სულ ორი კვირაა, რაც ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. კლუბის თანამშრომლებმა ინგლისელ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მოედანს მიღმა, ასე ვთქვათ, გასახდელში, 80 მილიონ გირვანქად ნაყიდ მცველს უკვე გვარიანი ავტორიტეტი და გავლენა აქვს. 26 წლის მაგუაირი და მისი ახალი გუნდი (რომლის საშუალო ასაკი 24 წელია), პრემირლიგის პირველ ტურში, „ჩელსისთან”, დაფრინავდა მოედანზე....
წელი: 2019
ადრიანი
ვინ არის ადრიანი? ალბათ, ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესობა უპასუხებს, რომ ეს არის მეკარე, ვისაც ალისონის ტრავმის გამო სუპერთასის მატჩში მონაწილეობა მიღება მოუწია და გაუმართლა, როცა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მე კი ვიტყვი – იმედი. ადრიანი არის ოცნება, რომ „რიგითი რაიანი“ შეიძლება გმირად იქცეს. შესაძლოა, ეს მის კარიერაში ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყოს, თუმცა წინა 32 წლიანი გამოცდილება ამ...
როცა უფსკრულს ფსკერიც არა აქვს
კავკასიის ერთ პატარა ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ. იმ დროს ხალხი სტადიონზეც დადიოდა, თაობები კი ერთმანეთზე უკეთესები მოდიოდნენ. ჯერ იყო და, ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა მოედანზე დიდ საქმეებს ატრიალებდნენ. მერე იყო მცირე ჩავარდნა, თუმცა ბასა ღოღობერიძე პატარა ქვეყნის სინდისს ერთ ბეწო ხინჯს არ აკარებდა. შემდეგ მოვიდნენ ოქროს ბიჭები, მიშა მესხის თაოსნობით, გუნდში ქართულის ძალიან ცუდად...
შოუ უნდა გაგრძელდეს?
როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ლუკ შოუ ეწოდება? აი, უკვე ხუთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „იუნაიტედმა” სიხარულით გამოაცხადა, რომ პრემიერლიგელ კონკურენტებს ვაჭრობაში აჯობა და ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ლუკ შოუ შეიძინა. იმხანად, მარცხენა მცველი „საუთჰემპტონში” დაფრინავდა, „მანჩესტერ იუნაიტედში” კი პატრის ევრას ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა. შესაბამისად, როდესაც შოუ „ოლდ ტრეფორდზე” მივიდა, ყველას...
სანჩესმა რომა ჩაშალა
30 წლის ალექსის სანჩესმა ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” უხმაუროდ წასვლაზე უარი თქვა. ჩილელმა თავდამსხმელმა, რომელსაც „ოლდ ტრეფორდზე” კვირაში 505 000 გირვანქას უხდიან, „რომაში” მისი გადაბარგების პროცესი შეაჩერა. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ოლე გუნარ სულშერს სანჩესი აღარ სჭირდება. ნორვეგიელმა მწვრთნელმა გარკვევით თქვა, რომ უმალ მარკუს რეშფორდს, ანტონი მარსიალსა და მეისონ გრინვუდს ათამაშებს, ვიდრე სანჩესს. „რომა” კი...
ქათამს თავი მოაჭამა
ბიქსანტ ლალარდი ბასკური პელოტას ფრანგულ კლუბში თამაშობს და წარმატებითაც. სპორტის ეს სახეობა კრიკეტს ჩამოჰგავს და ბასკეთში ძალიან პოპულარულია. ივნისში ესპანეთში გამართული ჩემპიონატის შემდეგ გამართულ ბანკეტზე გვარიანად გადამთვრალმა ლალარდმა ცოცხალ ქათამს თავი ღიმილით მოაჭამა. ინტერნეტში მისი დასჯის მოთხოვნით სპეციალურ პეტიციას უკვე 60 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ფრანგული სასამართლო ამგვარი დანაშაულისთის 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო
გერმანული „შპორტ ბილდი” გაბრაზებულია. „დაუწერელი კანონია, როდესაც ფეხბურთელს ყიდი, აღარ უნდა ათამაშო, რადგან თუ ათამაშებ, ის შეიძლება დაშავდეს”, — წერს ჟურნალი, რომელიც ლეროი სანეს ტრავმას ეხმაურება. სანეს ყიდვაზე „ბაიერნი” მუშაობდა და მოლაპარაკებები კარგა შორსაც იყო წასული, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელი „ლივერპულის” წინააღმდეგ, ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში ათამაშა, სადაც ის მე-13 წუთზევე დაშავდა და… ახლა...
მწვრთნელი ვიპ-ლოჟაში მოხსნა
ბელგიურ „ბრიუგესთან“ ჩემპიონთა ლიგაში მარცხის შემდეგ კიევის „დინამოს“ მრისხანე მთავარსარდალმა იგორ სურკისმა მწვწრთნელი იგორ ხაცკევიჩი და მისი შტაბი საფინალო სასტვენთან ერთად პირდაპირ ვიპ-ლოჟიდან გაათავისუფლა. ვინ შეცვლის ხაცკევიჩს? კანდიდატი ორია: გუნდის სელექციონერი ალექსანდრ ზავაროვი და სპორტული დირექტორი ალექსეი მიხაილიჩენკო. ორვე კიეველთა ლეგენდარული თაობის წევრია და თუ ზავაროვის ტრანსფერი „იუვენტუსში“ ნამდვილ სენსაციად იქცა, მიხაილიჩენკომაც გვარიანად იბურთავა გენუის...
ჯერ მაჯა, ახლა მუხლი
უიღბლობაზე თუ ვინმეს შეუძლია დაიწიწუნოს, ერთ-ერთი უდავოდ ხუან მარტინ დელ პოტროა. არგენტინელი მეჩოგნე ტრავმებმა იმდენად გააწამა, აღარც გაგვიკვირდება ერთ დღესაც, ცხელ გულზე, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს. თავად განსაჯეთ: წლეულს, დელ პოტრო იძულებით მესამე დიდი სლემის ტურნირს გამოტოვებს. ერთადერთი მეიჯორი, რომელშიც მან თამაში შეძლო როლან გაროსი იყო და იქაც თავი არ შეირცხვინა. იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელს...
გემი, ჯეიმი და ორი გული
ესეც მატჩის დღე და ძალიან გადაწითლებული სტამბოლი. რაღა თქმა უნდა, ევროპა-აზიის საკვანძო ქალაქში „ჩელსის“ ფანებიც არიან, თუმც, მერსისაიდელების ფონზე ლონდონელთა ფანკლუბი ორ ზღვას შუა მოქცეულ ბოსფორის სრუტესავითაა… დღეს სტამბოლი წითელია და ადუღებული ელოდება ფინალს. ბოსფორის სრუტის თვალწარმტაცი სილამაზე მართლაც გამოსარჩევი რამაა და მასპინძლებმა ეს ადგილი ორმაგად დასამახსოვრებლად უქციეს გულშემატკივრებს – ხუთას სქაუზერზე მეტი ვერ დაიტია...









