… როგორ გაიშხლართა ჟოზე

Home აქეთურ-იქითური … როგორ გაიშხლართა ჟოზე

სად ჟოზე მოურინიუ და სად ჰოკეი? სად პორტუგალიელი მწვრთნელი და სად მოსკოვის ოლქის ბალაშიხა?

გაგიკვირდებათ და მოურინიუ ბალაშიხაში ჰოკეის მატჩზე მივიდა და შაიბის სიმბოლური ჩაგდება უნდა შეესრულებინა. სპეციალურად მისთვის მოედნის ცენტრამდე ხალიჩაც დააგეს, შაიბაც ჩააგდო, მაგრამ… უკან მობრუნებულმა ფეხი ყინულს დაადგა და იმავე წამს გაიშხლართა.

წაქცეულს „ავანგარდის“ და სკა-ს კაპიტნები დაეხმარნენ წამოდგომაში, სეუ ჟოზემ კი ღიმილით სცადა სიტუაციის განმუხტვა.

ბალაშიხაში კი მოურინიუ შემთხვევით მოხვდა. მას რუსულ ტელეკომპანია “რაშა თუდეისთან” კონტრაქტი აქვს და წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს მათ მოსკოვურ სტუდიას. მასპინძლებმა მისთვის ეზოტიკური ჰოკეით სცადეს პორტუგალიელის ვიზიტის გამრავალფეროვნება.

რას ერჩი – დაუვიწყარი ვიზიტი გამოვიდა.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".