წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ბეილი „სანტიაგო ბერნაბეუდან” წავიდა

კვირა საღამოს „რეალმა” ისევ წააგო. ამჯერად „რეალ სოსიედადთან”, 0:2. ეს მიმდინარე სეზონში მადრიდული კლუბის მეექვსე ჩავარდნა იყო. ექვსიდან სამჯერ „ლოს ბლანკოსი” ლა ლიგაში დამარცხდა. შედეგად, „რეალი” ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას” კი 40 ქულა აქვს. მადრიდელთა პრობლემებს ბოლო დროს უელსელი ვარსკვლავის გარეთ ბეილის ტრავმაც დაემატა. „რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში ბეილი სათადარიგოთა სკამზეც კი არ იჯდა,...

ჩანაწერი

პაიჭაძის ბუცები

„დინამოს“ მასაჟისტმა ანზორ გაბიტაშვილმა ბურთი ხელიდან გამოსტაცა მსაჯ რიკარდო ლატანცის და მიიმალა… მინსკში, იქაურების და ჩვენების თამაშისას, დავით ყიფიანს 10-ნომრიანი მაისური შემოახიეს და მანაც 13-ნომრიანი მოირგო და იმით გააგრძელა თამაში… აგერ, ახლა თემურ ქეცბაიამ „ბოლტონს“ რომ გამარჯვების გოლი გაუტანა, ბუცის გახდა დააპირა… ეს სამი ამბავი წამომიტივტივდა გონებაში, როცა ამ სვეტის გამო ვფიქრობდი. და რამდენი ასეთი...

ჩანაწერი

თქვენი დედაცო, ბებიაცო და კარგებიცო…

„ბაიერნის” ბოსებმა თავიანთ ლეგენდარულ პრეს-კონფერენციაზე კლუბის წევრთათვის დადგენილი მორალური სტანდარტები გაასაჯაროვეს. უპირველეს ყოვლისა მათ თქვეს: „ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია!” ეს სიტყვები კერძოდ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ეკუთვნის, რომელმაც გამოაცხადა, რომ სხვისი ღირსების პატივისცემა „ბაიერნის” მორალური კოდექსის პირველი თავის პირველივე ანუ უმთავრესი პუნქტია. რასაკვირველია, „ბაიერნი” ცამდე მართალია, მაგრამ როგორ იცავს ამ კოდექსს მათი ფრანგი თავდამსხმელი, 35 წლის ფრანკ რიბერი? გავიხსენოთ,...

ჩანაწერი

ლონდონს ომსკი ჯობდა

16 წლის წინ რომან აბრამოვიჩს შეეძლო „არსენალი” ეყიდა, მაგრამ შვეიცარიელმა ბანკირებმა შეცდომაში შეიყვანეს და… ის „ჩელსის” მეპატრონე გახდა. კიდევ, რუსმა ოლიგარქმა რამდენჯერმე ცადა იმავ „მეთოფეთა” კლუბიდან იმხანად საუკეთესო ფორმაში მყოფი დიდი ფრანგი თავდამსხმელის, ტიერი ანრის გადაბირება, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ყველაფერი წერია წიგნში, რომელსაც „კლუბი” (The Club) ჰქვია და რომელიც „ვოლ სტრიტ ჯორნალის” ორმა ჟურნალისტმა...

ჩანაწერი

დიდსა კაცსა დიდი…

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტანით დიდია, დიდ გუნდებში უთამაშია და დიდად საკვირველი გოლებიც გაუტანია. ზლატანს, როგორც ჩანს, ჭამა-სმაც დიდად  შესარგი ჰყვარებია და ხუმრობაც „დიდი“ სცოდნია, რაკი ასეთი სურათი აუტვირთავს ინსტაგრამზე და მიუწერია: „სეზონებსშუა“ . „ლოს ანჯელეს გალაქსის“ შვედი მეგოლე ახალი სეზონის დაწყებამდე, ეტყობა, ჭამა-ძილის რეჟიმშია და სასწორისკენ აღარც იხედება.

