
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ავლენს, სათავეს 1992-1993 წლების სეზონიდან იღებს. მასში სპორტული ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას და იმ პირველი გამოკითხვის რჩეული ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი გიორგი ქინქლაძე გახდა.მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ტრადიცია დარჩა. მიზეზთა გამო 2008-2018 წლებში გამოკითხვა არ ჩატარებულა, შარშანწინ კი ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთის“ გვერდში დგომით, ტრადიცია აღდგა.
მაშინდელი რჩეული მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვერკველია გახდა, შარშან კი „სარბიელისა” და „ლიდერბეთის” პრიზი ბელგიური „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ირგუნა.
ბუნებრივია, გარკვეული სამზადისი წლეულს გაზაფხულზეც იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ყველა გეგმა არია.
სეზონი მეტისმეტად ფრაგმენტული გამოვიდა, საკარანტინო ზომებმა სხვადასხვაგვარი გავლენა იქონია ფეხბურთელებზე, ეროვნული ნაკრები კი საქმეში პრაქტიკულად არ გვინახავს.
შეფასების ობიექტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში გამოკითხვა დაემსგავსებოდა ზეიმს ზეიმისთვის და არა საუკეთესოს გამოვლენის საშუალებას…
ამიტომაც „სარბიელი“ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში იძულებით პაუზას იღებს და უკეთესი მომავლის იმედს იტოვებს.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი17/09/2026 | 21:25გიზი მამაგეიშვილი – ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი
მთავარი ამბავი01/06/2026 | 20:21მე-11 ოლქში ვაზი და კვარა ზეიმობდნენ!
სარბიელი26/12/2025 | 17:05კვარა მინუს 1
კატეგორიის გარეშე25/12/2025 | 17:2226 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
