ვინ არის ადრიანი? ალბათ, ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესობა უპასუხებს, რომ ეს არის მეკარე, ვისაც ალისონის ტრავმის გამო სუპერთასის მატჩში მონაწილეობა მიღება მოუწია და გაუმართლა, როცა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
მე კი ვიტყვი – იმედი.
ადრიანი არის ოცნება, რომ „რიგითი რაიანი“ შეიძლება გმირად იქცეს. შესაძლოა, ეს მის კარიერაში ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყოს, თუმცა წინა 32 წლიანი გამოცდილება ამ რამდენიმე საათის გამო ნამდვილად ღირდა. მასშტაბები ნამდვილად სხვაა, მაგრამ როგორც გიოტცეს შეეძლო 2014 წლის ფინალის შემდეგ კარიერა დაესრულებინა, ასევე შეუძლია ადრიანსაც.
თუმცა, გმირები ასე არასდროს აკეთებენ. ეს მათთვისაც იმედია. ერთხელ თუ მოხდა, სხვა დროს, რატომაც არა?!
ჰო, ოთხშაბათს, „ლივერპულმა“ სტამბოლში, „ჩელსი“ პენალტების სერიით დაამარცხა და ისტორიაში მეოთხე სუპერთასს დაეუფლა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
