
ძველი თაობის ქომაგებს არ სჭირდებათ ახსნა, ვინ არის ევგენი ლოვჩევი. ხურცილავას, ასათიანის, ძოძუაშვილის, ყიფიანის ეპოქაში სსრკ-ის ნაკრების წევრი იყო, მექსიკის 1970 წლის მუნდიალზეც იბურთავა და 1972 წელს სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.
ერთი წყნარი კაცი იყო ბატონი სავლე (ტო ესწ ევგენი), მინამ კომპრომატი არ უპოვეს. მთელმა რუსეთმა დაანამუსა, რა დღეში ხარო და ამანაც თავი იმართლა, „ჩამიდესო“:
– დაახლოებით 20 წლის წინანდელი ფოტოა. სამოყვარულო ფეხბურთის რაღაც ტურნირის დახურვის მერე ბანკეტზე ვიყავით. სერგეი კირიაკოვი, დიმა კუზნეცოვი და ვალერი შმაროვიც იყვნენ. ბანკეტის ორგანიზატორმა შახტმანმა (სამოყვარულო ფეხბურთის თავკაცი) „პუტკუნა სტრიპტიზიორშების შოუ“ მოიწვია. ერთი ჩემთან მოვიდა. ყველაზე გამხდარი იყო. დანარჩენები სულ პუტკუნები იყვნენ. არ გავაფუჭე წარმოდგენა და რამდენიმე ღილი შევიხსენი“.
უცნობია, რამდენად ენდო ვერსიას ბატონი ლოვჩევის მეორე ნახევარი, მაგრამ თუ იმავე საღამოდან შემორჩენილი ფოტოებით ვიმსჯელებთ, პუტკუნებით და რამდენიმე ღილით არავინ შემოფარგლულა…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?