„ნაპოლის“ კაპიტანი მარეკ ჰამშიკი ჩინურ „დილიან იფანში“ გადავიდა. საპენსიო ასაკს მიახლოვებული (31 წლისაა) სლოვაკის ტრანსფერი სხვა სიახლეებში ჩაიკარგებოდა, რომ არა გარიგების ფინანსური დეტალები.
ჰამშიკი ჩინეთში 3 წლის განმავლობაში 27(!) მილიონ ევროს მიიღებს და ამ თანხაში ბონუსები არ შედის. რაც შეეხება თავად „ნაპოლის“, 15 მილიონი ევროთი შეივსებს სალაროს.
სატრანსფერო ბაზარზე სიგიჟე გრძელდება და თუ ტენდენცია შენარჩუნდა, მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ყატარში, ჩინეთსა და იაპონიაში უნდა ვეძებოთ.
აფსუს, დიეგო?! თავის დროზე იმავე ნაპოლის ფეხბურთის ჯადოქრის ტრანსფერი 7 მილიონი დოლარი დაუჯდა…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?