წელი: 2019

Home 2019
ფლოიდ მეივეზერის აბსურდი
ჩანაწერი

ფლოიდ მეივეზერის აბსურდი

ხუთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა ქომაგებს რინგზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ამცნო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეივეზერი მენი პაკიაოსთან რევანშის ასაღებად ემზადებოდა და მომავალ ბრძოლას აანონსებდა, თუმცა, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, 42 წლის სპორტსმენმა გამოაცხადა, რომ ეს ფეიკვიდეო იყო. „ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა, სრული აბსურდია. ის ძველია, რომელიც საუდის არაბეთში დიდი...

ლებრონმა, ჰოვარდიო
ჩანაწერი

ლებრონმა, ჰოვარდიო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. წინა სეზონში ფლეი ოფს მიღმა დარჩენილ მეფეს ხელები ექავება და საჩემპიონო ბეჭდის ერთხელაც მოპოვობისთვის საბრძოლო მოტივაცია ემატება. „ლეიკერსს,“ ცხადია, საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბება სურს და ამჟამად „მემფისის“ დუაიტ ჰოვარდს მიადგა. მართალია, „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტიდან“ დემარკუს კაზენსი უკვე დაიმატა, მაგრამ მას ისეთი ტრავმა აქვს, შესაძლოა, მთელი სეზონი გამოტოვოს. ლოს-ანეჯელესელებს ძლიერი ცენტრი...

გრიზმანს ნარჩენები მიაყარეს
ჩანაწერი

გრიზმანს ნარჩენები მიაყარეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები ანტუან გრიზმანის მაისურებს წვავენ და ფრანგი ფორვარდის მისამართით სხვადსხვა ფორმით უპატივცემულობას გამოხატავენ. კვირას, დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა და მოიგო კიდეც – ალვარო მორატას ერთდერთი გოლით „ხეტაფესთან“. „ვანდა მეტროპოლიტანოსთან“ მისადგომებთან გრიზმანის „ვარსკვლავი“ განთავსებული. მატჩამდე ერთი დღით ადრე კი მადრიდელთა ფანები ამ გამოსახულებას უდიერად მოექცნენ – იქაურობა დაანაგვიანეს, ტალახით, ქვებით,...

რუსმა ცინცინატი დაიპყრო
ჩანაწერი

რუსმა ცინცინატი დაიპყრო

რუსმა დანილ მედვედევმა ცინცინატის ტურნირის ფინალში ბელგიელი დევიდ გოფინი დაამარცხა და კარიერაში პირველად მასტერსის გამარჯვებული გახდა. კარიერაში პირველად მედვედევი მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილამდე აღზევდა. მან რობერტო ბაუტისტა-აგუტს გადაასწრო… მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, 23 წლის სპორტსმენი 2008 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ცინცინატში ფურორი მოახდინა. 10 წლის წინ ტიტულს 21 წლის ენდი მარი...

ეს ყველაფერი სპექტაკლია?
ჩანაწერი

ეს ყველაფერი სპექტაკლია?

ფილიპე კოუტინიუ ბარსელონიდან მიუნხენის გზას დაადგა, მაგრამ „კამპ ნოუს“ თემებიდან ამ ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი სულაც არ გახლავთ მთავარი — მთავარ ინტერესს სხვა ბრაზილიელი იპყრობს. გადავა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენიდან“ „ბარსაში“? — აი, რა აინტერესებს გულშემატკივარს ყველაზე მეტად. ცნობილი გახდა, რომ წინა კვირაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში იყვნენ და ნეიმარის ტრანსფერის მოგვარებას ცდილობდნენ, მაგრამ გავლენიენი ფრანგული გაზეთი...

ატლეტოკო ბარსას აღარ უჩივის
ჩანაწერი

ატლეტოკო ბარსას აღარ უჩივის

ივლისში მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის ხელმძღვანელობას მიმართა, „ბარსელონამ“ 80 მილიონი ევრო დაგვიმალაო. საქმე იმაშია, რომ აწ უკვე კატალონიელი ანტუან გრიზმანის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 1 ივლისამდე 200 მილიონი იყო დათქმული, ამის შემდეგ კი თანხა ავტომატურად მცირდებოდა 120 მილიონ ევრომდე. „ბარსელონა“ დაელოდა 1 ივლისს და კონტრაქტი 120 მილიონად გამოისყიდა. „ატლეტიკო“ კიდევ 80 მილიონს ითხოვდა – ფეხბურთელი კლუბს...

იუნაიტედს ათი უბრალო აკლია
ჩანაწერი

იუნაიტედს ათი უბრალო აკლია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩება, მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა კი გოლების რაოდენობა უნდა გაზარდონ. პოგბაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ „რეალში“ გადადიოდა, რასაც სულშერი მთელი ძალითა და ღონით ეწინააღმდეგებოდა. „მე თუ მკითხავთ, ის რჩება, — თქვა ნორვეგიელმა „ვულვერჰემპტონთან“ დღევანდელი შეხვედრის წინ, — პოლის გამო სრულიად არ ვნერვიულობ....

როცა 0:4 ჯობია
ჩანაწერი

როცა 0:4 ჯობია

ფრენკ ლემპარდმა „ჩელსის“ მწვრთნელის რანგში პირველი ქულა მოიგო, მაგრამ თავს უარესად გრძნობს, ვიდრე პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წაგების შემდეგ გრძნობდა. „სტემფორდ ბრიჯზე“, „ლესტერ სიტიმ“, ვილფრედ ნდიდის მიერ ლურსმანივით ჩაჭედებული თავურით გაქვითა მეისონ მაუნტის გახსნილი ანგარიში — 1:1. ლემპარდმა თქვა: „უცნაურია, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ გაცილებით უხასიათოდ ვარ, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშის შემდეგ ვიყავი. არადა,...

უფხო ბრაცო…
ჩანაწერი

უფხო ბრაცო…

როგორც იქნა, ბაიერნმა სუპერ ტრანსფერი განახორციელა. ფილიპე კოუტინიოს დამატება მიუნხენელებისთვის შვებაა, რადგან წამყვანი ფეხბურთელების (რიბერი, რობენი და ხამესი) წასვლის შემდეგ, შეტევაში საშემსრულებლო ოსტატობის დეფიციტი შეინიშნებოდა. შეიძლება, ერთი შეხედვით, ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ბაიერნის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის დამსახურებაა. ეს წესით ასეც უნდა იყოს, მაგრამ ბრაცომ დანიშვნიდან მხოლოდ ორი ტრანსფერი განახორციელა: 1)  ატლეტიკოდან, არარეალურ ფასად, 80 მილიონად ლუკას ერნანდესი...

818 დღე
ჩანაწერი

818 დღე

„რეალმა” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო — ვიგოში „სელტას” 3:1 მოუგო. მადრიდელთა გარშემო ბოლოხანს ამტყდარი ხმაურის გამო ამ გამარჯვებამ იმაზე მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე სხვა დროს მიიპყრობდა. მოგეხსენებათ, წინა დღეს, „რეალის” მთავარმა მოქიშპემ, „ბარსელონამ”, ბილბაოში წააგო (0:1), რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის პირველი ტურის მერე „ლოს ბლანკოსი” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში „ბლაუგრანაზე” წინ არის. თურმე ნუ...