თვე: მარტი 2020

Home 2020 მარტი
ესპანეთში ზამთრის არდადეგები გაუქმდებაო
ჩანაწერი

ესპანეთში ზამთრის არდადეგები გაუქმდებაო

კატალონიურმა რადიომ RAC1-მა ინტერვიუ ჩამოართვა ბარსელონაში მდებარე მულტიმედიისა და კომუნიკაციათა მსხვილი ჯგუფის „მედიაპროს” აღმასრულებელ დირექტორს, ბიზნესმენს, კინოპროდიუსერს, მედიამაგნატსა და პოლიტიკოსს ჯაუმე როურესს, რომელსაც ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთთანაც გვარიანი შეხება აქვს. ხსენებულ ინტერვიუში საუბარი ევროპულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას, მატერიალურ ზარალსა და შეჯიბრებების განახლება-არ განახლებასაც შეეხო. „შეწყვეტილი შეჯიბრებები უნდა დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, — თქვა როურესმა და...

მდიდარს ართმევენ, ღარიბს აძლევენ
ჩანაწერი

მდიდარს ართმევენ, ღარიბს აძლევენ

პრემიერლიგის, ინგლისის ფეხბურთის ლიგისა და ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შედეგად, უმაღლესი დონის დიდხელფასიან ფეხბურთელებს დაბალი ლიგების გადასარჩენად ფულის გაღება მოუწევთ. ამბობენ, ჯამში 100 მილიონ გირვანქაზე მეტი ჩამოეჭრებათო. კონკრეტული ჯერ კი არაფერი თქმულა, მაგრამ გადახედეს საერთო სურათს და დაინახეს, რომ ბობოლა კლუბებში ამ ეტაპზე საშინელი არაფერი ხდება, დაბალი ლიგები კი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ....

გიოტცე ფარმაცევტი
ჩანაწერი

გიოტცე ფარმაცევტი

მარიო გიოტცეს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. კლუბმა  კი 27 წლის გერმანელს ერთი თვის წინ აცნობა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს, ანუ სამომავლო გეგმებში არ შედის. ახლა კი გერმანული საიტები გადაწყვეტით წერენ, რომ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით მარიო გიოტცე ზაფხულიდან „ლევერკუზენში“ ითამაშებს, თუმც კლუბებს ახალი ამბავი ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. ისე, სად ახლანდელი და...

საფრანგეთმა რომანტიკა დაკარგა
ჩანაწერი

საფრანგეთმა რომანტიკა დაკარგა

…ძველი ყაიდის კაცი იყო. მისთანები დღეს თითქმის აღარ არიან. გვარიც გამორჩეული ჰქონდა – იდალგო, რაც ესპანურად აზნაურს ნიშნავს. ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა. 1966 წელს  ფეხბურთელის კარიერა რომ დაამთავრა, მწვრთნელობა დაიწყო. მუშაობდა მონაკოს სათადარიგო გუნდთან, შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მწვრთენლის თანაშემწედ. 1976-84 წლებში კი „სამფეროვანთა“ დამრიგებელი გახლდათ. 1986-91 წლებში მარსელს თავკაცობდა, 2004-06-ში კი კონგოს რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს....

მსოფლიოს უძველესი შეჯიბრება
ჩანაწერი

მსოფლიოს უძველესი შეჯიბრება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას თავისი თასის გათამაშება გასაუქმებლად არ ემეტება და ფინალის გადატანას შემოდგომაზე ფიქრობს. ასოციაციის ხელმძღვანელთა გაგება სრულიად შეიძლება. მათი თასი გახლავთ მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო შეჯიბრება, რომელიც 1871-72 წლიდან ტარდება და რომლის ფინალიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჩავარდნილა. თუ  ახალი გეგმა ხორცს შეისხამს, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელის ვინაობა სექტემბერში გაირკვევა....

კოპის ბოსი კლოპი vs ოლიმპიადა
ჩანაწერი

კოპის ბოსი კლოპი vs ოლიმპიადა

იურგენ კლოპი, გაისად, შეიძლება შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს — ეგვიპტის ნაკრებს მო სალაჰი ოლიმპიადაზე სჭირდება, ოლიმპიადა კი, არ არის გამორიცხული, 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს. ამას კიდევ რა უშავს, აფრიკის თასი, რომელიც კამერუნში გაიმართება, უკვე გადატანილია. ეს შეჯიბრება 2021 წლის იანვარსა და თებერვალში ჩასვეს, რასაც მერსისაიდელთა თავკაცმა კატასტროფა უწოდა. წარმოიდგინეთ, რომ „წითლებს” ერთდროულად შეიძლება დააკლდეთ...

ვიმაიმუნოთ?
ჩანაწერი

ვიმაიმუნოთ?

ვარსკვლავად ვერ ჩავთვლით, მაგრამ მისმა პერსონამ სერიოზული ხმაური კი გამოიწვია. 30 წლის ნიგერიელი ოდიონ იგალო „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარის წესით ბურთაობს და პირველ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მანკუნიანელები მზად არიან იგალო 15 მილიონ გირვანქად გამოისყიდონ, თუმცა… ფეხბურთელის კონტრაქტი ჩინურ „შანხაი შენხუას“ ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელს კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება და ხელფასის თითქმის გაორმაგება –...

როდის განახლდება რაგბი?
ჩანაწერი

როდის განახლდება რაგბი?

კონტინენტური რაგბის მმართველნა ორგანიზაციამ – „რაგბი ევროპამ“ ობიექტურად შეაფასა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და თავისი ეგიდით გასამართი ტურნირები განუსაზღვრელი ვადით გადადო. თავდაპირველად ტურნირების განახლება 15 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეუძლებელია და გადაწყვეტილებაც სავსებით ლოგიკურია. „განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა იმ ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა, რომელიც რაგბშია ჩართული, ჩვენთვის პრიორიტეტია...

ჩანაწერი

ოლიმპიადა: უიმბლდონიდან ამერიკამდე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ კოუტსმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მის კომიტეტს უშუალოდ ავალია თანამშრომლობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან.. იაპონურ გაზეთ „იომიურისთან“ ინტერვიუში კოუტსმა ბრძანა, რომ ტოკიოს თამაშები 2021 წელს უიმბლდონისა (ივლისის დასაწყისი) და აშშ-ის ღია პირველობის (სექტემბრის დასაწყისი) საჩოგბურთო ტურნირებს შორის პერიოდში გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს ოთხ კვირაში გახდება ცნობილი.

ბალოტელის არ უძალადიაო
ჩანაწერი

ბალოტელის არ უძალადიაო

იტალიური ბრეშას პროკურატურამ ბრალდება მოუხსნა მარიო ბალოტელის, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობასა და გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. ძიებამ დაადგინა: ხანმოკლე რომანი ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო და გოგონამ დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ უკვე სრულწლოვანი იყო. მოგვიანებით გოგონამ, რომლის ვინაობასაც გამოძიება არ ასაჯაროებს, ფეხბურთელის შანტაჟირება გადაწყვიტა და სიჩუმის სანაცვლოდ მას 100 ათას ევროს სთხოვდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მარიო ბალოტელის ყველა...