წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

აბდელკადერი

მადრიდის „რეალმა“ ბრაჰიმ აბდელკადერ დიასის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 15 მილიონი ევრო მიუთვალა და მომავალი კვირის დასაწყისში წარადგენს.  ნახევარმცველი კონტრაქტს 2025  წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. ეს იქნება „რეალის“ პირველი საახალწლო ტრანსფერი. მალაგაში დაბადებული 19 წლის ესპანელი 16-ის იყო,  „სიტიმ“ „მალაგასგან“ 2015 წელს 200 ათას გირვანქად რომ იყიდა. მისი დებიუტი ინგლისში 2016-ის 21 სექტემბერს შედგა და „სიტისთან“...

ჩანაწერი

იანვრის ბაშო უქართველოდ იწყება

13 იანვარს ტოკიოში სტარტს აიღებს წლის პირველი ხაცუ ბაშო. სათაურმა არ შეგაშინოთ. ისე მოხდა, რომ წილისყრამ ლევან გორგაძეს პირველ დღეს დასვენება არგუნა. ტოჩინოშინი, ისევე როგორც ელიტის სხვა წევრები, საწვრთნელ ბრძოლებს მართავს. ქართველმა გოლიათმა სუფთად ჯერ სადანოუმი (2:0), მერე კი კომუსუბები მიტაკუემი (7:0) და მიოგირიუ (5:0) დაამარცხა. ჯერჯერობით ბოლო სპარინგი ლევანს ოძეკი გოიედოსთან ჰქონდა და მეტად...

ჩანაწერი

ბითაძე – ბუდუჩნოსტის მომავალმა მილანთან გაიბრწყინა

გოგა ბითაძის ჩერნოგორიულ „ბუდუჩნოსტში“ გადასვლა, ალბათ, მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო. მართალია ჩვენიანის ახალი გუნდი ევროლიგაში ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს და ბოლოსწინა ადგილზეა, საგიეროდ, ქართული კალათბურთის უკვე ამოსული ვარსკვლავის დამატების შემდეგ ჩერნოგორიელთა თამაშის მიმართ მედიისა და სპეციალისტების ყურადღება გაათკეცდა. ბითაძემ იმედები არც ამჯერად გააცრუა და იტალიაში მასპინძელ „მილანს“ 23 ქულა უთავაზა. ამას გარდა, გოგამ 8 მოხსნა...

ჩანაწერი

რონალდუ, რონალდუ და ძველი რონალდო

რა არის „გლობ სოკერი” და რას ნიშნავს მისი დაჯილდოება? „გლობ სოკერის” ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელობა ფიფას ან „ფრანს ფუტბოლის” ვერსიებზე ნაკლებ პრესტიჟულია, მაგრამ ხელწამოსაკვრავი არ გახლავთ, რადგან მას ფეხბურთელთა აგენტების ევროპული ასოციაცია და ევროპულ კლუბთა ასოციაცია ატარებენ. მოკლედ, სხვებზე ნაკლებ არც ეს ხალხი ერკვევა ფეხბურთში. 2019 წელს „გლობ სოკერის” გალა ცერემონიალი დუბაიში გაიმართა. 2018 წლის...

ჩანაწერი

გვარდიოლა არ გააგდეს

პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელშიც ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ” „ლივერპულს” 2:1 მოუგო, „ქალაქელთა” მწვრთნელს პეპ გვარდიოლას გაუმართლა მოედნიდან რომ არ გააგდეს. შეხვედრა დაძაბული გახლდათ. ანგარიში პირველ ტაიმში სერხიო აგუერომ გახსნა, მეორეში ლივერპულელმა რობერტო ფირმინომ გაქვითა და გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგაში კვლავ დაუმარცხებლები დარჩებოდნენ, მაგრამ ლეროი სანემ მაინც „სიტის” გამარჯვება გამოჭედა. თამაშის მიწურულს სტუმრები მთელი ძალებით ცდილობდნენ...

ჩანაწერი

კოკაინი და შოკი პრემიერლიგაში

„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ბარის ტუალეტში კოკაინი შეიყნოსა, რის შემდეგაც ისე იქცეოდა, რომ მწვრთნელმა ტაქსიში ჩასვა და შინ გაუშვა. ოღონდ მწვრთნელს ის მთვრალი ეგონა. ტუალეტში კოკაინის შეყნოსვას ამ ინგლისელი ფეხბურთელის ერთ-ერთი თანაგუნდელი შეესწრო და დაიზაფრა, ასეთს არაფერს ელოდა. დანარჩენები კი გაოცებულები უყურებდნენ, როგორ იქცეოდა ის საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ. როგორც მოგახსენეთ, ნახევარი საათის...

ჩანაწერი

სიქა და სეტი

ვითომ უნდა გვიხაროდეს?! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნოვაკ ჯოკოვიჩს ნამდვილი ომი გაუმართა, სეტიც აართვა, სიქა გააძრო და მხოლოდ 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა. ბრძოლა რომ თანაბარი იყო ამას პირველ რიგში მატჩის სტატისტიკა და პროცენტული მაჩვენებლები ადასტურებს. მეორე და მთავარი, ნოვაკის რექციები იყო გამარჯვების შემდეგ რომ ამოხეთქა: ჯერ სულ მჯიღი იკრა გულში, მერე კი ცაში ღმერთს და ტრიბუნებზე მაყურებლებს...

ჩანაწერი

ბასილაშვილმა ჯოკოვიჩი დაიბედა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ წელს დოჰაში შეხვდა. ყატარის ღია პირველობა ATP-250 სერიისა და ნიკა მეხუთე ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში ბასილაშვილმა არცთუ იოლად, მაგრამ მაინც დაამარცა ესპანელი ალბერტ რამოს- ვინოლასი – 6:1, 1:6, 6:1. მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე 21 წლის რუსი ანდრეი რუბლოივი იყო. რეიტინგით დაბლა მდგობ მეტოქეს ნიკამ არც ამჯერად მისცა შანსი და...

ჩანაწერი

აგუეროს ორიგინალური ვარჯიშები ლივერპულთან შეხვედრის წინ

გამოჯანმრთელებული სერხიო აგუერო ფეხბურთს დაუბრუნდა და გოლიც გაიატა. როგორც ჩანს ის კარგ ფორმაშია და თან არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ყვითელმა ინგლისურმა პრესამ არგენტინელი ვარსკვლავი უცნობ ლამაზმანთან ერთად ჩეშირის ერთ-ერთ რესორანში გამოიჭირა და ფოტოები საქვეყნოდაც გამოფინა. ყვვითლები წერენ, როგორც ჩანს ქალ-ვაჟის ლანჩმა კარგად ჩაიარა იმიტომ, რომ სერხიო რესტორნიდან გაბადრული გამოვიდა და ფოტოგრაფს სიხარულით ხელიც...

ჩანაწერი

ლივერპულში ასოციაციას ტეილორი დაუწუნეს

რაც უფრო ცოტა დრო რჩება პრემიერლიგურ მთავარ დაპირისპირებამდე, მით უფრო მატულობს ხმაური… ორიოდ საათით დედამიწის გაჩერების დროა, რაკიღა სიტი-ლივერპულია და ამით ყველაფერია ნათქვამი. პედანტი ინგლისელები ყველა წვრილმანს გულდაგულ ჩაკირკიტებენ, მაგრან ის რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გააკეთა, ლივერპულელთა აზრით წვრილმანი არ არის და ამან დიდი სკანდალი გამოიწვია. მერსისაიდელები აღშფოთებულნი არიან მთავარმატჩის მთავარ მსაჯად ენტონი ტეილორის დანიშვნით. ენტონი...