მოგეხსენებათ, „ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” ლონდონური 1:1-ის შემდეგ მერსისაიდელებს ზურგში მდევრის „მანჩესტერ სიტის” ფეხის ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა მოესმათ. შეხვედრა აღსანიშნავი გახლდათ იმითაც, რომ მისი დამთავრების შემდეგ „წითლების” თავკაცმა იურგენ კლოპმა თავი ვერ მოთოკა, ჯერ იყო და მსაჯთან და მეტოქის მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან იკამათა, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თქვა:
„ჩვენ გოლი თამაშგარედან გავიტანეთ, რაც შესვენებისას მსაჯმა რასაკვირველია შეიტყო და მეორე ტაიმში უცნაურ დღეში ჩაგვაგდო. იმას კი არ ვამბობ, რომ შესვენების შემდეგ არბიტრის გადაწყვეტილებები საბედისწერო იყო, მაგრამ რიტმს გვაკარგინებდა. 50-50 ან 60-40 სიტუაციებს მეტოქის სასარგებლოდ წყვეტდა”.
კოლეგის ასეთ კომენტარს „ჩაქუჩების” ჩილელმა თავკაცმა თავისებურად უპასუხა:
„კლოპი ჩემთან ოფსაიდიდან გატანილი გოლებით გამარჯვებას არის დაჩვეული. როდესაც მე „მალაგას” მწვრთნელი ვიყავი, ხოლო ის „დორტმუნდს” ედგა სათავეში შვიდმეტრიანი თამაშგარის წყალობით მომიგო ასე რომ საწუწუნო არაფერი აქვს.
„ლივერპულს” ორი აშკარა საგოლე მომენტი ოფსაიდიდან ჰქონდა, რომელთაგან ერთი გოლით დასრულდა. ერთი კვირის წინ ვამბობდი, რომ ჩვენ ძალიან ცუდად ვუტევთ და თავსაც ძალიან ცუდად ვიცავთ, მეთქი მაგრამ ამ შეხვედრაში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და ვფიქრობ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ამიტომ, ერთი ქულით უკმაყოფილო დავრჩი.
როდესაც ლიდერთან თამაშობ და ოთხ საგოლე მომენტს ვერ იყენებ, მეტოქეს კი ორი ხელსაყრელი შესაძლებლობა აქვს, გოლი მეტრნახევრიანი თამაშგარედან გააქვს და ბოლოს მეორე სახიფათო სიტუაციაც ისევ თამაშგარედან ეძლევა, კმაყოფილი ვერ იქნები”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია