეზონიდან იღებს. მასში სპორტული ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას და იმ პირველი გამოკითხვის რჩეული ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი გიორგი ქინქლაძე გახდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ტრადიცია დარჩა. მიზეზთა გამო 2008-2018 წლებში გამოკითხვა არ ჩატარებულა, შარშანწინ კი ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთის“ გვერდში დგომით, ტრადიცია...
რას გვეტყვის 6 ერი ?!
მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა შემოდგომის ტესტების კალენდარი. ტესტები დაიწყება 24 ოქტომბერს და დამთავრდება დეკემბრის პირველ უქმეებზე. ამ პერიოდში დასრულდება ვაჟთა და ქალთა „ექვსი ერის თასები“- 2020 (24 და 31 ოქტომბერს) და მერე, 7 ნოემბერს დასვენების შემდეგ, გაიმართება ზედიზედ ოთხი სატესტო კვირა. ჰოდა, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? რა და ეს ოფიციალურად ჯერაც...
ზლატან ბატონი
„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა. შვედმა ფეხბურთელმა „სამპდორიასთან“ 37-ე ტურის მატჩში (4:1) დუბლი გაახერხა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორივე მილანურ გუნდში 50 და მეტი გოლი გაიტანა. ზლატანი რისი ზლატანი იქნებოდა, ნამატჩევს საკუთარი თავი რომ არ შეექო. „ხალხი მეუბნება, რომ ბებერი ვარ და ვიხრჩობი, მაგრამ მე მხოლოდ ვხურდები. თითქოს ბენჯამინ ბატონი...
ნაპოლი ბარსელონაში არ ჩავა?
უეფა სერიოზულად განიხილავს ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის გამართვა-არგამართვის საკითხს. მოგეხსენებათ, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“ 8 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი, მაგრამ ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებამ კიდევ ერთხელ არია დავთარი. უეფას შესაბამისმა დეპარტამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს. თუ პასუხად მოვა, რომ ვირუსის მეორე ტალღა საფრთხეს არ შეუქმნის მონაწილეებს, მატჩი „კამპ ნოუზე“ შედგება. გარანტიის ვერმიღების შემთხვევაში...









