თვე: მარტი 2020

Home 2020 მარტი
დაიწყო
ჩანაწერი

დაიწყო

სეზონი მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „დინამოსა“ და ელიგის დებიუტანტის, „თელავის“ მატჩით გაიხსნა. დინამოელთა მეორე ოფიციალური შეხვედრა ვნახეთ წლეულს და უნდა ითქვას, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს, ჯერ გუნდი არ ჰქვია. ცხადია, ბევრი ახალწვეული ჰყავთ, ტრავმირებულებიც არ აკლიათ, მაგრამ, სუპერთასზე „საბურთალოსთან“ წაგებული მატჩის არ იყოს, არც ამჯერად ეტყობოდათ ჟინი, ან თამაშის სურვილი. რაღაც შებოჭილები ჩანდნენ. ერთი, რითაც გამოირჩნენ,...

პიკე: ისე ცუდად, როგორც პირველ ტაიმში, რეალს ბერნაბეუზე არ უთამაშია
ჩანაწერი

პიკე: ისე ცუდად, როგორც პირველ ტაიმში, რეალს ბერნაბეუზე არ უთამაშია

„ელ კლასიკო” „რეალის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. გოლები გაიტანეს ვინისიუს ჟუნიორმა და მარიანომ. 26 ტურის შემდეგ მადრიდელებს 56 ქულა აქვთ, ბარსელონელებს 55. შეხვედრა გამოვიდა სანახაობრივი, სადაც მასპინძლებმა მეორე ტაიმში ჩინებულად ითამაშეს და დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა, თუმცა „ბარსას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემ აქცენტი პირველ ტაიმზე გააკეთა, როდესაც ბურთის ფლობა (57%-43%) და კარისკენ დარტყმები (6-5) სტუმრების სასარგებლოდ იყო. ცნობისათვის,...

შესვენებაზე ის უნდა მოეკლათ!
ჩანაწერი

შესვენებაზე ის უნდა მოეკლათ!

კარლო ანჩელოტიმ თამაშის დამთავრების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: ის აღშფოთდა, რადგან „ევერტონს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის მიწურულს VAR-მა გამარჯვების გოლი არ ჩაუთვალა. მატჩი დასრულდა 1:1. არადა, რა გულით ზეიმობდნენ ლივერპულელები ჰარი მაგუაირის მიერ მსაჯის წამატებულ დროში საკუთარ კარში შეგდებულ გოლს. სიხარულისგან მთელი გუნდი ერთმანეთს დაახტა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, გოლი არ ჩაითვალა და ალბათ სწორადაც, რადგან...

მილანიდან ლეგენდები მიდიან?
ჩანაწერი

მილანიდან ლეგენდები მიდიან?

დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ „მილანის“ დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა თანამდებობა დატოვოს. თუ ასე მოხდა, კლუბიდან სპორტული დირექტორი პაოლო მალდინიც წავა. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მათ ღიად გამოხატეს უკმაყოფილება „მილანის” გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის მიმართ. აღმოჩნდა, რომ, გაზიდისი ბობანისა და მალდინის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანელ რალფ რანგნიკთან და მას მწვრთნელის გარდა, სპორტული დირექტორის პოსტსაც სთავაზობს....

თავი 41
ჩანაწერი

თავი 41

ელ კლასიკო მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანებს ისეთი ხალხიც მიუსხდება, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროში მხოლოდ ათი გვარი თუ იციან. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა, დღეს კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ორი დიდი კაპიტანისა და ლეგენდის – სერხიო რამოსისა და ლეო მესის 41-ე შერკინებას ვიხილავთ. … „ბარსას“ ათიანი ამ თამაშის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (26 გოლით) და...

აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
ჩანაწერი

აკაპულკო, დუბაი, დოჰა…

2020 წლის საჩოგბურთო სეზონი კარგად გახურდა. წლის პირველ დიდი სლემის ტურნირთან ერთად უკან, რამდენიმე პრესტიჟული შეჯიბრია მოტოვებული. სამწუხარო ის არის, ჩოგბურთის მეფეს – როჯერ ფედერერს ტრავმისგან გამოწვეული ქირურგიული ჩარევის გამო იძულებითი შესვენება უწევს და ზაფხულამდე უქმობს. მაესტროს არყოფნას კი რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსებენ, რომლებმაც თავიანთ შთამბეჭდავ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო მიამატეს. ესპანელმა მექსიკურ...

ლივერპულს გულზე მოეშვა
ჩანაწერი

ლივერპულს გულზე მოეშვა

ოცნება დაუმარცხებელი სეზონის შესახებ დაიმსხვრა. ახლა იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მისი გუნდი არ გატყდება და დასახულ მიზნებს ახალი ძალით შეუტევვს. თუკი ვინმემ „ლივერპულის” „უოტფორდთან” 0:3 წაგებით გაიხარა, „არსენალის” ფანები არიან. მიზეზი: პრემიერლიგაში, დაუმარცხებელი ჩემპიონები მხოლოდ არსენ ვენგერის „მეთოფეები” (2003-04) იყვნენ და ასეთად რჩებიან. თან, წაგებაც არის და წაგებაც: 0:3 გუნდთან, რომელიც გავარდნის საშიშროების წინაშე დგას,...