წელი: 2019

Home 2019
ჯოკრები
ჩანაწერი

ჯოკრები

ფრანგული სეზონის ზედ დაწყების წინ გაირკვა, რომ ტოპ 14-სა და პრო D2-ს თითო ქართველი მორაგბე დაემატება. დავით გიგაური – 25 წლის მეორეხაზელი, რომელიც მისი რუმინული კლუბის „ბუქურეშტის“ დაშლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. გიგაური ამჟამად საქართველოს ნაკრების ორგზის შეკვეცილ გაფართოებულ შემადგენლობაში მსოფლიო თასისთვის ემზადება. 197 სმ. სიმაღლისა და 120 კგ. წონის გიგაური საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის...

რიბერი რკინიგზიდან ვილას ითხოვს
ჩანაწერი

რიბერი რკინიგზიდან ვილას ითხოვს

„ბაიერნი“ მიმდინარე სეზონს გაახლებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდიდან ორი ვარსკვლავი, რიბერი და რობენი წავიდნენ. დაიწყო ბუნდესლიგა და მიუნხენელებმა სტარტზე წაიფორხილეს –  „ალიანც არენაზე“ „ჰერტას“ ვერ მოუგეს. ჰოლანდიელმა რობენმა კარიერის დასრულებაზე თუ უკვე გამოაცხადა, ფრანგი წასვლას ჯერ არ აპირებს. მას რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ვერ გადაუწყვეტია ბურთის გორება სად გააგრძელოს. ყველაზე რეალური თითქოს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ვარიანტი მოჩანს, რომლის...

ბათუმი ისევ თავშია…
ჩანაწერი

ბათუმი ისევ თავშია…

პარასკევს და შაბათს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი. პარასკევს, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი,“ თეიმურაზ შონიას პენალტით, 92-ე წუთამდე უგებდა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას,“ მაგრამ „რკინიგზელებმა“ ბოლო წამებზე კონცენრაცია დაკარგეს და ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა აღადგინა. „ლოკომოტივს“ 24 თამაშიდან 36 ქულა აქვს და ოთხი პუნქტით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს.“ თუმცა,...

სარეკორდო გარიგება – 3.5 მილიარდი
ჩანაწერი

სარეკორდო გარიგება – 3.5 მილიარდი

ასეთ თანხაზე მსოფლიო სპორტში ჯერ არ უსაუბრიათ. რუსმა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა NBA-ს „ბრუკლინ ნეთსი“ და მისი საშინაო არენა ჯამში 3.5 მილიარდ დოლარად გაყიდა. თავის დროზე პროხოროვს კლუბის სრული აქტივების გამოსყიდვა 1.7 მილიარდი დაუჯდა, თუმცა საშინაო არენა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მშენებლობა პროხოროვის ხელში დასრულდა. ყველაზე ცუდი სეზონი (2013-2014 წ.წ.) კლუბმა 144 მილიონი ზარალით დაასრულა, თუმცა...

სან მამესზე ამას უნდა ელოდო
ჩანაწერი

სან მამესზე ამას უნდა ელოდო

ესპანეთის ჩემპიონატი ხმაურით დაიწყო: „ბილბაომ” „ბარსელონას” მოუგო – 1:0. ბასკთა გამარჯვება არიც ადურისის მაკრატელა გოლმა დაამშვენა. ამ გოლს დამატებითი ეფექტიც ჰქონდა: ის შეხვედრის 89-ე წუთზე გავიდა, წერტილი დასვა! მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე წაგების შესახებ „ბლაუგრანას” ვეტერანმა მცველმა ჟერარდ პიკემ ილაპარაკა. მან თქვა, რომ მეტოქემ მის გუნდს ჯანით აჯობა, შეხვედრის ბედი კი დეტალებმა განაპირობა და. „სან მამესზე...

