თვე: მარტი 2020

Home 2020 მარტი
გასახდელთან შხამიანი არავინ უნდა იყოს!
ჩანაწერი

გასახდელთან შხამიანი არავინ უნდა იყოს!

„ბარსელონას” ლეგენდამ ჩავიმ თქვა, რომ მის ყოფილ გუნდს გასაძლიერებლად გარემარბები სჭირდება. ჩავი: „მე რომ „ბარსელონას” სათავეში ვიყო, გარემარბებს მოვიწვევდი. მაგალითად, დავაბრუნებდი ნეიმარს. არ ვიცი სოციალური ასპექტის გამო არის თუ არა ის ფორმაში, მაგრამ როგორც ფეხბურთელი გამორჩეულია და მისი შეძენა ძალიან კარგი იქნებოდა. „ბარსელონას” შუაში ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ფრთებზე ხალხი აკლია. ამ მხრივ „ბაიერნია”...

covidიდიოტი
ჩანაწერი

covidიდიოტი

შაბათს, „ასტინ ვილას” კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა თავის „ტვიტერზე” ვიდეომიმართვა დადო — ხალხს პანდემიის პერიოდში შინ დარჩენისკენ მოუწოდა, კვირას კი თავისი 70 ათას გირვანიქიანი მანქანა, ქუჩაში, ორ გაჩერებულ ავტომობილს დააჯახა. ეს ამბავი ბირმინგემის გარეუბანში მოხდა. გრილიშის მანქანა გახლავთ თეთრი „რენჯ როვერი”. ფეხბურთელის საქციელმა ინგლისურ მას მედიას სალაპარაკო მისცა. სათაურიც,  covidიდიოტი, ერთ-ერთი ინგლისური გამოცემისგან გვაქვს ნასესხები. სოციალური...

ვიეირა გვარდიოლას ჰგავსო
ჩანაწერი

ვიეირა გვარდიოლას ჰგავსო

მანჩესტერში პეპ გვარდიოლას შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. ესპანელის კონტრაქტს „სიტისთან“ მომავალი სეზონის ბოლოს გასდის ყავლი და კლუბში ვარაუდობენ, რომ გვარდიოლა თანამშრომლობის გაგრძელებაზე ყაბულს აღარ იქნება. „სიტის“ დირექტორებმა ფერან სორიანომ და ჩიკი ბეგირისტაინმა, თურმე, სავარაუდო შემცვლელთა სიაც შეადგინეს. მათი აზრით, მსოფლიოში სულ 3-6 სპეციალისტია, რომელიც სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შედარებით უმტკივნეულოდ შეცვლის გვარდიოლას. ჯერჯერობით მხოლოდ ფავორიტის ვინაობა სახელდება....

კორონასგან დაზღვეული
ჩანაწერი

კორონასგან დაზღვეული

ბრიტანულ მედიას თუ ვენდობით, მომავალ კვირაში „უიმბლდონის“ წლევანდელი საჩოგბურთო ტურნირის გაუქმება ოფიციალურად გაცხადდება. ინგლისის საჩოგბურთო კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა წინა კვირას იყო დაანონსებული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღეში გაიმართება ტელე-კონფერენციის ფორმატში. ელიან, რომ საბჭო 1945 წლის შემდეგ პირველად გამოაცხადებს უპრესტიჟულესი ტურნირის გადადების ამბავს. „უიმბლდონი 2020“ 29 ივნისიდან 12 ივლისამდე შუალედში უნდა გამართულიყო. საინტერესოა, რომ სხვა სპორტული...

პსჟ: ყველა ერთად!
ჩანაწერი

პსჟ: ყველა ერთად!

