„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ სიამოვნებით შეიძენს ისკოს თუკი ის „რეალიდან” წასვლას გადაწყვეტს — წერს „მარკა”. „მალაგას” ყოფილ მოთამაშეზე ბოლოხანს ბევრს წერენ — მადრიდელთა ახალი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას დიდად არ წყალობს და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უზის. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ისკოს ცხადია არ მოწონს და „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლაზე ფიქრობს. „თუ ჩვენი მწვრთნელები ახალი ფეხბურთელის შეძენას...
წელი: 2019
სიბერეში სტრიპტიზი ჩაუდეს
ძველი თაობის ქომაგებს არ სჭირდებათ ახსნა, ვინ არის ევგენი ლოვჩევი. ხურცილავას, ასათიანის, ძოძუაშვილის, ყიფიანის ეპოქაში სსრკ-ის ნაკრების წევრი იყო, მექსიკის 1970 წლის მუნდიალზეც იბურთავა და 1972 წელს სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. ერთი წყნარი კაცი იყო ბატონი სავლე (ტო ესწ ევგენი), მინამ კომპრომატი არ უპოვეს. მთელმა რუსეთმა დაანამუსა, რა დღეში ხარო და ამანაც თავი იმართლა, „ჩამიდესო“:...
პელეგრინი: კლოპი ოფსაიდებით მიგებს ხოლმე
მოგეხსენებათ, „ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” ლონდონური 1:1-ის შემდეგ მერსისაიდელებს ზურგში მდევრის „მანჩესტერ სიტის” ფეხის ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა მოესმათ. შეხვედრა აღსანიშნავი გახლდათ იმითაც, რომ მისი დამთავრების შემდეგ „წითლების” თავკაცმა იურგენ კლოპმა თავი ვერ მოთოკა, ჯერ იყო და მსაჯთან და მეტოქის მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან იკამათა, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თქვა: „ჩვენ გოლი თამაშგარედან გავიტანეთ, რაც შესვენებისას მსაჯმა...
აღმოსავლეთი თბილისში შეიკრიბა
ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრე გახურდა. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში, საქმეში აღმოსავლეთის ოთხი გუნდი ჩაერთო: „სპორტუნი”, „პეგასი”, „გორი” და „იმედი-სტუ თელავი”. ერთი კვირის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდებმა ბათუმის BSB-მ, „ქუთაისმა” „სამტრედიამ” და წყალტუბოს „პრომეთემ” ჩაატარეს თავიანთი მატჩები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლიგაში მოასპარეზე რვა გუნდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯგუფთა შეხვედრების გარდა შერეულ ტურებსაც ატარებს...
სალამიც არ დაამთავრებინეს
ჯერ ხეირიანად დაწყებულიც არ იყო სოფიის ღია პირველობა და ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უკვე დასრულდა. ჩვენებურს პირველ წრეში მეტოქედ გერმანელი დანიელ ბრანდსი ერგო, რომელიც მსოფლიოს ოდენ 180-ე ჩოგანია და ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა. ნიკას გამარჯვებაში დარწმუნებულნი უკვე მეორე წრის მეტოქეზე ვფიქრობდით. როგორც ჩანს, თავად ნიკაც… პირველ სეტში აყლაყუდა გერმანელმა ტოლი არ დაუდო ჩვენიანს. ბასილაშვილმა 6:5-ზე...
მარკუს ვაჭარი?
მანჩესტერელ მარკუს რაშფორდს თითქოს „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა და ოლე გუნარ სულშერის ხელში ისე ათამაშდა, მატჩს უგოლოდ აღარ ტოვებს. გოლები გოლებად და რაშფორდის სარგებელი უყურადღებოდ არც კლუბის ხელმძღვანელობას დარჩენილა… ფეხბურთელი, ვისი სამსახურითაც მადრიდის „რეალი“ არის დაინტერესებული და ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროსაც არ იშურებს, მანჩესტერისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, ალბათ, მხოლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდით თუ მიიღებს. ამიტომაც, სულშერის დაჟინებული...
სალას დაღუპვაში ბრალი მის აგენტს დასდეს
ლა მანშის გრიგალში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას და ორკაციანი ტურისტული თვითმფრინავის პილოტის დეივ იბოტსონის ძებნა გრძელდება, თუმცა მათი ცოცხლად პოვნის იმედი აღარავის აქვს. დაჟინებულმა ძიებამ საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადასული 28 წლის მოთამაშისა და 59 წლის ავიატორის თვითმფრინავი სრუტეს ფსკერზე, 63 მეტრის სიღრმეზე იპოვეს ჩაძირული. მყვინთავებმა წყალქვეშა კადრები გადაიღეს და...
ამის დღეობა, იმის – კონტრაქტი
ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ რომ განსაკუთრებული ადამიანები არიან საფეხბურთო სამყაროში, ეს დიდი ხანია ვიცით. გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია და ზოგს პელე ურჩევნია, ზოგს მარადონა და ზოგსაც კრუიფი… ახლახან, WorldFootball-მაFinancial Times-ის თანამშრომელმა, ჯონ ბერნ-მერდოკმა ამ ორი ჯადოქრის მთლიანი სტატისტიკა შეაგროვეს და 1980-იანი წლებისას შეადარეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესი და რონალდუ არავის ჰგვანან. „ბარსელონას“ კაპიტანს...
აფსუს, დიეგო?!
„ნაპოლის“ კაპიტანი მარეკ ჰამშიკი ჩინურ „დილიან იფანში“ გადავიდა. საპენსიო ასაკს მიახლოვებული (31 წლისაა) სლოვაკის ტრანსფერი სხვა სიახლეებში ჩაიკარგებოდა, რომ არა გარიგების ფინანსური დეტალები. ჰამშიკი ჩინეთში 3 წლის განმავლობაში 27(!) მილიონ ევროს მიიღებს და ამ თანხაში ბონუსები არ შედის. რაც შეეხება თავად „ნაპოლის“, 15 მილიონი ევროთი შეივსებს სალაროს. სატრანსფერო ბაზარზე სიგიჟე გრძელდება და თუ ტენდენცია შენარჩუნდა,...
… როგორ გაიშხლართა ჟოზე
სად ჟოზე მოურინიუ და სად ჰოკეი? სად პორტუგალიელი მწვრთნელი და სად მოსკოვის ოლქის ბალაშიხა? გაგიკვირდებათ და მოურინიუ ბალაშიხაში ჰოკეის მატჩზე მივიდა და შაიბის სიმბოლური ჩაგდება უნდა შეესრულებინა. სპეციალურად მისთვის მოედნის ცენტრამდე ხალიჩაც დააგეს, შაიბაც ჩააგდო, მაგრამ… უკან მობრუნებულმა ფეხი ყინულს დაადგა და იმავე წამს გაიშხლართა. წაქცეულს „ავანგარდის“ და სკა-ს კაპიტნები დაეხმარნენ წამოდგომაში, სეუ ჟოზემ კი...