საქართველო: რაგბის მომავალი სუპერძალა
ჩანაწერი

საქართველო: რაგბის მომავალი სუპერძალა

მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ საქართველოს და კერძოდ ქართული რაგბის განვითარების ისტირიას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა – „Georgia: Rugby’s Next Superpower. Episode One“. სახელწოდებაშივეა ჩაქსოვილი ის პატივისცემა, რომლითაც ქართული რაგბი დღეს მთელ მსოფლიოში სარგებლობს. ფილმში შეხვდებით ბორჯთალოსანთა ექსკაპიტან მამუკა გორგოძეს, ნაკრების ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებს – კლოდ სორელსა და მილტონ ჰეიგს, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს და...

ჰაბიბმა კონორი ციხეში გაუშვა
ჩანაწერი

ჰაბიბმა კონორი ციხეში გაუშვა

ამბავი, რომელიც კონორ მაკგრეგორმა ერთერთ ბარში მოხუც ადამიანს დააწია, მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო და სპორტსმენისა და ზოგადად საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. შეგახსენებთ, ირლანდიელმა მოჩხუბარმა, ამჯერად მუშტების ქნევა, რინგის მაგივრად საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, იქ სადაც ადამიანები ერთობიან და განტვირთვისთვის იკრიბებიან გადაწყვიტა. მაკგრეგორმა, ხანშიშესულ მამაკაცს მხოლოდ იმის გამო დაარტყა, რომ მან ვისკის დალევაზე უარი უთხრა. ირლანდიელი სპორტსმენის უღირს...

ქართული ფეხბურთის შემოდგომის ზაფხული
ჩანაწერი

ქართული ფეხბურთის შემოდგომის ზაფხული

ქართული ფეხბურთის შემოდგომა ისევ ზაფხულში დადგა. ისღა დაგვრჩენია, ევროასპარეზზე ლუქსემბურგელების, სომხების, ლიეტუვოელების, ლატვიელების, კვიპროსელების კალიბრითთა სწორთა მათთა ვაჟკაცობა ვაშუქოთ. მიზეზის პოვნას რა უნდა? ქუთათურებს პრობლემები მიეძალათ,თბილისელებს და საჩხერელელებს წილისყრამ ძლერი მეტოქეები არგუნა, „საბურთალომ“ კი სამივე საშინაო წააგო. ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია თავი მოიწონოს, რომ ასეთი კოეფიციენტი კარგა ხანია, არ გვქონია. არითმეტიკაში ვერ მიედავები – მართლა ეგრეა,...

მოითმინეთ ხანდახან…
ჩანაწერი

მოითმინეთ ხანდახან…

გიორგი დევდარიანს იმ დროიდან ვიცნობ, მისი „კლიჩკა”„ცქიფო“ გვარში რომ ერეოდათ და მუდმივავად აპროტესტესებდა, არ ვარ ცქიფურიშვილიო. თბილისის „თბილისში“ ავანტურისტი ლუის ცაკარიასი შეცვალა და ისეთი გუნდი დააყენა… მე ხომ ვიცი, რომ ღამეებს ათენებდა. მაშინ გუნდზე და საკუთარ თავზე ერთად მუშაობდა. მერე როგორ დაიქუხა? შერეკილი პაჭელო, მეორე ნუგზარიჩი, ხოჯავა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კაკო დევაძე… ვკითხე, მიშა მესხი...

თვითმკვლელობა ტრავმის გამო
ჩანაწერი

თვითმკვლელობა ტრავმის გამო

სპორტში აბა ტრავმები რა გასაკვირი ამბავია, მაგრამ რაც 20 წლის უელსელ ფეხბურთელს დაემართა, უფრო სწორად საკუთარ თავს დამართა, ვეჭვობთ ანალოგი ჰქონდეს. ჯოელ დარლინქტონი უელსური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მან თამაში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოასწრო, ეროვნულის მაისურაც დროის ამბავი იყო, მოულოდნელად რომ … ჯოელ დარლინქტონმა თავი მოიკლა. ბოლო 2 წელი მას...