ფრანგულმა „ეკიპმა“ მოიკვლია და გამოაქვეყნა ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავების ხელფასები. ბუნებრივია, თანხა ევროებშია მოცემული, ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს ფეხბურთელთა სრული ხელფასია, რომელიც იბეგრება და სუფთა სახით გაცილებით ნაკლები რჩება. ამ მხრივ გამორჩეული საფრანგეთია, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და თითქმის თანხის ნახევარს აღწევს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც ბარსელონაში ყოველ თვე 8.3 მილიონს უხდიან. მეორე...
წელი: 2019
თანამსაჯი საშოპინგოდ გაუშვეს
„ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში თანამსაჯმა საიმონ ბეკმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შეამჩნია, რისი წყალობითაც მერსისაიდელებმა გოლი გაიტანეს (1:1) და დღეს „მანჩესტერ სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ. ორივე გუნდს 62 ქულა აქვს, ოღონდ „ლივერპულის” მდგომარეობა მაინც უფრო ხელსაყრელია, რადგან ერთი მატჩი აქვს მარაგში. უფრო კარგად გავიხსენოთ: ბეკის შეცდომამ გამოიწვია ის, რომ თამაშგარედ მყოფმა ჯეიმს მილნერმა ბურთი...
დადასტურდა
დადასტურდა: ნეშტი, რომელიც ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან ამოასვენეს ემილიანო სალას ეკუთვნის. პილოტ დევიდ იბოტსონის სხეული დაკარგულია. საფეხბურთო სამყარო 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს გლოვობს. შეგახსენებთ, რომ ის იანვარში ფრანგული „ნანტიდან” პრემიერლიგის „კარდიფ სიტიში” გადავიდა და პატარა ტურისტული თვითმფრინავით სწორედ ახალი კლუბისკენ მიემგზავრებოდა. მთელი მსოფლიოს ფეხბურთელებმა, მათ შორის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კილიან მბაპე, ალექსანდრ ლაკაზეტი, ბენჟამენ...
16 წლის ლიდერი
კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში 10 ტური მიილია. დღეს აღმოსავლეთის გუნდებმა თბილისის სპორტის სასახლეში თავიანთი სამდღიანი წრე დაასრულეს. „პეგასმა” დაამარცხა თელავის „სტუ-იმედი” 33:30, ხოლო „სპორტის უნივერსიტეტმა” „გორს” მოუგო 40:38. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლიდერების მატჩი პერსპექტიული უკანახაზელის 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძის ზედიზედ სამი გოლით დაიწყო, რასაც მეკარე დიხამინჯიას კარგი თამაშიც დაემატა და „პეგასი” 5:1 დაწინაურდა, მაგრამ...
რომაული არდადეგები
არდადეგებია, აბა რა, როცა ევროპის საფეხბურთო ასოციაციების დიდკაცობა პომპეზურად გამართულ კონგრესზე იკრიბება, შედეგი კი ყველამ წინასწარ იცის. დღის წესრიგში უეფას პრეზიდენტის არჩევნები იყო და უკლებლივ ყველა დელეგატმა ალექსანდრ ჩეფერინის დაუჭირა მხარი. ან სხვა რა უნდა ექნათ, თუ 51 წლის სლოვენიელს კონკურენტი არ ჰყოლია. ჩეფერინი 2023 წლამდე გაუძღვება ევროპულ ფეხბურთს. ქართველებს უალტერნატივო არჩევნებით ვერ გაგვაკვირვებენ –...
ბეილი – ბეილის აჩრდილის აჩრდილი
სათასო სტატუსი ოდნავათაც ვერ ამცრობს ესპანური სუპერკლასიკოს პრინციპულობას. „ბარსამ“ და „რეალმა“ რომ „კამპ ნოუზე“ 1:1 ითამაშეს, ყველა დაინტერესებულმა იცის და თვალიც ადევნა. ჰოდა, მატჩის პერიპეტიებს შევეშვათ და სოციალურ ქსელებში ორი გუნდის ფანების განწყობებს შევეხოთ. მადრიდელები მთლად თუ არ აღმერთებენ, დიდად კი ემადლიერებიან სანტიაგო სოლარის – პოსტრონალდოურ ეპოქაში ბარსელონაში ფრედ თამაში საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას აძლევს...
ხელგაშლილი კეთილი მათხოვარი
პრემიერლიგის ფეხბურთელი ბავშვობაში ქუჩაში ცხოვრობდა და თავს მათხოვრობით ირჩენდა. ლაპარაკია „კრისტალ პალასის” 28 წლის მოთამაშე მამადუ საკოზე. დღეს ის პრემიერლიგაში გამოდის და ხელფასიც პრემიერლიგური აქვს, ადრე კი პარიზის ქუჩების მაწანწალა იყო. ბუნებრივია, ასეთი მძიმე წარსულის მქონე კაცი დღეს თანაგრძნობით არის სავსე და ლონდონის სამხრეთ უბნებში უსახლკაროებზე ზრუნავს. საკო ამბობს: „უნდა გაიღო, გასცე; ეს აუცილებელია. თან,...
პრემიერლიგაში ლიდერი შეიცვალა
ორი გოლი და ორივე დამატებით დროში, ოღონდ აიმერიკ ლაპორტესი პირველი ტაიმის მიწურულს, ხოლო გაბრიელ ჟესუსისა მატჩის საფინალო სასტვენის წინ — „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” სტუმრად 2:0 მოუგო, 3 ქულა ჩაიწერა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რასაკვირველია, „ქალაქელებს” „ლივერპულზე” ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ყველა ლივერპულის შვიდქულიან დაწინაურებას ელოდა, რეალურად...
ერთი ნეშტი ამოიტანეს
ემილიანო სალას მაძიებელმა ბრიგადებმა ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან წარმატებით ამოასვენეს ერთი დაღუპულის სხეული. შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის ტურისტულ საფრენ აპარატში სულ ორი მგზავრი იყო, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა, რომელიც „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადავიდა და ახალ კლუბში სათამაშოდ მიემგზავრებოდა და 59 წლის პილოტი დევიდ იბოტსონი. ჩაძირული თვითმფრინავი კუნძულ ოლდერნის მახლობლად მისი დაკარგვიდან 13...
გოლუხვი ოთხშაბათი
178 — ასეთია საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ჩემპიონატის მეორე წრის აღმოსავლეთ ზონის გუნდების დღევანდელ ორ შეხვედრაში გასული გოლების რაოდენობა. ეს უჩვეულოდ ბევრია და იმაზე მიუთითებს, რომ ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში თავდასხმელები აშკარად ჯობდნენ მცველებს. თელავის „სტუ-იმედმა” სძლია „სპორტუნის” 53:33, ხოლო „პეგასმა” 53:39 მოუგო გორელებს. ხვალ, 16 საათზე „გორი” და „სპორტის უნივერსიტეტი” მეხუთე ადგილზე დამკვიდრებისთვის ითამაშებენ, ხოლო...