ჩანაწერი

სალაჰი ბორნმუთმა იყიდა

გულზე ხელი დაიდეთ, ბევრი გსმენიათ დომინიკ სოლანკეს შესახებ? ეს ბიჭი „ლივერპულში“ 2017 წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ 3 მილიონ ევროდ მივიდა და გუშინ „ბორნმუთში“ 21 მილიონ ევროდ გაიყიდა. როგორ გაძვირდა 7-ჯერ ფორვარდი, რომელმაც სულ 20 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, მხოლოდ მერსისაიდელთა გენიოსმა მენეჯერებმა უწყიან. დაუჯერებელია, მაგრამ უფრო ძვირად ინგლისელ ფორვარდთაგან პრემიერლიგაში მხოლოდ ენდი კეროლის (41...

ჩანაწერი

უი! გაუშვეს რუი

ლისაბონის „ბენფიკას“ მწვრთნელი რუი ვიტორია გაათავისუფლეს. მიზეზი: მისმა გუნდმა ხუთშაბათს “პორტიმონენსესთან“ სტუმრად წააგო, ცხრილში მეოთხე ადგილზე დაეშვა და ლიდერ „პორტუს“ მთელი 7 ქულით ჩამორჩა. ვიტორიას დროებით შეცვლის  „ბენფიკას“ მეორე გუნდის თავკაცი ბრუნო ლაჟე. რუი ვიტორია „ბენფიკაში“ 2015 წელს „გიმარაეშიდან“ მივიდა. იქიდან მოყოლებული გახდა ჩემპიონი, თითოჯერ მოიგო ლიგის და ქვეყნის თასი და ორჯერაც სუპერთასი, თუმცა ჩემპიონთა...

ჩანაწერი

არგენტინამ ბრაზილიას მექსიკა წაართვა

მექსიკის ნაკრების მწვრთნელად ხერარდო დანიელ „ტატა“ მარტინო დანიშნეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. 56 წლის არგენტინელი ბოლოს აშშ-ს მეიჯორ ლიგის „ატლანტა იუნაიტედში“ მუშაობდა და გუნდი ჩემპიონი გახადა. მან მექსიკის ნაკრებში ბრაზილიელი რიკარდო ფერეტი შეცვალა. ხერარდო მარტინოს ოცწლიან  სამწვრთნელო კარიერაში 10 კლუბში და ორ ნაკრებში უმუშავია. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე პარაგვაი მისი თავკაცობით მეოთხედფინალში გავიდა და მომავალ...

ჩანაწერი

კოკაინის საქმე №2

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, როგორც ჩანს, კოკაინის მსრუტავ ფეხბურთელებზე ნადირობს — აგერ უკვე მეორე შემთხვევა გამოვლინდა. სახელსა და გვარს კვლავ არ გვისახელებენ. ამჯერად ინფორმაცია მავანი ქალისგან მოდის, რომელსაც „მეორე” ფეხბურთელის ძმაკაცებმა კოკაინი შესთავაზეს. ეს ქალი საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ შედიოდა და გამოდიოდა ფეხბურთელი ტუალეტში ნარკოტიკის შესასრუტად. პრემიერლიგის ვარსკვლავი ბოლოს ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ბარის უკანა გასასვლელიდან...

ჩანაწერი

კაილი უოქერის პრობლემა

ბოლო პერიოდში „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი, 28 წლის კაილი უოქერი თითქოსდა ამოიჩემა. ზოგადად ფეხბურთის მოყვარულს შეიძლებოდა გამორჩენოდა, მაგრამ „სიტის” ფანებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ მან უოქერი დეკემბერში „ბორნმუთთან” და „ჰოფენჰაიმთან” არ ათამაშა, შემდეგ კი „კრისტალ პალასთან” ენდო და… ვაგლახ, უოქერმა უხეში შეცდომები დაუშვა. მას შემდეგ მცველი ისევ...