ფრანგულმა პსჟ-მა საშინაო მაისურების სპეციალური, საქველმოქმედო ვერსია გამოუშვა. მაისურზე ტრადიციული სპონსორის ნაცვლად პრინტად ლოზუნგია დატანილი – Tous Unis (ყველა ერთად). ამას გარდა, მარჯვენა სახელოზე დატანილია პარიზის საავადმყოფოთა ქსელის ლოგო. სწორედ ამ ქსელს, რომელიც 44 კლინიკას მოიცავს და 90 ათას თანამშრომელს აერთიანებს, გადაეცა მთელი შემოსული თანხა. მაისურების რაოდენობა ლიმიტირებული იყო და 1500-ვე 12 საათში გაიყიდა. ერთი...

ჩეფერინმა ვადა დათქვა
ჩანაწერი

ჩეფერინმა ვადა დათქვა

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ თუ შეწყვეტილი 2019-2020 წლების საფეხბურთო სეზონი ივლისამდე ვერ განახლდება, ის შეიძლება გამოვიტიროთ. ჩეფერინმა ევროპის საფეხბურთო დიდმოხელეებთან არაერთი კონსულტაცია გამართა და ყველა ღონე იხმარა რაიმე გამოსავალი რომ მოეძებნათ. 52 წლის სლოვენიელმა იურისტმა იტალიურ „ლა რეპუბლიკას” მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა: „ჩვენ ვცდილობთ მაისის შუაში, ან მაქსიმუმ ილისამდე განვაახლოთ შეწყვეტილი სეზონი, მაგრამ...

ჭკვიანი კაცი
ჩანაწერი

ჭკვიანი კაცი

კარლო ანჩელოტიმ „კორიერე დელო სპორტის” ფურცლებიდან ინგლისური ფეხბურთის შეფები გააფრთხილა, სჯობს უარესი სცენარისთვის მოემზადოთო. იგივე ეხება დანარჩენ მსოფლიოსაც. ინტერვიუში „ევერტონის” მწვრთნელი ამბობს, რომ ამიერიდან ფეხბურთის ეკონომიკა შეიცვლება და ზღაპრული ტრანსფერების ეპოქა წარსულს ჩაბარდება. ანჩელოტი: „ფეხბურთელები და მწვრთნელები ნაკლებ ხელფასებს მიიღებენ. სტადიონის ბილეთებიც გაიაფდება, რადგან ხალხს ფული აღარ ექნება. ეკონომიკა ყველა დონეზე შეიცვლება და ჩვენ ამისთვის...

ჩანაწერი

კრიშის ბუგატი 9,5 მილიონად

კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ პორტუსა და ლისაბონში მდებარე ორ კლინიკაში კრიტიკული მედიცინის სამი ბლოკის აღჭურვას. თითოეული ბლოკი 10 პაციენტზე იქნება გათვლილი და მათ შემომწირველთა სახელებს დაარქმევენ. ამას გარდა, რონალდუ დათანხმდა, „იუვენტუსში“ კუთვნილი 21-მილიონიანი გასამრჯელო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე 3,8 მილიონი ევროთი შეიმციროს. ყველაფრის მიუხედავად, კრიში ოპტიმისტია – საკუთარი ავტოსაჯინიბო კიდევ ერთი...

საბონისმა რა ჰქმნა
ჩანაწერი

საბონისმა რა ჰქმნა

1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკა კაუნასის „ჟალგირისის” წინააღმდეგ! ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის...

ტოჩი იაპონიაში ჩაკეტეს
ჩანაწერი

ტოჩი იაპონიაში ჩაკეტეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ უცხოელ ფალავნებს ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით აუკრძალა ქვეყნის ფარგლების დატოვება. ამას გარდა, გაუქმდა საკმაოდ პოპულარული საჩვენებელი გამოსვლები, რომლებიც ბაშოებს შორის იმართება ხოლმე. ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მაისის ხაცუ ბაშოსთან დაკავშირებით. კარგ ვარიანტში, ტურნირი, ისევე როგორც მარტის ხაცუ ბაშო, უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული მისი საერთოდ გაუქმებაც.